Mozilla Firefox

Mozilla Firefox
მწარმოებელი Mozilla Corporation (Mozilla Foundation)
პირველი ვერსიის გამოშვების თარიღი 2004 წლის 9 ნოემბერი
ბოლო გამოშვება 3.0.1 / 16 ივლისი 2008
დაპროგრამების ენა C++, XUL, XBL, JavaScript
ოს კროს-პლატფორმული
ჟანრი ბრაუზერი
ვებ-გვერდი www.mozilla.com/firefox
Firefox (კატეგორია)
Mozilla

ფონდიკორპორაცია

აღწერა

თავისებურებანიგაფართოება
Spread Firefoxბაზარი

ასევე იხილეთ

FlockGnuzillaGNU IceCatIceApe
IceDoveIceweaselNetscape 9
Portable Ed.SwiftfoxSwiftweasel
MiroSongbirdXeroBank

ისტორია და წინამორბედები

Mozilla Application Suite
Netscape Communicator
Netscape Communications Corp.
The Book of Mozilla

ეს დაფა: იხ.  განხ.  რედ.

Mozilla Firefox ([moʊˈzɪlə ˈfaɪɹfɑks])(მოზილა ფაირფოქსი) (ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი, გრაფიკული ინტერნეტ ბრაუზერია შემუშავებული Mozilla Foundation-ის და მრავალი მოხალისის მიერ. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ბრაუზერის რეიტინგი რიგით მეორეა (Internet Explorer-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში პირველი. საერთო ბაზრის მოცულობა 18.5 %.

Mozilla Firefox გამოეყო Mozilla Application Suite-ს და ის იყენებდა კოდს რომელიც შეიქმნა ნულიდან Mozilla Organization-ში Netscape Communicator 5-ის კოდის ნაცვლად, რომელიც „ბრაუზერების ომის“ შემდგომ გამოშვებულ იქნა Mozilla Public License თავისუფალი ლიცენზიით. Mozilla Firefox იყენებს უფასო პორტირების ძრავას Gecko, რომელიც შეიქმნა ღია სტანდარტების მხარდამჭერის ჩათვლით. Firefox-ის კოდი ასევე უფასოა და მას აქვს სამმაგი ლიცენზია GPL/LGPL/MPL.

Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალურობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია «NoScript» (სკრიპტების ბლოკირება), «Tab Mix Plus» (ჩანართებზე მრავალპარამეტრიანი ფუნქციის დამატება), «FoxyTunes» (მუსიკალური პლეიერის კონტროლი), «Adblock Plus» (რეკლამების ბლოკირება), «StumbleUpon» (საინტერესო საიტების ძებნის სოციალური ქსელი), «DownThemAll!» (ჩამოტვირთვების ფუნქციები) და «Web Developer» (ვებ-პროგრამირების ინსტრუმენტები)

არსებობს ოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვისMicrosoft Windows, Mac OS X, GNU/Linux, და არაოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — OS/2, FreeBSD, NetBSD, OpenBSD, Solaris

სექციების სია

[რედაქტირება] განვითარება

პროექტი Firefox დაიწყეს Netscape Communications-ის, AOL Time Warner ჯგუფის ყოფილმა წევრებმა ბლეიქ როსმა(ინგ.) და დეივ ჰაიეტმა(ინგ.).

Netscape Communications-ის დახურვის შემდეგ Mozilla-ს მთელი პროექტი იმართება მაშინ შექმნილი Mozilla Foundation-ის მიერ.

პროექტზე მუშაობენ მისი შვილობილი კომპანიის Mozilla Corporation-ის თანამშრომლები და მთელი მსოფლიოს მოხალისენი.

