Ministry of Sound

Ministry of Sound (MoS) — ღამის კლუბი ელეფანტ ენდ კასლში, საუზუორკი, სამხრეთი ლონდონი. რამდენიმე კვირის "მალული" კლაბინგის შემდეგ 1992 წელს ოფიციალურად გახსნილ MoS-ში უკვე ტევა არ იყო ძირითადად აქ მოსულთა მიერ გავრცელებული ხმების მეშვეობით. ეს იყო ბრიტანეთში ჰაუზ მუსიკისა და სუპერკლუბების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ადრეულ 1990-იან წლებში.

MoS თავდაპირველად ლონდონის იმდროინდელ სხვა ღამის კლუბებისგან განცალკევდა და ადგილი კლუბების უბნიდან საკმაოდ შორს, არაალკოჰოლურ ბარში და საყოველთაოდ ქებული ხმის სისტემით შეარჩია. ყოველ პარასკევს და შაბათს დიჯეები აქ ცოცხლად ასრულებენ თავიანდ ბოლო მიქსებს. კლუბში ორი ვრცელი საცეკვაო დარბაზია, ასევე სონი პლეისტეიშენის ოთახი და აბსოლუტ ჩილ ბარი.

კლუბი დააარსეს ჯეიმს პალუმბომ, ჰამფრი უოტერჰაუზმა და დიჯეი ჯასტინ ბერკმანმა. დაარსების შემდეგ MoS ბრენდი გაფართოვდა და რამდენიმე სფეროს მოიცავს (მათ შორის ხმის ჩამწერ სტუდიასაც). ბრენდისგან მიღებულმა მოგებამ პალუმბო ბრიტანეთის უმდიდრეს ხალხთა სიაში მოახვედრა (£136 მილიონი).

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/Ministry_of_Sound"-დან

wymiana linkami wymiana linkami system wymiany linków system wymiany linków SEO Tools tanie kredyty gotówkowe kreatyna Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Sejm Tyk