|
|
SilentHill Plot Analysys - Part 1 Mechanism
მექანიზმი, ძირითადი ნაწილი Silent Hill - ქალაქი, სადაც ხდება აუხსნელი მოვლენები... ჩაძირული სხვა სამყაროებში... მარად ცოცხალი მოგონებები... ღმერთების დაბადება და ხალხის იდუმალი გაუჩინარებები... არის თუ არა ამ აუხსნელ მოვლენებში დაფარული რაიმე ლოგიკა? რა არის მათი მიზეზი, არიან თუ არა ისინი ურთიერთკავშირში? თავი პირველის ამოცანაა მისცეს მაქსიმალურად ზუსტი და შესაბამისი ახსნა Silent Hill-ის სიუჟეტის უკეთესად გაგებაში. ბუნებრივია, ყველა თეორია ახსნილი მაქვს საკმაოდ პოპულარულ ენაზე, მისაწვდომად, დამამტკიცებელი საბუთებით.
ა) თუ Alessa-ს (ან Alessa+Cheryl+Heather)-ს მონსტრები იყვნენ აფსოლიტურად მატერიალურნი, მაშინ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ქალაქში Silent Hill 2 -შიც, მაგრამ James-ი ვერ ხედავს Alessa-ს მონსტრებს. ბ) James-ის საუბარი Laura-სთან SH2-ში "-What a little girl like you doing here anyway? - Are you blind or something?? " ან კიდევ ეს : "-You don't even have a scratch on you! - Why should I??"
გ) ბრძოლაში მონსტრთან (კატაკომბები SH2) Anjela ხედავს მონსტრში მამამისს... ნუთუ მამამისი ამ მონსტრის ორეული ან ტყუპი ძმა იყო?? ან იგი ხედავს მას სხვანაირად, ვიდრე James-ი. დ) Anjela-ს სამყაროში მუდმივად ბობოქრობს ჯოჯოხეთური ცეცხლი - ალტერნატიული სამყარო აბსოლიტურად ნამდვილი რომ ყოფილიყო - მაშინ ცეცხლიც ნამდვილი იქნებოდა - და Anjela-ს ჩამოსვლის შემდეგ მთელი ქალაქი უნდა გადამწვარიყო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დასკვნა: სინამდვილეში არანაირი ცეცხლი არ ყოფილა! ესეიგი შეიძლება ალტერნატიული სამყარო არარის მატერიალური და არსებობს მხოლოდ გონებადაბნელებულ პერსონაჟების წარმოდგენაში?! ე) SH2-ის დასასრულს (კიბეზე) Anjela თავიდან (პირველი 5-10 წამის განმავლობაში) James-ს ხედავს თავის დედის სახით - იგი რა? “blind or something??”, თუ Sunderland-ი თავის დედაში აერია 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე? თუ James-ი მართლა Anjela-ს დედა იყო?=) ვ) იქ სადაც Anjela ლაპარაკობს თავის ცეცხლოვან სამყაროზე "You see it too ? For me it's allways like this “ Anjela-სთვის ყოველთვის ასეა, ხოლო James-ი ამ სამყაროს ხედავს მხოლოდ ერთხელ - ესეიგი Anjela-ს ცეცხლი მატერიალურად არ არსებობს. ზ) თუ ხვრელები, სადაც ვარდება James-ი და მიძვრება Henry, აბსოლიტურად მატერიალურია, მაშინ... ოხ არც კი ვიცი რა ვთქვა ამის თაობაზე. თ) თუ Pyramid Head-ი თავისი Great Knife-ით აბსოლიტურად მატერიალური იყო, მაშინ James-ი თამაშის ბოლოს დაემგვანებოდა მოსიარულე სისხლიან ვინეგრეტს... და საერთოდ - ნამდვილი მონსტრების სინამდვილეში მიყენებული ჭრილობები შეიძლება მორჩეს Health Drink-ის ბოთლის დალევით? ჰეჰ დასაფიქრებელია... ი) ჩანაწერი SH2-იდან (Memo next to corpse #2): "I saw those demons. They were there, I'm certain. But my friend says he didn't see anything. If that's true, does that mean that what I saw was an illusion?" - ეს კი 100% მეტყველებს მონსტრების არამატერიალობაზე. ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ ალტერნატიულ სამყაროს და მონსტრებს ყველა ვერ ხედავს, ესე იგი ისინი არ არიან მატერიალურნი. თუმცა... უნდა ავღნიშნოთ, რომ Lost Memories-ში არის ასეთი ფრაზა : "Silent Hill 2 the materialization of delusions" - რას უნდა ნიშნავდეს ეს? ავტორების მორიგი ხუმრობაა? არამგონია, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. მანამდე მივაქციოთ ყურადღება, რომ ავტორები იყენებენ სიტყვას "delusion" (ილუზია, დაბნეულობა) ამას დიდი მნიშვნელობა აქვს... სხვათა შორის Lost Memories-ში ტერმინს “მატერიალიზაცია” აქვს რამდენიმე “უცნაური” მნიშვნელობა, მაგალითად "In the church that is the final stage of the game, a young girl's crying voice and footsteps materialize" ჰმმ.. საეჭვოა (ამაზე მოგვიანებით 1-10 პუნქტში)
