|
|
ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი
- აგარაკი — სახნავ-სათესი მიწა.
- აზმნობა — ფიქრი; არა აზმნობდეს — არა ფიქრობდეს, არა ჰგონებდეს.
- ალაფი — დავლა, ნადავლი.
- ამაო — უსარგებლო, უქმი.
- ამბორის ყოფა — კოცნა.
- ამჴმელი — ამღები.
- ანაზდეული — უცაბედი, მოულოდნელი.
- ანგარება — სიხარბე, ვეცხლისმოყვარეობა.
- ანთრაკი — ერთგვარი ძვირფასი ქვა, ნაკვერცხლის ფერი.
- არგანი — ჯოხი, კვერთხი.
- არდაბაგი — სარკმელი.
- არდაგი — წინსაფარი, ტილო.
- არება — მიმოდა არებ თვალთა — აქეთ-იქით იხედები.
- არვე — ცხვრის ფარა.
- არია — პლანეტა მარსი.
- ასლი — პურეულთა ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, ორმარცვალა.
- ასო — ადამიანის სხეულის ნაწილი, ორგანო.
- ასპიტი — ძლიერ შხამიანი გველი.
- აფროდიტი — პლანეტა ვენერა.
- აღდება — მოდება, მოკიდება (ცეცხლისა); აღდებული — მოდებული, მოკიდებული.
- აღვსება — აღდგომა.
- აღკრება — დაკრეფა, აღება.
- აღლაღება — გალაღება, გათამამება.
- აღმონაღები — ამონღები, ნარწყევი, ნანთხევი.
- აღმოსავალი — აღმოსავლეთი.
- აღმოჴდა — ამოღება, ამოთხრა.
- აღნადგინები — სარგებელი, პროცენტი.
- აღტყველვა — ტაშის შემოკვრა სიხარულით.
- აღტყინებული — ანთებული, აღგზნებული.
- აღუბორგველობა — აღუშფოთველობა, გაურისხველობა.
- აღუზვავებელი — ვინც არ არის გაამაყებული, გადადგულებული ან გაამპარტავნებული. (საპირისპირო ცნებაა აღზევებული).
- აღქმა — აყვანა; აღიქვა — შეისვა.
- აღძრვა — აჯანყება, აბუნტება.
- აღჭურვა — შეიარაღება.
- აღჴოცა — აღფხვრა, წაშლა, აღგვა.
- ბაია — დანაკის კუდის ფოთოლი
- ბასრობა — კიცხვა, დაცინვა, გინება.
- ბებკი — ძონძი, კონკი, ნაგლეჯი.
- ბევრი — ათი ათასი (10 000); ბევრეული — ათი ათასეული.
- ბევრის ბევრეული — ათი ათასჯერ ათი ათასეული ანუ მრავალი, უთვალავი.
- ბელიერი — ეშმაკი, ავი სული.
- ბერწი — უშვილო.
- ბეცება — ბარბაცი.
- ბიალონი — თხელი და მსუბუქი წამოსასხამი (ხმარობდნენ სასულიერო პირები).
- ბისონი — ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ მეფეები და მღვდელმთავრები.
- ბოროტ-მზრახველობა — ბოროტი ლაპარაკი, ლაყბობა.
- ბრჭალი — ტერფი.
- ბურდო — ფეტვის ბზე, გაულეწავი.
- ბურვა — ხურვა.
- ბუქი — ქარბუქი.
- ბჭე — კარი, შესავალი.
- გავალაკი — საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი.
- გამკაცრება — გაფრთხილება, მორიდება.
- გამოვრდომა — გამოვარდნა.
- გამოთარგმანება — განმარტება.
- გამომჴდელი — გამომგდები, გამომდევნელი.
- გამოტევება — გამოშვება.
- გამოღება — გამოსხმა (ნაყოფისა).
- გამოხვმა — გამოღება, გამოყვანა.
- გამოწვლილვა — დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა.
- გამოჴუება — გამოკლება.
- განბასრვა — გაკიცხვა, დაცინვა, დამცირება.