[რედაქტირება] პოპულარობა

Firefox-ის პოპულარობის ზრდის დიაგრამა
Firefox-ის პოპულარობის ზრდის დიაგრამა
Firefox-ის ევროკავშირის ქვეყნებში გავრცელების 2005—2006 წლების დიაგრამა
Firefox-ის ევროკავშირის ქვეყნებში გავრცელების 20052006 წლების დიაგრამა

[რედაქტირება] 2004

ბრაუზერის 2004 წლის 9 ნოემბრის 1.0 ვერსიამ დაიმსახურა მრავალი მედია გამოშვების მოწონება, მათ შორის იყვნენ «Forbes» და «The Wall Street Journal». ეს ვერსია, გამოშვების შემდგომ 99 დღის მანძილზე გადმოიწერა 25 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა. Firefox გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებითი პროგრამა, განსაკუთრებით საშინაო მომხმარებლების მიერ.


[რედაქტირება] 2005

2005 წლის ივლისში გამოშვებულმა Firefox-ის 1.5 ბეტა ვერსიამ საერთასორისო ბაზარზე მოიპოვა 8%-ზე მეტი პოპულარობა(MSIE — 87%-ზე მეტი, Apple Safari — 2 %).

2005 წლის 19 ოქტომბერს Firefox გადმოწერილ იქნა 100 მილიონჯერ, 1.0 ვერსიის გამოშვების შემდგომ სულ რაღაც 344 დღეში.

2005 წლის ნოემბერში Firefox უკვე ფლობდა საერთასორისო ბაზრის 9,4%-ს.

[რედაქტირება] 2006

2006 წლის შუა თვეებში Mozilla Firefox უკვე ფლობდა საერთაშორისო ბაზრის 11%-დან 15%-მდე

[რედაქტირება] 2007

2007 წლის ივლისში, ევროპის მომხმარებლების 28 % იყენებდა ბრაუზერს Firefox. ამავე წელს ევროპაში Firefox-ით ვიზიტები გაიზარდა 7%-ით და შემდგომი თვის გნმავლობაში 3,7%-ით. სლოვაკეთსა და ფინეთში Firefox-ის მომხმარებელთა პროცენტმა 45-ს გადააჭარბა. ექსპერტები თვლიან რომ 2007 წლის ივლისში Firefox-ის მსოფლიო მომხმარებელთა პროცენტი შეადგენდა 14.55-ს. აქედან 1.5, ან უფრო ახალ ვერსიას იყენებდა 13,92 %.

Firefox-ის გამოკვლევა
SpyLog ვერსიის მიხედვით(ივლისი 2008)
Firefox 1.0 0.6415 %
Firefox 2 14.6551 %
Firefox 3 3.9269 %
ყველა ვერსია 19.2238 %

გამოკვლევების რეზულტატის მიხედვით, რომელიც ჩაატარა Mozilla-მ 2007 წელს, ბრაუზერის გადმოწერის მერე მომხმარებელთა 57 % აყენებს მას და ერთხელ მაინც რთავს, ხოლო მათ შორის 49 % ხდება Firefox-ის აქტიური მომხმარებელი. ასევე ბრაუზერის გადმოწერის შემდგომ, მომხმარებლების 28 % ბრაუზერში მუშაობას იწყებს ერთი თვის შემდეგ. 2007 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოთვლების შემდეგ ეს ციფრები უტოლდებოდა 50, 50 და 25 პროცენტს. ეს იწვევდა უსაფუძვლო ხმამაღალ სათაურებს ჯურნალ-გაზეთებსა და სიახლეების ვებგვერდებზე. მაშინ შეიქმნა retention rate-ის გაზრდის საშუალებით მომხმარებელთა ბაზის გაზრდის 12 პუნქტიანი გეგმა.

2007 წლის დეკემბერში Net Applications კომპანიის ცნობებით Firefox ბაზარზე იკავებდა 16,80 % (IE — 76,04 %, Safari — 5,59 %, Netscape — 0,66 %, Opera — 0,64 %). XiTi Monitor კომპანიის ცნობებით Firefox ევროპის ბაზარზე იკავებდა 28 %. ანალიტიკოსები აღნიშნავენ რომ ასეთი სტატისტიკა მიღებულ იქნა Firefox 3.0 ვერსიის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინ როცა Internet Explorer 7-მა ვერ დაამტკიცა მის წინა ვერსიებზე უპირატესობა. ფინეთში ყველაზე პოპულარული — 45,4 %.სლოვაკეთში — 44,6 %, პოლონეთში — 42,4 %.ყველაზე არაპოპულარული ნიდერლანდებში — 14,7 % და უკრაინაში — 16,6 %. პოპულარობა ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში — შესაბამისად 21 % და 16,5 %.