ა) სინამდვილე - არის ის, როგორც უნდა აღიქვას “ნორმალურმა” ადამიანმა გარემომცველი სამყარო, ანუ ობიექტის ჭეშმარიტი ფორმა და შინაარსი იგივეა რაც მისი ფორმის და შინაარსის ანარეკლი ადამიანის ცნობიერებაში. უფრო მარტივად გეტყვით : ჭეშმარიტი (ობიექტური) ობიექტი = ამ ობიექტის სუბიექტურ ასახვას ადამიანის მიერ... კიდევ ვერ გაიგეთ? ჰმმ, მძიმე შემთხვევაა - მაშინ მოვიყვანოთ ცხოვრებისეული მაგალითი, რომელიც მისაწვდომი იქნება ძვირფასი მკითხველისთვის... მაგიდაზე დევს Health Drink-ის ბოთლი, იღვიძებს ძვირფასი მკითხველი ახალი წლის შემდეგ, შეხედავს Health Drink-ის ბოთლს და აღიქვამს სწორედ Health Drink-ის ბოთლს და არა სხვა რამეს, გაიგეთ? =) ბ) ჰალუცინაცია - ეს ის არის რაც არ უნდა ემართებოდეთ “ნორმალურ” ადამიანებს, ანუ გარემომცველი სამყაროს მცდარი ხედვა, იმ საგნის აღქმა რომელიც რეალურად არ არსებობს. რა არის (უფრო ზუსტად - რა ითვლება) “მცდარი”? - გასაგებია, ის რასაც ხედავს მხოლოდ “არანორმალური” და სხვა არავინ - ანუ ერთი ადამიანის გალუცინაციას ვერავინ დაინახავს ამ “გიჟის“ გარდა. (აი საინტერესო და მრავალ მნიშვნელოვანი ამონაწერი Lost Memorie-დან ( Red Devil-ისა და Walter Sullivan-ის შესახებ) : Sullivan says that he saw a "red devil." What was it that he saw? - No one besides Sullivan himself can really know what he saw."). და რას წარმოადგენს ეს თვითონ ეს “მცდარი სახეები”, რომლებსაც შეშლილის გარდა ვერავინ ხედავს. ეს არის ადამიანის ქვეცნობიერის ელემენტები (სახეები ქვეცნობიერიდან), რომლებიც “გამოძვრნენ” გარეთ და დაფარეს სინამდვილე. რატომ ვერ ხედავს ამას სხვა? რადგან ისინი ერთი ადამიანის ცნობიერებაში არსებობენ და სინამდვილეში არ არსებობენ, მათ ვერავინ დაინახავს. მაგალითი : პატივცემული მკითხველი, რომელმაც დალია ახალ წელს ბოთლიდან, დარბის ნაძვისხის გარშემო და ყვირის: “მიშველეთ!! მას ჩემი მოკვლა უნდა!! სანტაკლაუსი მომძდევს!!” ამგვარად, გასაგებია, რომ ჰალუცინაცია არარის დამოკიდებული სინამდვილეზე. გ) ილუზია - ხანდახან “ნორმალურ” ადამიანებსაც ემართებათ. ილუზიის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად არსებულ ობიექტს ადამიანი აღიქვამს რაღაც სხვანაირად, თავისებურად, ზედმეტად სუბიექტურად. ხშირად ასეთი რამე ხდება გაძლიერებული ლოდინის (წინათგრძნობის) ან ემოციური დაძაბულობის დროს ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიც არის მხედველობის დეფექტი, გაძნელებული ხილვადობა (მაგალითად ღამით). პრინციპი ასეთია - ადამიანი ობიექტს ხედავს არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ (მაგალითად, ობიექტი ძნელი დასანახია) - მაშინ ადამიანის ცნობიერება ავტომატურად ასრულებს ობიექტის აღქმას, მისი განწყობის და იმ ინფორმაციის შესაბამისად რაც ქვეცნობიერში უდევს. ეს ცოტა ძნელი გადმოსაცემია სიტყვებით, ამიტომ მოვიყვან მაგალითს : “საღამოა. მიდის პატივცემული მკითხველი გზაზე. ბნელდება, გარშემო ნისლია, თითქმის არაფერი ჩანს - პატივცემული მკითხველი კი ამ გასეირნების წინ მთელი დღე Silent Hill-ს ურტყამდა თავს - ასე რომ ის შეშინებულია მიდის ნისლში, ყველა ფაჩუნზე თვალებს აცეცებს ეშინია საკუთარი ნაბიჯების ხმის - მოკლედ, სრულ გაუგებრობაშია. წინ მიდის მეორე ადამიანი, მაგრამ პატივცემული მკითხველი მას ვერ ხედავს - უფრო სწორედ ხედავს მხოლოდ სილუეტს, რომელიც მის წინ ირხევა. იგი როგორც ვთქვით, Silent Hill-თან იჯდა მანამდე - და ეხლა მზად არის ნებისმიერი მონსტრი დაინახოს თავის წინ : ის ყურადღებით უცქერს მის წინ მოძრავ სილუეტს და!! იგი მართლაც იწყებს ამ სილუეტში მონსტრების მოხაზულობის აღმოჩენას!! იღებს შეშინებული მკითხველი უზებს და ესვრის წინ მიმავალ “მონსტრს” (ანუ ადამიანს, რომელშიც მან ნერვიულობისგან მონსტრი დაინახა) ჰეჰე, ეს მაგალითი არაფერს გაგონებთ? შეიძლება სხვანაირადაც ვთქვათ : ადამიანი ბრუნდება ნისლში ეკლესიიდან, იგი თვით დაჯერებული რელიგიური ფანატიკოსია - მაშინ მის წინ მოძრავი (სტოლბის/ბუჩქის/მანქანის) ან რაიმეს სილუეტში, იგი დაინახავს ანგელოზს ან რაიმე მის მსგავსს. ასევე შესაძლებელია აზრობრივი ილუზია (“ქვეტექსტების ილუზია“) - მაგალითად, დასახელება "Rosewater Park" - თქვენის აზრით, ის საშიშია? თუ თქვენი პასუხი იქნება დიახ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცნობიერება თვითონ ეძებს ამ დასახელებაში ასოციაციას, რომელიც შეესიტყვება Silent Hill-ს (ესეც არის ილუზია), თუ თქვენი პასუხი არის “არა”, ეს ნიშნავს რომ თქვენ არ გითამაშიათ Silent Hill-ი - წესიერად. ამგვარად ილუზია არის რთული გადაჯაჭვა ობიექტური რეალობის და გამონაგონისა, მატერიის და ქვეცნობიერისა. ეს გამორჩეული ფენომენია, რომელიც აერთიანებს თავის თავში რეალობის და ჰალუცინაციის ელემენტებს. სწორედ ასეთივე აღწერილობას ალტერნატიული სამყაროსი ჩვენ ვპოულობთ ექიმ Brookhaven-ის ჩანაწერებში (SH2) : "The "other side' perhaps may not be the best way to phrase it. After all, there is no wall between here and there. It lies on the borders where reality and unreality intersect." და რას უნდა ნიშნავდეს ეს?
