წიფურია (პუნქტი)

წიფურია, შუა საუკუნების (ძირითადად XVII ს.) ისტორიული სავაჭრო-სახელოსნო პუნქტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, ვარაუდით ახლანდელი გალის რაიონის სოფ. თაგილონის ტერიტორიაზე. სახელწოდება წარმოდგება "წიფლნარიდან" (მეგრულად "წიფური"). წიფურია კათოლიკე მისიონერთა საქმიანობის ცენტრიც იყო. გარკვეულ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ არქანჯულო ლამბერტი, ჯუდიჩე მილანელი, კრისტოფორო დე კასტელი და სხვა. აღწერილობათა თანახმად წიფურიაში ორი ეკლესია და სხვა ნაგებობები იდგა.


SEO Tools wymiana linkami system wymiany linków wymiana linkami tanie kredyty gotówkowe kreatyna Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Sejm Tyk