[რედაქტირება] 2008

Firefox 3.0 ვერსიამ ევროპის ბაზარზე მიაღწია 30 % წილს. როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს გამოსასვლელ დღეებში ბრაუზერის წილი 30%-ზე ზემოთ ადის.

[რედაქტირება] შესაძლებლობები

მთავარი სტატია : Mozilla Firefox-ის თვისებები.

.

იმის მაგივრად რომ Firefox-მა წარმოგვიდგინოს მისი შესაძლებლობები სტანდარტულად, იგი წარმოადგენს გაფართოების მექანიზმს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაუკეთოს მოდიფიკაცია ბრაუზერს, ისე, როგორც მას სურს.

Firefox არის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული ბრაუზერი პარამატრების ფართო კრებულით: მომხმარებელს შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს უცვლის გარე სახეს და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.

ბრაუზერის რამდენიმე თვისება:

  • მცურავი ფანჯრების (ინგლ. pop-up) ბლოკირება;
  • ჩანართების მხარდაჭრა(რამდენიმე ჩანართი ერთ ფანჯარაში);
  • ჩაშენებული ძებნის სისტემა;
  • ეგრეთ წოდებული „ყვითელი სანიშნეები“, RSS-ის ინტეგრაციის მექანიზმი;
  • ხედისა და მქომედების წესის კონფიგურაციის ფართო შესაძლებლობები;
  • მრავალი გაფართოების მხარდაჭრა;
  • ვებ-პროგრამისტისათვის საჭირო ჩაშენებული ინსტრუმენტები;
  • როგორც ბრაუზერის, ისევე მისი გაფართოებების ავტომატური განახლება;
  • შემცველობის რეალურ დროში ჩვენება(ანუ შესაძლებელია ვებ-გვერდზე მუშაობა მის ბოლომდე ჩატვირთვამდე);
  • საიტების პაროლების და სერთიფიკატების უსაფრთხო შემნახველი, რაც „მასტერ-პაროლის“ დასმის საშუალებას იძლევა, რომელიც შიფრავს ყველა დანარჩენ პაროლს(სიმეტრიული გაშიფრვის 3-DES ალგორითმით) და იცავს მომხმარებლის სერთიფიკატთან წვდომის გზას. ამ მეთოდით პაროლების მოპარვა გართულებულია ფიზიკური კონტაქტის დროსაც კი.

თავიდან სარეკლამო ტექსტებში Firefox-ის ზოგიერთი თვისებთაგანაგი ითვლებოდა, როგორც „სხვა ბრაუზერებისგან“ განმასხვავებელი ნიშანი, რადგან სხვა ბრაუზერებში გამოიყენებოდა ფუნქციები, რომელსაც უკვე იცნობდნენ Internet Explorer-ის მომხმარებლები. ერთის მხრივ მომხმარებლები Firefox-ს თვლიდნენ სხვა ბრაუზერებისაგან ყველაზე განსხვავებულ ბრაუზერად, ხოლო მეორეს მხრივ აკრიტიკებდნენ არასამართლიანი რეკლამისათვის.

ნაწილობრივ, ჩანართები Firefox-ამდე უკვე გამოიყენებოდა Opera-ში, ხოლო ინტეგრირებული ძებნის სისტემა კი Internet Explorer 4.0-ში.

Firefox-ით დაინტერესებულ პირთა ზრდით და მისი პოპულარობით, უსაფრთხოების განხილვა გახდა არც თუ ისე იშვიათი თემა, მაგალითად კომპანია Microsoft-ისათვის.