ა) SH1, Bad - დასასრული - გამოდის რომ, მთელი Silent Hill 1 იყო ჰალუცინაცია, მომაკვდავი მწერლის ტვინში რაღაც გაელვება? თუმცა SH3 იდან ვიცით რომ ეს არის “არასწორი“ დასასრული. ბ) SH2,თუ Pyramid Head-ი არ იყო ჰალუცინაცია, მაშინ რა იყო? (ამის შესახებ მოგვიანებით) გ) SH1-ში ჩვენ ვნახულობთ შეხსენებას PTV-ზე (White Claudia) როგორც ჰალუცოგენზე. დ) SH4-ში ყოველი “სამყაროს” შემდეგ Henry-ს ეღვიძება საწოლში - ეს მხოლოდ სიზმარი იყო?? მაგრამ ამ თეორიის მიხედვითაც კი უპასუხოდ უამრავი კითხვა რჩება: ა) ჰალუცინაცია მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მაშინ როგორ ხედავენ Claudia და Heather-ი ერთად Missioner-ს სახურავზე, თუ ის სინამდვილეში არ არსებობს? (იმას აღარ ვამბობ, რომ Lost Memories-ში გარკვევით წერია, რომ ეს არის კულტის წევრი) და ისედაც არარსებული Missioner-ი როგორ მოკლავდა Harry Mason-ს? ბ) თუ დაუშვებთ კიდევაც, რომ პერსონაჟები რაღაცნაირად ხედავენ ერთმანეთის ჰალუცინაციებს, მაინც Anjela როგორ ხედავს მამას, James-ი კი სწორედ ამ მამაში ხედავს მონსტრს? რა, უბრალო დამთხვევაა? გ) თუ ალტერნატიულ სამყაროს არანაირი საერთო აქვს რეალობასთან, მაშინ რატომ იმეორებს იგი “ნორმალურ“ სამყაროს ისე ზუსტად, რომ ორივე სამყაროში ერთიდაიგივე რუკით შეიძლება გაგნება? დ) ცხადია, რომ Leonard-ი არ იყო უბრალო ჰალუცინაცია - ის ზუსტად იყო ცოცხალი ადამიანი (Heather-ის მოსვლამდე) - ის არ შეიძლება უკვე მკვდარი ყოფილიყო, ამას ამბობს Claudia ფრაზით : "Why did you (Vincent) sent her (Heather) to my father (Leonard)" - თუ Leonard-ი არ არსებობდა, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ფრაზას. ე) თუ მთელი ეს სამყარო და Silent Hill-ის მოვლენები პერსონაჟების სიზმრებია, მაშინ როგორ მივიდა Heather-ი სახლამდე? თუ მისი სახლი, მამა, Claudia, მხოლოდ სიზმარია? ვ) თუ მონსტრები - ჰალუცინაციაა, მაშინ როგორ შეიძლება მათი მოკვლა, მაგალითად, პისტოლეტით რომელსაც აძლევს Cybil-ი Harry-ს, ან Heather-ის ელექტრო-შოკერით? ან ბოლოსდაბოლოს Heather-ის ფეხით (იმედია Heather-ის ფეხის რეალურობაში და მატერიალურობაში ეჭვი არ გვეპარება?) =) ზ) SH2-ში ქალაქის გზაზე (შუქნიშანთან ახლოს) შეიძლება დავინახოთ მონსტრი, რომელიც გაიტანა მანქანამ. უბედური შემთხვევაა? თუ მონსტრი James-ის ჰალუცინაციაა, მაშინ როგორ გადაუარა მას მანქანამ?
-- აზრების და გრძნობების ძალას შეუძლია მოახდინოს გავლენა ადამიანის პიროვნებაზე, ხდის მას “შეპყრობილს” ამას გარდა, -- აზრის ძალის დახმარებით, შესაძლებელია ადამიანს სიცოცხლეც კი წავართვათ.