- განბძარვა — გაგლეჯა.
- განბჭობა — განსჯა.
- განგლისპებული — გაანჩხლებული, გაავებული, გაკაპასებული.
- განგოზი — კირი, გაჯი.
- განდრეკილობა — განდგომა, გადახრა (მართლმადიდებელი სარწმუნოებიდან).
- განვაჭრებული — განსყიდული.
- განვლინება — გაგზავნა, გაშვება.
- განვლტოლა — გაქცევა.
- განვრდომა — გავარდნა.
- განზვავებული — გაამაყებული, გადიდგულებული.
- განკითხვა — განსჯა, გასამართლება.
- განკრძალვა, განკრძალება — მორიდება, გაფრთხილება. განკრძალული — გაფრთხილებული, მორიდებული.
- განლაღება — გალაღება, გათამამება.
- განლევა — გათავება.
- განლიგება — გაშტერება, გარინდება, გაჩუმება.
- განმარტება — გაშლა.
- განმსტრობა — დაზვერვა.
- განმტკიცება — გამაგრება.
- განმხრწნელი — წამხდენელი, სიცოცხლის მომსპობი.
- განოტება — განდევნა, გაძევება, მოშორება.
- განპოხება — გასუქება.
- განრინება — ხსნა, გადარჩენა. განსარინებელი — გადასარჩენი.
- განსვენება — მოსვენება.
- განსპეტაკება — გათეთრება, გაწმენდა.
- განსხიპვა — გაჭიმვა, გაკვრა.
- განსხმა — გაძევება, განდევნა.
- განქარვება — გაუჩინარება, გაბრობა.
- განქიქება — შერცხვენა, გაკიცხვა.
- განქრევა — გაუჩინარება, გაბრობა, მოსპობა.
- განჩინება — განკითხვა, განსჯა.
- განცდა — დანახვა, განჭვრეტა.
- განცემა — სობა, გარჭმა.
- განცოფება — გაგიჟება, გახელება.
- განცხოველება — გაცოცხლება.
- განცხრომა — ლხენა, შვება, დროს ტარება.
- განძება — გაძევება, განდევნა.
- განძვინება — გამძვინვარება, გააფთრება.
- განწონება — გაჩრა, გარჭმა, ჩასობა.
- განწყობა — საბრძოლველად გამზადება.
- განხეთქა — დახევა.
- განხვმა — გაღება, გახსნა, გახელა.
- განხრწნადი — მოკვდავი.
- განჴდა — გახდა, გაძრობა.
- განჴმელი — დამშრალი; ხმელი, გამხდარი.
- გარდამოჴდომა — გადმოხტომა.
- გარე-შემოუწერელი — შემოუსაზღვრელი, შემოუფარგლავი.
- გარე-წარქცევა — გარეთ მიბრუნება.
- გაროქვა — გაძარცვა, ქონების გატაცება.
- გახელება — გაგიჟება.
- გება — არ ეგების — არ შეიძლება.
- გეენია — ჯოჯოხეთი.
- გვადრუცი — კოლოფი, ყულაბა.
- გვემა — ცემა.
- გლახაკი — 1. მათხოვარი, გლახა; 2. ღარიბი, უქონელი, უპოვარი; 3. თავმდაბლობა.
- გლისპი — ანჩხლი, კაპასი, ავი.
- გონება-მოუდრეკელი — რეგვენი.
- გრძნა — არავინ აგრძნას, არავინ შეიტყოს.
- გულდამზიდველი — გულდამზიზღებელი.
- გულისთქმა — წადილი, სურვილი.
- დაბებკული — დაკონკილი, დაძონძილი.
- დაბრყვილებული — მოსუსტებული, დაკლებული.
- დაბურვა — დახურვა.
- დაბძარვა — დახეთქვა, დაჭრა, დაგლეჯა.
- დაგება — 1. შერიგება; 2. დაფენა, გაშლა.
- დადგინება — დანიშვნა, დაყენება.
- დადგრომა — დადგომა, გაჩერება. დაუდგრომელი — გაუჩერებელი, მოუსვენარი.