Firefox გააჩნია საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა, რისი მეშვეობით მან მომხმარებლებში მოიპოვა უდიდესი პოპულარობა: პირველ რიგში ის საშუალებას იძლევა ერთ ფანჯარაში გაიხსნას რამდენიმე გვერდი, რომელიც ამოცანათა პანელზე ადგილის ეკონომიას აკეთებს და მეორე, ბრაუზერს გააჩნია გრაფიკის ჩამოტვირთვის მოხერხებული სისტემა და იძლევა არჩეულ გვერდებზე გრაფიკის გამოსახვის გამორთვის საშუალებას და არა ყველაზე მთლიანად. ამას გარდა ბრაუზერს გააჩნია მცურავი ფანჯრების დაბლოკვის სისტემა და Cookie ფაილების მართვის სისტემა.

ტექსტის შეყვანის მრავალსტრიქონიან ველს გააჩნია ორთოგრაფიის შემოწმების ჩაშენებული სისტემა. ძებნის პანელი, ძებნის სისტემითურთ — მოთხოვნების მინიშნებები თავად სისტემიდან.

ბრაუზერის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა W3C სტანდარტის მხარდაჭერას.

პროდუქტის თავდაპირველი ღია კოდი მას მომხმარებლებში პოპულარობას ჰმატებს — მაგალითად, „სანიშნეების“ არ არსებობაში დარწმუნების საშუალება, ბრაუზერის „თავის ნებაზე“ მოწყობა და ასევე შეცდომების ავტომატურად გასწორების საშუალება.

არსებობს ბრაუზერის სპეციალუზირებული ვერსიები, ისეთი როგორიცაა eBay edition — ონლაინ აუქციონის მოყვარულთათვის, Campus edition — ინტერნეტ ძებნისა და მუსიკის მოყვარულთათვის და მრავალი ფან კრებული Portable მოდულში.

[რედაქტირება] გაფართოებები

მთავარი სტატია : Firefox-ის გაფართოებების სია.

.

გაფართოებები პროგრამას აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობებს, ან მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეცვალოს არასებული პარამეტრები. მომხმარებელს შეუძლია დაამატოს თითქმის ყველაფერი: ინსტრუმენტების პანელზე ახალი ღილაკის დამატებიდან დაწყებული, სრულიად ახალი შესაძლებლობის დამატებით დასრულებული.

გაფართოების მექანიზმის ბრაუზერის თავდაპირველ სკეპტიკურ სახეს გადააქცევს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად: გაფართოების დაყენებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ის ფუნქციონალურობა, რომელიც მისი კომფორტულობისთვისაა აუცილებელი.

არსებობს მრავალი გაფართოება, ვებ-პროგრამისტებისათვის აუცილებელი ფუნქციონალურობის რეალიზაციისათვის. ზოგიერთი მათგანია:

  • JSView — გვერდის გარე ფაილების დათვალიერების გაფართოება
  • HTMLValidator — W3C სტანდარტების მქონე კოდის შემოწმების გაფართოება
  • View Source Chart — გვერდის მოხერხებულად ვიზუალიზაციის მარკირების მარკირების გაფართოება
  • Firebug — მრავალფუნქციონალური გაფართოება, შეიცავს გამმართველს(Debugger), Dom ნავიგატორს და JavaScript კონსოლს
  • Web Developer — გვერდის მართვისათვის შემოთავაზებული გაფართოება

[რედაქტირება] ძრავა Gecko

მთავარი სტატია : Gecko.

პირველი Gecko ძრავის დანიშნულება იყო ძველი Netscape Communicator ძრავის შეცვლა.

ძრავის დალაგებისათვის შეიქმნა უფასო პროგრამა Mozilla Suite. 2004 წელში Mozilla Suite-ში შედიოდა Mozilla Firefox, ელექტრონული ფოსტის აგენტი Mozilla Thunderbird, WYSIWYG HTML რედაქტორი NVU, კალენდარი Sunbird და IRC-კლიენტი Chatzilla, რომელიც გამოვიდა Mozilla Firefox-ის გაფართოება. დღეს-დღეობით Mozilla Firefox 3.0, Mozilla Thunderbird 3.0 и SeaMonkey 2.0 იყენებს ძრავის 1.9 ვერსიას. მიმდინარეობს მუშაობა გაუმჯობესებულ 1.9.1 ვერსიაზე და ახალი თაობის ძრავაზე Gecko 2-ზე, Firefox 4.0-სათვის.