ა) SH3 - გოგონას შავბნელი აზრები, რომელსაც სურდა თავი მოეკლა, რომ განთავისუფლებულიყო ტანჯვისაგან, როგორც ჩანს დაკავშირებულია გასართობი პარკის კარუსელთან და აგრძელებენ არსებობას მისი სიკვდილის შემდეგაც. ("At the merry-go-round in the amusement park, the "memory of Alessa (Alessa's obsession)" appears. In accordance with her name, she is not Alessa herself but her profoundly dark emotion that clings to this place"- გვიმარტავენ Lost Memories-ის შემქმნელები). ბ) SH3 - გოგონას აზრები, რომელიც სასტიკმა დედამ დაწვა და შესწირა ღმერთს, ჯერ კიდევ უხილავად არსებობენ კულტის ეკლესიაში ("Alessa's thoughts from her childhood linger in the church - Lost Memories). გ) SH3 - პარკსა და ეკლესიაში გამავალ გვირაბში ჩვენ ვპოულობთ სისხლიან წარწერებს. Lost Memores-ის მიხედვით, ეს არის "The voice of a believer that suggests self-sacrifice" - ანუ იმ ადამიანის სიკვდილისწინა აზრები, რომელმაც ჩაიდინა რიტუალური თვითშეწირვა, გადაიქცა ენერგიად, რომელიც სამუდამოდ დარჩა ამ გვირაბში. დ) SH3 - ეკლესიის სააღმსარებოში მთავარ გმირს ესმის ქალის ხმა, რომელმაც ადამიანი მოკლა შეურისძიების მიზნით თავისი გოგონას სიკვდილისათვის ("The owner of the voice committed a murder in order to get revenge for the murder of her own child" - LM ) - ჩანს რომ მორწმუნის გულწრფელი გრძნობები (და შეიძლება მისი სულიც) ამ დრომდე დარჩენილია სააღმარებლოს კედლებში. ე) SH2-ში Brookhaven საავადმყოფოს დირექტორის ჩანაწერები და წერილები, Stenly Colmen-ის დღიურები SH3-ში, აგრეთვე Joseb Shraber-ის ჩანაწერები და დღიურები SH4-ში - მკვდარი ადამიანების მოგონებები და აზრები წარსდგებიან Silent Hill-ში ჩამოსული ადამიანების თვალწინ ჩანაწერების დრიურების და წერილების სახით. ვ) SH4 - თვითმკვლელი რელიგიური ფანატიკოსის გრძნობებისა და აზრების ფსიქიური ენერგია დაკავშირებულია ჩვეულებრივ საცხოვრებელ ოთახთან და აგრძელებს არსებობას თავისი “პატრონის” სიკვდილის შემდეგაც. და ახდენენ გავლენას მთელი შენობის მაცხოვრებრებზე.
ა) SH2 – Wood Side Apartament-ის გასაღები აქვს მონსტრს, ასევე ქალაქში ჩვენ ვხედავთ რუქას სადაც აღქნიშნულია გასასვლელი Wood Side Apartament-ით - ესეიგი მონსტრმა დახაზა რუქა, აიღო გასაღები და მოკვდა არ მისული WSA-მდე. რაღაც უცნაური “მონსტრია” არა?? ბ) SH2-ში ქალაქში James-მა შეიძლება იპოვოს მკვდარი “მონსტრი” (ასეთივე მკვდარი demon patient-ი, მაგრამ კურტაში და ჯინსებში) - მის ახლომახლო მიმობნეულია ჩანაწერები. აი რა წერია იქ : (Memo next to corpse #1) "I'm going to write everything that I've learned so far. Maybe that will help you out somehow. If you're reading this, it probably means I'm already dead." - ამას ხომ მონსტრი ვერ დაწერდა? თუმცა... ეს დაწერა სწორედ “მონსტრმა” - მხოლოდ შესაძლებელია, ის მონსტრი James-ისთვის იყო, ანუ Sunderland-ი ამ მკვდარ ადამიანში ხედავს მონსტრს საკუთარი ქვეცნობიერებიდან. გ) იმავე ჩანაწერებში (Memo next to corpse #2): "I saw those demons. They were there, I'm certain. But my friend says he didn't see anything. If that's true, does that mean that what I saw was an illusion?" - აი კიდევ ერთი დადასტურება, რომ ალტერნატიული სამყარო და მონსტრები სწორედ ილუზიაა. დ) რატომ იცმევენ “მონსტრები” კურტკებს და ჯინსებს თუ ისინი მართლა მონსტრები არიან? ე) SH2-ში ცოტამ თუ იცის, მაგრამ, თუ დაკვირვებით შევისწავლით ქალაქს, შევნიშნავთ, რომ ქალაქში მუშაობს შუქნიშნები “მონსტრებს” ნუთუ სჭირდებათ შუქნიშნები? ვ) SH2-ში ქალაქის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, ხიდზე (James-ისთვის - ჩანგრეული) ასევე დევს ისეთივე მონსტრის გვამი, მის გვერდით კი - რუქა (მასზე აღნიშნულია ავტოსადგომი და ბოულინგის შენობა) - ნუთუ მონსტრებს მანქანები ჰყავთ და ბოულინგზე დადიან?? უცნაური “მონსტრები” არიან. =) ზ) SH2- გაიხსენეთ ადგილი სადაც James-მა მოკლა თავისი პირველი “მონსტრი” მიდით იქ ცოტა მოგვიანებით (საავადმყოფოს შემდეგ) - თქვენ ნახავთ, რომ ჭიშკარი დაკეტილია და შემოხვეული აქვს პოლიციის ლენტი - რატომ იძიებს პოლიცია მონსტრის მკვლელობას? Sunderland-ი კი ეჭვმიტანილია? თ) და რატომ დასეირნობენ “მონსტრები” ქალაქში? სახლში ვერ ჩერდებიან? ი) SH2 - ქალაქში (“ღამით”) შეიძლება შევამჩნიოთ, თუ როგორ ხტება “მანეკენი” სახლის სახურავიდან - რატომ დაამთავრებს “მონსტრი” სიცოცხლეს თვითმკვლელობით? კ) James-ის