- დადუხჭირება — დაუშნოვება.
- დავანება — დამკვიდრება, დასადგურება.
- დაზრქელებული — გასქელებული.
- დათიჴება — ატალახება.
- დათხევა — დაღვრა. დათხეული — დაღვრილი.
- დაკვეთება — დაცემა, დავარდნა.
- დაკრება — ჩაქვავება, ჩაქოლვა.
- დალტობა — დასველება. დალტობილი — დასველებული.
- დამარხვა — 1. შენახვა; 2. დამკვიდრება.
- დამმარხველი — შემნახველი.
- დამაშვრალი — დაღლილი.
- დამთხე — მომზრახი (საბა), ქადაგი.
- დამოკიდებული — ჩამოკიდებული.
- დამსჭვალვა — დალურსმვა. დამსჭვალული — დალურსმული.
- დამტკნარება — შესქელება.
- დამშთვარი — დამხრჩვალი.
- დამძიმება — შეწუხება.
- დამწიკულება — გაჭუჭყიანება, გასვრა.
- დანაკის-კუდი — ფინიკი, ინდის ხურმა.
- დანთქმა — დაძირვა, ჩაძირვა.
- დასავალი — დაძავლეთი.
- დასტაქარი — ქირურგი, ჭრილობათა და მოტეხილობათა მკურნალი.
- დასხმა — დაფუძნება.
- დატევება — მიტოვება.
- დაფლვა — დამარხვა, დაკრძალვა. დაფლული — დამარხული.
- დაფხვრა — დაგლეჯა.
- დაღნიოშება — გაცუდება, დაუშნოვება.
- დაყენებული — აკრძალული.
- დაყუდება — დადგომა, ჩადგომა, გაჩერება.
- დაშთობა — დახრჩობა.
- დაშთომა — დარჩენა.
- დაშრტობა — ჩაქრობა.
- დაცადება — შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული — დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი — შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი.
- დაცემა — დაკვრა (საყვირისა).
- დაწერტა — დაჩხვლეტა ეკლით.
- დაწვლილება — დაწვრილება.
- დაწუხვა — დახუჭვა.
- დაწყობა — შეთანხმება, შეწყობა.
- დაჭირვებული — გაჭირვებული; დანაღვლიანებული, დამწუხრებული.
- დაჴსნა — დარღვევა, დაშლა; დაუძლურება.
- დამჴსნელი — დამარღვეველი, დამშლელი.
- დაჴშვა — დახურვა, დაკეტვა.
- დედაწული — ჯალაბობა, სახლეული.
- დია — პლანეტა მუშთარი.
- დიაცი — ქალი, დედაკაცი.
- დიკა — გაზაფხულის ნათესი ხორბალი.
- დილეგი — საპატიმრო, საპყრობილე.
- დრაკჰანი — ოქროს მონეტა.
- დრტვინვა — ბუზღუნი.
- ებგური — გუშაგი, ყარაული.
- ედემი — სამოთხის ბაღი.
- ემბაზი — სანათლავი ჭურჭელი.
- ემპლასტრო — მალამო, სალბუნი.
- ენაბრგვნილობა — ენაჩლუნგობა, ენაბლუობა.
- ენკრატისი — მოწესე ქალი.
- ენქერი — ხელსახოცი.
- ერმი — პლანეტა მერკური.
- ექსორია — სამშობლოდან გაძევება, განდევნა.
- ვასილისკო — ბასილისკო, თვალთ მაკვდინებელი მხეცი, გესლიანი (საბა).
- ვაშკარანი — ტომარა, ჩანთა.
- ვაჴში — სარგებელი, პროცენტი, აღნადგინები.
- ვლტოლა — გაქცევა.
- ზავებული — შეზავებული.
- ზაკვა, ზაკუვა — ცბიერება, თვალთმაქცობა.
- ზარდაჴშა — პატარა ყუთი, კოლოფი.
- ზატიკი — პასექი. ზატიკობა — აღდგომა.
- ზე — 1. …-ის დროს. მოსეს ზე — მოსეს დროს. 2. მაღლა, ზევით, ზეზე, ფეხზე. 3. «ზედა» თანდებული.