[რედაქტირება] თანამშრომლობა კომპანიასთან — Google

[რედაქტირება] ძებნა

Mozilla Foundation-მა Google-სგან მიიღო მათი ძიების სისტემის გამოყენების საშუალება.

მისამართების ველში სიტყვათა ჯგუფის შეყვანისას, არ არსებული URL, სტანდარტულად გადაეცემა Google-ს.

ამას გარდა პირველ გვერდად მითითბულია, Firefox-ის მიერ გაფორმებული Google-ს საძიებო სისტემის ვებ-გვერდი.

[რედაქტირება] ანტიფიშინგი

ფიშინგისა და სხვა ზიანის მომტანი საიტებისაგან დაცვისათვის გამოიყენება მონაცემთა ბაზა SafeBrowsing Google. სტანდარტულად ის იტვირთება ყოველ ნახევარ საათში. მეორე ვერსიაში მომხმარებელს შეეძლო საკუთარი სურვილისამებრ ჩაერთო Google-ზე შესამოწმებლად URL -ის გაგზავნის სისტემა. ეს პარამეტრი სტანდარტულად ჩართული იყო, რომელიც არღვევდა კანონს პირადი ცხოვრების ხელყოფის შესახებ, რადგან მომხმარებელმა არ იცოდა ამის შესახებ.

[რედაქტირება] კრიტიკა

ყველაფერ ამას, ზოგი თვლის კორპორაცია Google-ის მომსახურეობაში შეჭრად რაც დაუშვებელია უფასო პროგრამისათვის.

MoFo ირწმუნება, რომ შეგროვებულია საკმაო დოკუმენტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში კომპანიამ გაწყვიტოს ურთიერთობა Google -თან. მიმდინარე კონტრაქტის დედლაინია 2008 წლის ნოემბერი.

[რედაქტირება] ვერსიების ისტორია

მთავარი სტატია : Mozilla Firefox ისტორია.
დასახელება Gecko-ს ვერსია ვერსია კოდური სახელი რელიზის თარიღი არსებული ცვლილებები
Phoenix 1.2 0.1 Pescadero 23 სექტემბერი 2002 პირველი გამოშვება; ინსტრუმენტების კონფიგურირებადი პანელი, სწრაფი ძებნა.
0.2 Santa Cruz 1 ოქტომბერი 2002 ჰორიზონტალური პანელი, გაფართოებების მართვა.
0.3 Lucia 14 ოქტომბერი 2002 გამოსახულებების ბლოკირება, მცურავი ფანჯრების ბლოკირება, ჩანართები.
1.3 0.4 Oceano 19 ოქტომბერი 2002 თემები, მცურავი ფანჯრების ბლოკირების გაუმჯობესებული სისტება, ინსტრუმენტების პანელის კონფიგურაცია
0.5 Naples 7 დეკემბერი 2002 რამდენიმე საწყისი გვერდი ერთდროულად, გაუმჯობესებული ჰორიზონტალური პანელი accessibility, ისტორია.
Mozilla Firebird 1.5 0.6 Glendale 17 მაისი 2003 ახალი სტანდარტული თემა (Qute), სანიშნეები და გაუმჯობესებული დაცვა, გამოსახულების ზომის ავტომატური ცვლილება.
0.7 Indio 15 ოქტომბერი 2003 ავტომატური სქროლი, პაროლების მენეჯერი, გაუმჯობესებული პარამეტრების პანელი.
Mozilla Firefox 1.6 0.8 Royal Oak 9 თებერვალი 2004 Windows ინსტალერი, ავტონომიური მუშაობა, სანიშნეები და ჩამოტვირთვების მენეჯერი გაუმჯობესებულია, ახალი ლოგოტიპი.
1.7 0.9 One Tree Hill 15 ივნისი 2004 ახალი სტანდარტული თემა (Winstripe), მონაცემების გაუმჯობესებული იმპორტი, თემებისა და გაფართოებების ახალი მენეჯერი, დისტრიბუტივის შემცირებული ზომა, ახალი საძიებო სისტემა, GNU/Linux ინსტალერი, პოსტის იარლიყი (მხოლოდ Windows-ისთვის).
1.0 Phoenix 9 ნოემბერი 2004 ოფიციალური 1.0. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებულები. დამატებულია ახალი ფუნქციები, ისეთი, როგორიცაა RSS/Atom, ძებნის პანელი, ძებნის პლაგინი. არსებობა შეწყვიტა 2006 წლის 13 აპრილს გამოშვებული 1.0.8. ვერსიით(Firefox-ის მოძველებული ვერსიების მხარდაჭერა საერთოდ წყდება ახალი ვერსიის გამოშვებიდან 6 თვის შემდეგ).
1.8 1.5 Deer Park 29 ნოემბერი 2005 ოფიციალური 1.5. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებული. უზრუნველყოფს SVG, canvas, შეტანილია კორექტირება UI-ში და გაუმჯობესებულია JavaScript 1.5 და CSS 2/3 მხარდაჭერა. არსებობა შეწყვიტა 2007 წლის 30 მაისსგამოშვებული 1.5.0.12. ვერსიით
Mozilla Firefox 2 1.8.1 2.0 Bon Echo 24 ოქტომბერი 2006 ოფიციალური 2.0. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებული. დამატებულია ახალი ფუნქციები, ჩამატებულია სესიის ავარიულად დასრულების აღდგენის სისტემა, მინიშნებები Google-სა და Yahoo!-ში ძიებისას, ძიების პლაგინებისა და დამატების ახალი მენეჯერი, web feed-ების წინასწარი დათვარიელება, bookmark microsummaries და დაცვა ფიშინგისაგან. განახლებულია თემა Winstripe. ჩამატებულია JavaScript 1.7. ვერსიის მხარდაჭერა
2.0.0.16 15 ივლისი 2008 გამოსწორებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
Mozilla Firefox 3 1.9 3.0RC1 Firefox 3.0 RC1 16 მაისი 2008 გრაფიკული ბიბლიოთეკის Cairo გამოყენება. ტესტის Acid2 მხარდაჭერა.