და Anjela-ს ბოლოს წინა შეხვედრის დროს (კატაკომბები), ისინი სხვადასხვანაირად ხედავენ ერთიდაიგივე ობიექტს - (James-ი - მონსტრს, Anjela – “მამამისს”) საინტერესოა, სინამდვილეში ვინ არის ეს ობიექტი... მე მგონია თქვენ ისედაც ხვდებით... ლ) Silent Hill Play Novel-ში საკმაოდ საინტერესო მომენტია. როდესაც Cybil-ი პირველად დაინახავს ძაღლ-მონსტრს შორიდან - კარგად თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი ძაღლია - მაგრამ შემდეგ კადრში ვხედავთ მას როგორც გატყავებულ Groaner-ს. შეჩერდით. ეს მონსტრი მიიჩნია Cybil-მა თავდაპირველად ძაღლად - თუ პირიქით? Now listen to me, before you pull the trigger, know who you're shooting... მ) ეს კი ინფორმაციაა Lost Memorie-დან "Missionary." Cult member transfigured by Claudia's power, to Heather's eyes the appearance it takes is that of a monster" - ანუ Silent Hill-ის ოფიციალურ Guide-შიც შავით თეთრზე წერია, რომ მონსტრი - კულტის წევრია, რომელსაც Heather-ი მონსტრად ხედავს. სწორედაც რომ სიმართლეს წერდა Harry Mason-ი თავის გოგოს გამოსამშვიდობებელ წერილში : "I mean, appearances can be deceiving". - მართლაც, გარეგნობა ხშირად მატყუარაა. იქვე ახსენებენ “Claudia-ს ძალას” – (ამის შესახებ მოგვიანებით ვილაპარაკებთ). ნ) Leonard-ი (რომელიც Heather-მა მოკლა), Claudia-ს და Vincent-ის საუბრის მიხედვით, სინამდვილეში იყო ცოცხალი ადამიანი (და არა მუტანტი!), ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ Heather-ი ხედავს მასში მონსტრს. ო) მიუხედავად იმისა, რომ SH1-ში არანაირი მინიშნება არ არის მონსტრების ვინაობაზე, მე მაინც რაღაცა მოვძებნე: Silent Hill 1-ის დისკში ძალიან საინტერესო ხმოვან ფაილს გადავაწყდი, რომელიც ჩაირთო “psmplay“-თ: თავიდან ისმის საკმაოდ მშვიდი ბგერები - ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლის ჩვეულებრივი ყეფა - იქნმნება ჰარმონიის სრული შთაბეჭდილება - საკურორტო ქალაქებისთვის სტანდარტული სურათი. შემდეგ ყეფა უცბად წყდება და გადადის წკმუტუნში - იმავდროულად გვესმის რაღაც მაგარის დარტყმის ხმა (მეტალის), როგორც ჩანს ძაღლზე, შემდეგ წკმუტუნიც მომენტალურად წყდება და გვესმის, როგორ ეცემა წვეთები (სისხლის?) ასვალტზე. თუ ვინმემ კიდევ ვერ გაიგო - ავუხსნი - KONAM-ელებმა ჩადეს დისკში ფაილი, რომელიც გვიხსნის, სინამდვილეში როგორ მოხდა Harry-ს ბრძოლა ძაღლთან. შესაძლებელია, ეს ფაილი წარმოადგენს რაიმე საიდუმლო დასასრულის ნაწილს (SH1 Dog -დასასრული?), რომელიც ჯერ ვერავინ იპოვა? (ან ის არსებობს მხოლოდ იაპონურ ვერსიაში?) პ) SH1, Annie’s Bar - როდესაც Kaufman-ს დაესხმის “მონსტრი” და Harry ესვრის პირდაპირ მონსტრს, მონსტრი ჩვეულებრივი ჰალუცინაცია რომ იყოს, მაშინ ტყვია მონსტრს კიარ მოხვდებოდა, არამედ Kaufman-ს და მოკლავდა მას. მაგრამ ტყვია სწორედ მონსტრს მოხვდა. ჟ) SH3, საავადმყოფო, მესამე სართული Special Treatment Room - გაიხსენეთ პლაკატი კედელზე : "Punishment for brutality towards patient : 12 hours confinement in the Special Treatment Room" - ანუ რომელიღაცა ექთანს მიუსაჯეს “ურჩების” კამერაში ჯდომა, პაციენტებზე ძალადობისათვის - ახლა ვნახოთ “ურჩების კამერის” ერთ-ერთი კარი გარედან არის ჩაკეტილი, Heather-ი აღებს ამ კარს და რას ხედავს - კამერაში ზის ექთანი-მონსტრი!! ანუ შეიძლება, Heather-ი ხედავს ექთანს, რომელიც სამსახურში დასაჯეს ცუდი საქციელითვის, მონსტრის სახით. რ) ეხლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ Lost Memories : "Even now I get lots of questions about the true nature of creatures. What Vincent says in the library room is something that was provided as an answer to this question." - ანუ Hiroyuki Owaku - აღიარებს, რომ “ეხლაც კი მას უამრავ კითხვას უსვამენ მონსტრების ჭეშმარიტი რაობის შესახებ და Vincent-ის ფრაზა ბიბლიოთეკაში - არის პასუხი ამ კითხვებზე... “ანუ ეს არ არის უბრალოდ“ ”შეშლილი არისტოკრატის ხუმრობა” (ასე თვლის ბევრი გამოუცდელი Silent Hill-ში ადამიანი), არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ხსნის “მონსტრების” იდეას. მოდით გავიხსენოთ ეს სცენა ბიბლიოთეკაში : Vincent : "You're the worst person in this room. You come here and enjoy spilling their blood and listening to them cry out. You feel excited when you step on them, snuffing out their lives." Heather: "Are you talking about the monsters?" Vincent: "Monsters...??? They look like monsters to you?" (Heather-ი აბსოლიტურად შოკირებულია, იგი შეშინებულია და რაღაც საშინელების გაცნობიერებით აშკარად გულის რევა ეწყება.) Vincent: "Don't worry, it's just a joke. =)" ს) SH3 – Duglas-ის ფრაზის მიხედვით "And that monster, what the hell was that?", სავაჭრო ცენტრის შემდგომ დიალოგში აშკარა ხდება, რომ იმანაც დაინახა მონსტრები. ადვილი მისახვედრია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ერთი და იმავე სამყაროს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, შეიძლება დაინახონ ერთნაირი მონსტრები. - და მაშინ ეს მონსტრები იქნებიან “რეალურები” ასეთი ადამიანებისთვის. ტ) SH1 – Kaufman-ი - Harry Mason-თან პირველი შეხვედრის დროს ამბობს "Something's gone seriously wrong. Did you see those monsters?" - იმიტომ რომ ორივე არიან ერთ “სხვა სამყაროში”, და ორივეს შეუძლია ამ სამყაროს მონსტების დანახვა. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაიგეთ... SH-ში მონსტრების მოკვლით, თქვენ კლავდით ჩვეულებრივ ადამიანებს. ან (dauble head-ის შემთხვევაში) - პატარა ფუნფულა უცოდველ ძაღლს.. (მართლაც, ასე ამბობდა Cybil-ი SH1-ში, "before you pull the trigger, know who you're shooting" - მაგრამ როგორ უნდა გაიგოს ჰალუცინაციებიანმა პერსონაჟმა სინამდვილეში ვის ესვრის, როდესაც ფიქრობს რომ მონსტრებს ანადგურებს. როგორც გვესმის, ადამიანს უჭირს თავის მსგავსის მოკვლა, ეს აიძულებს მას მოინანიოს, განიცადოს ტკივილი (მაგალითისთვის გავიხსენოთ როგორ დარდობს James-ი Eddie-ს მოკვლას - "Eddie! I... I killed a... a HUMAN being... A HUMAN being..."), მაგრამ როგორც ადრე ვწერდი, ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ გაურბის ყველაფერს, რაც მას ტკივილს აყენებს... ხოლო “მონსტრის” მოკვლა ადვილია - არნაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი განცდა. . "Well I guess you're not a person anyway" - თქვა მსუბუქი ღიმილით Heather-მა როდესაც Leonard-ში “მონსტრი” დაინახა - და ყველანაირი დაფიქრების გარეშე დახვრიტა Claudia-ს მამა ავტომატით. იგივეა Eddie-ს შემთხვევაშიც - მას უნდა რომ დასცინონ რადგან ეს დაცინვა კანონიერს ხდის მის სასტიკ მოქმედებებს, უწყნარებს სინდისს - და ისიც ნებისმიერ შენიშვნას აფასებს, როგორც დაცინვას. შესაძლებელია, რომ “ალტერაციული აღქმა” - წარმოადგენს თვითშთაგონების, თვითდარწმუნების განსაკუთრებულ საშვალებას, რომელიც დაფუძნებულია გონების სურვილზე, გაექცეს სინამდვილის ტვირთს რომელიც მის სურვილებს არ შეესაბამება... ადვილი შესაძლებელია...
ა) SH1 – (პირველი შეხვედრა) კაფეში შემოფრინდება ჩიტი (ალბათ უფრო სწორედ ჩიტებს ხედავს Harry “Screamer”-ის სახით). ჩიტი შემთხვევით შეფრინდა კაფეში და Harry-მ ის მოკლა? (Silent Hill Play Novel-ში ის შეიძლება ცოცხალი დატოვოს). ბ) SH2 – (პირველი შეხვედრა) Sunderland-ს დაესხა თავს მონსტრი? “Demon Patient” - ის ერთადერთი თავდასხმა - ეს არის ნისლის გადმოფუთხება მაგრამ ნისლი ხომ ისედაც ბევრია გარშემო... შესაძლებელია ეს ფურთხება მხოლოდ ილუზიაა? ანუ მონსტრი თავს არ დასხმია James-ს? გ) SH3 – (პირველი შეხვედრა) Heather-ს მონსტრი თავს დაესხა? საკმაოდ უცნაურია.. ჩვენ ვიცით, რომ “Closer”-ის დარტყმა ყველაზე ძლიერი დარტყმაა SH3-ში (ექთნების პისტოლეტის გამოკლებით) - ანუ თუ გავითვალიწინებთ მაღაზიის ზომებს, Closer-ს თავისუფლად შეეძლო გაეჭიმა თავისი თათი და გაესრისა Heather-ი. ეს “Extreme X“-ზე Heather-ისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა) მაგრამ მან ეს არ გააკეთა - ის უბრალოდ მიდიოდა Heather-თან რომელმაც ის მოკლა. ჰმმ... დ) SH4 - ძაღლები გამოვიდნენ კაცების ტუალეტიდან და დაიწყეს ერთმანეთის ჭამა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? რათქმაუნდა, ამ ყველაფრიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ მას შემდეგ რაც პერსონაჟი თვითონ ვიღაცას კლავს, მოქალაქეები (ან პოლიციელები) იწყებენ მასზე ნადირობას, თავდასხმას და ა.