- ზეზი — ოქროქსოვილი.
- ზეშთა-მჩენი — ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზეშთა-მჩენობა — ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა.
- ზეცისა ძალნი — ანგელოზები.
- ზვავი — ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზვაობა — ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა.
- ზვარაკი — შესაწირავი ცხოველი; ზვარაკი ჭამებული — ნასუქარი, შესაწირავად გასუქებული მოზვერი.
- ზოდი — ზოდიაქო.
- ზოსტერი — ძვირფასი ქვებით შემკული ტყავის ქამარი.
- ზრახვა — ლაპარაკი.
- ზრდა — კვება.
- თავადი — ბატონი, დიდებული, უფროსი.
- თავდამოქცევა — თავდაყირა.
- თავის მიდრეკა — თავშეფარება; თავთა მისადრეკი — თავშესაფარი.
- თანა-განმზრახი — მრჩეველი.
- თანა-მოდასე — თანაწევრი, დასის წევრი.
- თანანადები — ვალი, გადასახადი.
- თარგმანი, თარგმანება, თარგმნა — განმარტება.
- თაფლი ველური — «ხე არს მსგავსი ურთხლისა, რომლისა მიერ მსგავსი მანანასი ჩამოეწვეთების».
- თაფლუჭი — ერთგვარი მათრობელა სასმელი.
- თეო — ფარეხის გარშემო საყარაულო ადგილი.
- თვალვა — თვლა.
- თვალ-მოუღებელი — თვალმოუშორებელი, თვალაუღებელი.
- თვით-სჯულება — თავნებობა.
- თვისი — ნათესავი, მოყვარე, თავისიანი.
- თხზულება — დაწნული.
- თხიერი — ტიკი.
- იგავი — «იგავნი», ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.
- იავარ-ქმნა — აკლება, განადგურება, აოხრება.
- ინანი — ერთგვარი სურნელოვანი სასხურებელი წყალი.
- ისმაიტელი — ბიბლიური გადმოცემით, აგარის შვილის ისმაილის ჩამომავალი. შემლგომში ისმაიტელებად იწოდებოდნენ მაჰმადიანები.
- იფქლი — ხორბალი, პური.
- იქედნე — შხამიანი გველი, რომელიც პირიდან მაკდება და მშობიარობის დროს კვდება.
- იშვით — იშვიათად.
- იძრვისი — რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი).
- იწრო — ვიწრო, პატარა (ადგილი); იწროება — სივიწროვე, გაჭირვება. იხ. შეიწრებული.
- კავშირი — ელემენტი (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი).
- კაზმა — იხ. განკაზმა.
- კარაული — სახედარი, ჯორი.
- კაჩალო — ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი.
- კაცად-კაცადი — თითოეული.
- კბოდე — ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი.
- კდემა — რიდი, რცხვენა.
- კვართი — ქრისტეს პერანგი.
- კვეთება — შეხეთქება, შესკდომა.
- კირიელეისონ — ბენძნულია, ქართულად ნიშნავს «უფალო, შეგვიწყალენ!».
- კლემაქსი — კიბე, წმ. იოანე სინელის თხზულება.
- კლიტე — გასაღები.
- კმა — საკმარისი.
- კოლვიზმა — დიდი მარხულობა.
- კომსობა — ერისთავობა.
- კოჭიკური — ნაპარსი თმა.
- კრეტსაბმელი — ფარდა.
- კრონოს — პლანეტა სატურნი.
- კრჩხიალი, კრჩხიალება — საზარელი კივილი.
- კრძალვა — რიდება.
- კუკული — ბერის ქუდი.
- კუროს თავი — ტატაშა, შავი ნარი (აქვს ეკლები).
- ლაინი — შეღებილი ნარმა.
- ლალვა — ჩხუბი.
- ლანქერი — თოვლის ღვარი.
- ლანძვი — სარკმელი, ფანჯარა.
- ლიზღობა — მლიქვნელური და უშვერი (კადნიერი) ლაპარაკი.