დაცვა ვებ-გვერდებისაგან, რომლებიც შეიცავს ვირუსებს, ტროიანებს, ჯაშუშებს და ა. შ. შეტანილია ცალკე ბაზაში და გააჩნია საკუთარი კონფიგურაციები. ჩამოტვირთვების ახალი მენეჯერი და გაუმჯობესება დამატებების მენეჯერში. მინიშნებების და ვიდეოების ასოცირება შესაძლებელია Media Player-ში. სხვადასხვა თემები, სხვადასხვა პლატფორმებისათვის, სისტემასთან გაუმჯობესებული ინტეგრაციით. გაუმჯობესებულია დათვარიელებული საიტების ძიება. სიჩქარე გაზრდილია და სჭირდება წინაზე მცირე სისტემური მახსოვრობა. საიტის ინფორმაციის დიალოგური ფანჯარა გაუმჯობესებულია. Microsoft Windows 4.x და MacOS X v10.2 მხარდაჭერა გაუქმებულია. დამატებების ფანჯრიდან შესაძლებელია addons.mozilla.org-ზე მუშაობა.

3.0RC3 13 ივნისი 2008 მიმდინარე ვერსიაში გამოსწორებულია შეცდომა, ბრაუზერის დაკიდება Mac OS Mac OS X 10.5.3. ოპერაციულ სისტემებში, ვერსიები Windows-სთვის და Linux-სათვის შეუცვლელი დარჩა.
3.0 Gran Paradiso 17 ივნისი 2008 შეტანილ იქნა 15000-ზე მეტი კორექცია.
3.0.1 16 ივლისი 2008 მიმდინარე ვერსია. გაუმჯობესებულია დაცვის სისტემა. ჩამოშორებულია მუშაობის სტაბილურობის პრობლემები. განახლებულია სახალხო სუფიქსების შიდა სია.
Mozilla Firefox 3.1 1.9.1 3.1 Shiretoko 2008 წლის დასასრული
Mozilla Firefox 4 2.0 4.0
ლეგენდა
ძველი ვერსია მიმდინარე ვერსია ბეტა-ვერსია ალფა-ვერსია იგეგმება

[რედაქტირება] მიმდინარე ვერსია 3.0.1

[რედაქტირება] ახალი ფუნქციები და გაუმჯობესება

Firefox 3 (კოდური დასახელება — «Gran Paradiso») გამოვიდა 2008 წლის, 17 ივნისს. Mozilla აცხადებს რომ გასწორებულ იქნა 15 000-ზე მეტი შეცდომა.