შ. (ამიტომაც იგი ხედავს შეტევაზე გადმოსულ მონსტრებს)... მაგრამ ასეთი განხილვისას Silent Hill-ის მთელი მოქმედება ემსგავსება რომელიმე GTA-ს ნაირ თამაშს, ასე რომ ეს თეორიაც არარის მთლად მართალი. აგრეთვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოქალაქეები ხედავენ James-ში მონსტრს და ესხმიან მას, მაგრამ ეს თეორიაც ვერ გვაძლევს სრულ განმარტებას მონსტრების თავდასხმაზე. სინამდვილეში შეტევაზე გადმოსული მონსტრების საქციელის ახსნა ესე შეიძლება: გავიხსენოთ SH2 როდესაც James-ი იმყოფება კატაკომბის მორგში, გასინჯეთ გვამი - James-ი იტყვის "...Did that just move or was it only my imagination?" – (ეს შეტყობინება მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება - არ გამოტოვოთ!!) ესეიგი ის, რომ პერსონაჟი ხედავს, როგორ ესხმიან მონსტრები მას, სულაც არ ნიშნავს, რომ მას მართლაც ესხმიან - შესაძლებელია, რომ გმირების ნერვები ისეთი დაძაბულია, რომ მონსტრების ყველა მოძრაობას აღიქვამენ მუქარად, თავდასხმად? მათ უბრალოდ უნდათ რომ მონსტრები მათ დაესხნენ? მოდით განვიხილოთ რატომ ხედავენ გმირები სწორედ მათზე თავდამსხმელ მონსტრებს, თვითოეულს - თავისი მიზეზი აქვს. ა) SH1 - თავდამსხმელი მონსტრების დანახვა დაკავშირებულია Alessa-ს შინაგან აგრესიასთან. ბ) SH2 – James-ს სურს, რომ მას დაესხნენ, ატკინონ - ის ტანჯვას აღიქვამს როგორ ცოდვებისთვის მიღებულ სასჯელს. ("That's why I needed you.... Needed someone to punish me for my sins...."). თითქმის ასევეა საქმე Anjela-სთან. Eddie-ს უნდა ძალიან, რომ მას დაესხნენ თავს, დაამცირონ - ეს მას აძლევს მორალურ უფლებას, გაუსწორდეს შეურაცხმყოფელს. ხოლო Laura-ს საერთოდ არ უნდა არც მონსტრები არც ტკივილი, არც ძალადობა - ის უბრალოდ ოცნებობს ისევ Mary-სთან იყოს. გ) SH3 - მიზეზი ეხლა Alessa-ს აგრესია ერწყმის მის სურვილს, შეამსუბუქოს Heather-ის მდგომარეობა ("It would be better for "myself" to die.") დ) SH4 - იგივეა რაც Silent Hill 1-ში Alessa-სთან შესაბამისად, ჭრილობები, რომლებიც მიღებულია არარეალური თავდასხმებისგან, ასევე არალეარულია (აბა როგორ! სად გინახიათ რომ ნამდვილი ჭრილობები დასალევი წამლით რჩებოდეს?!). შეგვიძლია გავიხსენოთ Eileen-ი : Walter Sullivan-ის სამყაროში იგი დაასახიჩრა მანიაკმა (ამოუგდო თვალი, მოტეხა ხელი და მრავალრიცხოვანი დარტყმები მიაყენა) - მაგრამ თამაშის ბოლოს , როცა ბოლოსდაბოლოს ვხედავთ Eileen -ს ნამდვილ სამყაროში - მისი თვალი, ხელი და სხეული სრულ წესრიგშია! დასაფიქრებელია...
2. ჩვენი სამყაროები
ა) რეალობა, “ნამდვილი” სამყარო. ეს სამყარო ძალიან სასტიკია და ანადგურებს ნებისმიერს, ვინც გაბედავს და მას არ დაეთანხმება. "Suffering is a fact of life. Either you learn to deal with that or you go under" - ამბობს Heather-ი Claudia-სთან საუბარში ეკლესიაში. შესაძლებელია, ამ სამყაროს სისასტიკე გამოწვეულია ადამიანების მიერ, რომლებიც იქ ცხოვრობენ - ცოდვებში ჩაფლულები, თანაგრძნობის უნარს მოკლებულები, მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის მზრუნველები? "Why do they cloing to this corrupt world?"... ბ) ქვეცნობიერი სამყარო. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც ადამიანს არ შეუძლია სასტიკი რეალობის მიღება ისეთის, როგორიც არის? თუ არ შეუძლია მას იქ არსებობა, მასთან შეგუება? ამ კითხვასაც პასუხობს Heather-ის რეპლიკა : "Either you learn to deal with that or you go under.You can stay in your little dream world...” სწორედაც... "You can stay in your little dream world"... და როდესაც სინამდვილე იწყებს ადამიანისთვის მხოლოდ ტანჯვის მოტანას, გადაიქცევა სრულ სიბნელედ - ადამიანის გონება ცდილობს შექმნას თავის საკუთარი რეალობა იმისთვის, რომ სადმე იარსებოს, ისეთი რეალობა, რომელშიც მან შეიძლება იპოვოს თავისი ბედნიერება. მაგრამ რას წარმოადგენს გონების მიერ შექმნილი ეს სამყარო? ამ კითხვაზეც გვპასუხობს Claudia : "A place with no pain. No hunger, no sickness, no old age” ეს სამყარო შექმნილია ქვეცნობიერის მიერ და მას შეუძლია ადამიანის ნებისმიერი სურვილის შესრულება. უფრო ზუსტად, ეს სამყარო თვით ქვეცნობიერებაა, მოგონებათა, სურვილების და იმედების ერთობლიობა, რომელიც ასახულია ადამიანის პიროვნებასა და რაობაში... ის რაღაცით სარკეს გვაგონებს, ან უფრო სწორად წყლის ზედაპირს რომელიც ირეკლავს მას ვინც მასში ჩაიხედავს... მაგრამ როგორ მოვხვდეთ ამ სამყაროში? კურდღლის სოროთი შევაღწიოთ? მასში მთლიანად ჩაძირვა შეგვიძლია, მხოლოდ თუ გავწყვეტთ ყველა ძაფს, რომლებიც აკავშირებს გონებას სინამდვილესთან, გავწყვეტთ ხუთივე ადამიანურ გრძნობას. რა თქმა უნდა, ქვეცნობიერ სამყაროში შეიძლება შევაღწიოთ სიზმრებით (სხვათაშორის მას ზოგი ექიმი “მცირე სიკვდილსაც” უწოდებს) მაგრამ გაღვიძებისას გონება ისევ სინამდვილის ბნელეთში აღმოჩნდება. მაშინ... შესაძლებელია ერთადერთი გამოსავალი - დასასრული “in Water”?
