|
|
Foo Fighters
The Foo Fighters ამერიკული როკ ჯგუფია, ჩამოყალიბებული დეივ გროლის მიერ 1995 წელს. ჯგუფს სახელი მეორე მსოფლიო ომის ტერმინის "foo fighter"-ის მიხედვით ჰქვია, რომელიც ამოუცნობი აეროვანი ფენომენია.
ბენდმა მსოფლიო აღიარებას მიაღწია და არაერთი ნომერ პირველი ჰიტი სიმღერა ჩაწერა, მათ შორისაა: "This Is a Call", "Everlong", "Learn to Fly", "All My Life", "Times Like These", "Best of You", "DOA", და "The Pretender". ჯგუფის ალბომებიდან ორმა, There Is Nothing Left to Lose და One by One, გრემის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო როკ ალბომის ნომინაციაზე. ექვსი სტუდიური ალბომის ფონზე, მათ რამდენიმე ფილმში თავიანთი წვლილი საუნდტრეკის სახით შეიტანეს, მათ შორის სიმღერა "The One" 2002 წლის ფილმისთვის Orange County.
|