Firefox 3-ში გაუმჯობესებულია ჩანართების ფუნქციონალურობა ტეგების მხარდაჭერით («Places»), განხილულია შიდა სანახი SQLite, ანიმირებული PNG ფაილის მხარდაჭერა, პაროლების ახალი მენეჯერი და ამასთანავე ეს ვერსია კარგად მუშაობს ტესტთან Acid2. ასევე შესამჩნევადაა დამუშავებული ძრავა.

შეცვლილია მისამართების სტანდარტული დამატების ჩამოსაშლელი მენიუ და გაუმჯობესებულია ავტოდამატების ალგორითმი. რეალიზებულია რეზულტატის პოზიციის დამოკიდებულება მომხმარებლის არჩევანზე.

პირველი ალფა-ვერსიის გამოსვლისას, რომელსაც დაერქვა Gran Paradiso, ცნობილი გახდა რომ ახალი ვერსიაში შემდეგი ცვლილებები შევიდოდა:

  • ბლოკების გამოტანის მეთოდის ცვლილება;
  • რეალიზებული იქნებოდა ბლოკ object-ის შესრულება type ატრიბუტის გარეშე;
  • შეწყდებოდა ოპერაციული სისტემების Microsoft Windows 9x და Mac OS X 10.2. მხარდაჭერა, თუმცა 2008 წლის გაზაფხულში მოიძებნა Firefox 3-ის Windows 98 / Windows ME სისტემებზე გაშვების საშუალება.
  • შეწყდებოდა SOAP-ის მხადაჭერა;
  • პლაგინებიზ რეალიზება მოხდებოდა იგივე პრინციპით, როგორც გაფართოებების მართვა;
  • ინტერფეისში რამდენიმე სამოდელო ფანჯარა შეიცვლებოდა საინფორმაციო პანელით, ბრაუზერის მუშაობის ბლოკირების გარეშე;
  • გაუმჯობესებული იქნებოდა გაფართოებებთან მუშაობა: თუკი ისინი უთითებენ URL-ს ავტოგანახლებისათვის, მაშინ განახლებისას გამოყენებულ უნდა იქნას SSL შიფრაცია, ნაღდი სერთიფიკატით, ან გაფართოებას უნდა ქონდეს შიდა ხელმოწერა;
  • ვექტორული გრაფიკული ბიბლიოთეკა Cairo უკვე გამოყენებული იქნებოდა სტანდარტულად და უზრუნველყოფდა გრაფიკის გამოსახვასა და ტექსტის ვიზუალიზაციას;
  • განახლდებოდა მრავალსვლიან რეჟიმში მუშაობის მოდელი;
  • შეიცვლებოდა DOM მოვლენის გადამუშავების მეთოდი;
  • გამოჩნდებოდა SVG სერთიფიკაციის მიხედვით გაუმჯობესებული ახალი SVG ელემენტები და ფილტრები;
  • შეიცვლებოდა არაწყვეტადი ტექსტში სივრცეების გადამუშავება(U+00A0)(ორივე მხარეს გათანასწორებული(justified)): თუ ადრე უწყვეტი სივრცეები იშლებოდნენ ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი სივრცეები(U+0020), ახლა მათ გააჩნიათ ფიქსირებული სიგრძე(როგორც Internet Explorer). ამას შეუძლია მნიშვნელოვნად დაამახინჯოს ტექსტის სახე, რადგან სივრცეები ხდებიან არატოლნი. მაგრამ «არაწელვადი» უწყვეტი სივრცეები შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუ ისინი გამოიყენება დანიშნულების გარეშე — მაგალითად, ტექსტის აბზაცისთვის. ასევე უწყვეტი სივრცეები ტექსტის შეყვანის ველში აღარ იცვლებიან უბრალო სივრცეებად.