ა) ჩემის აზრით, ცხადია, რომ სინამდვილისკენ გადახვეულ ალტერნატიულ სამყაროში (“ნისლიანი SH“) დომინირებს რეალობის ნორმალური აღქმა + ილუზია (ქალაქი აღიქმება ჩვეულებრივ, მონსტრები - ილუზია) ბ) “Silent Hill-ი ღამით” უფრო მეტად არის მიახლოებული “სამოთხესთან”, ისე რომ მასში რჩება რელობის ნორმალური აღქმა (ქალაქი ჯერ კიდევ აღიქმება მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი სახით), მაგრამ გაუარესებული ხილვადობის გამო გაძლიერებულია ილუზიის ეფექტი. გ) “კოშმარული Silent Hill-ი” - კიდევ უფრო მეტად “ალტერნატიული” ტიპის აღქმა, ეს უკვე მაქსიმალური მიახლოებაა “სამოთხესთან” ასე რომ იქ ადგილი აქვს ილუზიას (მაგალითად, გისოსები ფეხებ ქვეშ - ილუზიაა) და + სიზმარი - ანუ მასში ბევრ ელემენტს არც კი აქვს პროტოტიპი ნორმალურ სამყაროში (მაგალითად, “კოშმარულ Silent Hill-ში ბევრი მონსტრი - უკვე აღარარის ილუზია, არამედ ჰალუცინაცია - მაგალითისთვის SH3-ში Sluper-ები ისე უბრალოდ არ ჯდებიან მხოლოდ Heather-ის გადასართავად “კოშმარულ” აღქმაში) დ) და ბოლოს, “არსად” - ალტერნატიული სამყაროს უკიდურესი ფორმა, სინამდვილესთან პრაკტიკულად დაუკავშირებელი აღქმის სტილი. თუ აღქმის წინა ტიპები მაინც წარმოადგენდნენ სინამდვილის ხედვას სხვა კუთხიდან, ეს უფრო ჰგავს სიზმარს ცხადში - ანუ ქვეცნობიერი მთლიანად ფარავს რეალობას, ფაქტიურად სრული ჰალუცინაციაა. იმედი მაქვს, მკითხველს ესმის, რომ ყველა გმირი არ ხედავს Silent Hill-ს მაინცდამაინც “ღამის” ან “კოშმარულს” (ეს სახელები მე შევარჩიე თხრობის გასამართლებლად) - სინამდვილეში ესენი არის სინამდვილის აღქმის მიახლოვება აღქმასთან “სამოთხე”, ხოლო როგორი აღმოჩნდება ეს “სამოთხე” - დამოკიდებულია ადამიანზე.
ა) ჩემის აზრით, ცხადია, რომ სხეული არსად არ ქრება “ნორმალური” სამყაროდან აღქმის ალტერაციის დროს და არც მატერიალიზდება მასში ცნობიერების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების დროს. წინაამღდეგ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც აღიქვავენ სხვადასხვა სამყაროებს (მაგალითად, James-ი და Anjela, ან Heather, Vincent და Claudia) ვერ დაინახავდნენ ერთმანეთს, ამას გარდა - წარმოიდგინეთ რა აბსურდად გადაიქცეოდა SH-ს სიუჟეტი, თუ დაუშვებდით იდეას ამ “გაქრობებზე”... თუმცა, თუ წარმოვიდგენთ, რომ სინამდვილე - ეს უბრალოდ ვიღაცის მორიგი ქვეცნობიერი სამყაროა ("What is real? What is real? What is real?" - SH4 OST ,Tender Sugar), რომელშიც დიდი ხნის წინ ყველა ადამიანი აღმოჩნდა... მაშინ ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლის დროს რატომაც არ უნდა გაქრნენ? (მაშინ ხომ გამოდის, რომ მატერია ფარდობითია!!) მაგრამ მაინც იდეა “გაქრობის” შესახებ მხოლოდ ჩემი თეორიული ვარაუდია... მოკლედ, არამგონია. ვნახოთ, რა იქნება შემდგომ ნაწილებში. ბ) შესაძლებელია, სხეული მთელი ამ დროის განმავლობაში უბრალოდ სადღაც გდია გათიშული?? მაგრამ მაშინ გამოდის, რომ მთელი ალტერნატიული სამყარო - სიზმარი, ჰალუცინაციაა, ამასთან, თუ მაგალითად Heather-ი მთელი თამაში სადღაც ღობის ძირას ეგდო და ხვრინავდა - მაშინ როგორ შეეძლო სახლამდე მისვლა მეტროთი? ზოგადად, იხილეთ ნაწილი 1, პუნქტი
გ) სინამდვილეში ცნობიერებების და ფიზიკური სხეულების ურთიერთ დამოკიდებულების პროცესი აღქმის ალტერაციის დროს სრულიად ანალოგიურია ნორმალური აღქმის ილუზიაში გადასვილსა, შემდეგ ჰალუცინაციაში. ანუ, რაც უფრო წყდება ადამიანის სინამდვილესთან დამაკავშირებელი ძაფები, მით უფრო მეტად იწყებს თავისი “სამოთხის” დანახვას, უფრო მეტად იძირება მასში (შესაბამისად, უკანასკნელი სტადია, რომლის დროსაც ადამიანი საბოლოოდ კარგავს კავშირს სინამდვილესთან - ფიზიკურ სხეულთან კავშირის დაკარგვაა ანუ სიკვდილი) ეს ასე გამოიყურება: ა) “ნისლიან” და “ღამის” აღქმაში სინამდვილესთან კავშირი საკმაოდ ძლიერია - ასერომ სინამდვილეში Incubator-ი უბრალოდ დადის ქალაქში (ან სუპერმარკეტში, კანალიზაციაში...) პრაკტიკულად ყველაფერი რასაც აკეთებს ალტერნატიულ სამყაროში - აკეთებს სინამდვილეშიც. ბ) “კოშმარულ” აღქმაში ადამიანის ყველა მოძრაობას ალტერნატიულ სამყაროში - მისი სხეული იმეორებს სინამდვილეში (მაგალითად, თუ Heather-ი გადაერთო კოშმარულ აღქმაში Brookhaven-ის საავადმყოფოს მეორე სართულზე და “კოშმარულ” სამყაროში წავიდა პირველი სართულის C4 ოთახში - მაშინ ის გამოფხიზლდება იქვე როდესაც დაბრუნდება “ნისლიან” აღქმაში - ანუ ის მართლაც ჩამოვიდა პირველ სართულზე და ა.შ.) გ) როდესაც ადამიანს |