Microsoft Windows

  • ჩამოტვირთვის შემდგომ ფაილების ვირუსებზე სკანირების შესაძლებლობა (იმართება about:config პარამეტრით browser.download.manager.scanWhenDone) და Internet Explorer-სათვის სისტემის უსაფრთოხიების პოლიტიკის გათვალისწინება და ფაილების ჩამოტვირთვის აკრძალვა, თუ ის ნებადართულია IE-ში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად იმართოს დამკვირვებლის უსაფრთხოება.

გაუქმებულია

  • ანტიფიშინგის საშუალება Locationbar².

ვერსია 3.0 Beta 5, რომელიც გამოვიდა 2008 წლის 2 აპრილს, ჩართულია ОС Ubuntu 8.04 და Fedora 9 პირველ გამოშვებებში.

დამატებულია პროქსი სერვერით სისტემურ კონფიგურაციებზე წვდომის საშუალება პლატფორმაზე GNU/Linux და შესაბამის დიალოგურ ფანჯარაში რადიო ღილაკი მისი არჩევისათვის, გამოისახება მხოლოდ მაშინ თუ ცვლადი დაყენებულია.

გაფართოებული «DOM Inspector» მოშორებულია სტანდარტული პარამეტრებიდან. ახლა ის ხელმისაწვდომი https://addons.mozilla.org/.

[რედაქტირება] გაფორმება

ახლა შეძლებისდაგვარად გამოიყენება ნიშნები ოპერაციული საშუალებების თემებიდან.

პლატფორმაზე GNU/Linux ესაა GTK+. სისტემაში ნიშნების არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენება ჩაშენებული ნიშნები. ფუნქციების ნიშნები, რომელთათვისაც ჯერ არ არსებობს სტანდარტული დასახელება freedesktop.org სპეციფიკაციაში, შექმნილია Tango Desktop Project-დან სპეციალურად მოწვეული მხატვრების მიერ.

პლატფორმებზე Mac OS X და Microsoft Windows თემაშეცვლილია ისე, რომ სტანდარტულად ღილაკი „უკან“ გაცილებით დიდია „წინ“ ღილაკთან შედარებით. ამის გათიშვა შესაძლებელია პარამეტრებში „მცირე ნიშნების“ გათიშვით.

[რედაქტირება] მსოფლიო გინესის რეკორდი

Firefox 3 გამოშვების ოფიციალური თარიღი სახელდება „ჩამოტვირთვის დღე 2008“(ინგ. Download Day 2008). ამ დღეს Spread Firefox აპირებდა მოეხსნა მსოფლიო რეკორდი 24 საათში პროგრამის ჩამოტვირთვების რაოდენობაში. Mozilla-ს ოფისშო 24 საათის განმავლობაში გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ დისტრიბუტივის ჩამოტვირთვების რაოდენობის ზრდას, რომელიც დღე-ღამეში გადმოწერილ იქნა 8 მილიონი ადამიანის მიერ. ინფორმაცია უკვე გადასცეს გინესის წიგნის რედაქტორებს, რომელთან მონაცემთა გადამოწმებისატვის რამდენიმე დღე დასჭირდათ. შედარებისათვის, Opera 9.50 ვერსიის გამოსვლის 5 დღის თავზე ის გადმოწერილ იქნა 4.7 მილიონჯერ.

ჩამოტვირთვის დღე ოფიციალურად დაიწყო 17 ივლისს ჩრდილოეთამერიკულ წყნაროკენური დროით დილის 10:00 საათზე(21:00 17.06.2008 თბილისის დროით) და დამთავრდა 18:16 UTC (22:16 თბილისის დროით). ჩამოტვირთვების დღე გაიწელა, რადგან უკვე 21:05(თბილისის დროით) საათზე სერვერები გადაიტვირთა უამრავი ჩამოტვირთვებ