- ლირწი — ვნებიანი, მხურვალე (ითქმის ქალთა სქესზე); ლირწება — ვნებიანობა, მხურვალება.
- ლიტონი — უბრალო.
- ლიქნა — პირფერობა.
- ლმობა — ტკივილი.
- ლტობა — დასველება.
- ლტოლვილი — გაქცეული.
- მაგისტროსი — მოძღვარი.
- მალიად — სწრაფად, ჩქარა.
- მამონა — უსამართლოდ შეძენილი ქონება.
- მამწყობარი — შემწყობელი.
- მანანა — ზეციური პური, რომლითაც კვუბავდა ღმერთი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში.
- მანდატური — ხელარგნოსანი, მეფის მცველი მოხელე.
- მანიაკი — მოთვალულ-მომარგალიტებული საყელო.
- მანქანება — სხვადასხვა სავნებელი ხერხი, ხრიკი.
- მაოტებელი — განმდევნელი, გამაქცეველი.
- მაოხარი — ამაოხრებელი.
- მართვე — ბარტყი, ბახალა.
- მარმენიო — ბედისწერა.
- მარტვილი — წამებული, მოწამე.
- მაღნარი — მაღალი და ხშირი ტყე.
- მახა — ასლი.
- მგბარი — მოხარშული.
- მგვემელი — მცემელი.
- მგზნებარი — მოგვი, ცეცხლის მნათებელი ქურუმი.
- მგმობარი — მგმობელი, ქრისტიანული სარწმუნოების უარმყოფელი.
- მგრგვალი — მრგვალი
- მდუმრადი — მდუმარე, უსიტყვო, ჩუმი.
- მდღევარი — დღიური.
- მებეჭე — მისანი, რომელიც ბეჭის ძვლით მკითხაობს.
- მებრუჟეობა — ლოთობა.
- მეზვერე — მებაჟე, ხარკის ამკრეფი.
- მეინახე — თანამესუფრე.
- მეკერმე — კერმის (წვრილი ფულის) ამკრეფი.
- მეკობრე — ავაზაკი, ყაჩაღი.
- მეკრე — კარის მცველი.
- მელი — მელია.
- მემთრვალე — ლოთი; მემთრვალეობა — ლოთობა; მთრვალობა — თრობა.
- მთხრებლი — ორმო, თხრილი.
- მიგება — მიზღვევა; მისაგებელი — მისაზღავი.
- მიდამო-ვლა — აქეთ-იქით სიარული.
- მიდგომა — დაორსულება მუცლად-ღება; მიდგომილება — დაორსულება.
- მიდრკომა — გადახრა, გადახვევა.
- მითვალვა — მითვლა, თვლით მიცემა.
- მილიონი — მილი (სიგრძის საზომი ერთეული).
- მიმდემი — მუდმივი, მარადიული.
- მიმყოლი — მიმდევარი.
- მიმწუხრი — საღამოს.
- მიპყრობა — მიწოდება, მიცემა.
- მისაგებელი — იხ. მიგება.
- მისადრეკკლი — თავშესაფარი.
- მიტაცება — წართმევა, წაგლეჯა.
- მიღება — წართმევა.
- მიჩემება — მისაკუთრება.
- მიწევა — მიღწევა.
- მიწურვა — მიახლოვება.
- მიხვეჭა — წართმევა, მიტაცება.
- მიხვმა — (ჴორცნი) მარიამისაგან მიიხვნა — (ხორცი) მარიამისაგან შეისხა.
- მკალი — კალია.
- მკელობელი — კოჭლი.
- მკვრელი — დამკვრელი.
- მკოდოვანი — ღარიბი, ღატაკი, უქონელი; მკოდოვნება — სიღარიბე, სიღატაკე, უქონელობა.
- მლევანება — გულსავსეობა, გულუხვობა.
- მოაბა — ტახტრევანდი.
- მოგება — 1. მოსაზრება, ჭკუაზე (გონს) მოსვლა; 2. შეძენა, მოპოვება.
- მოგვი — ვარსკვლავთმრიცხველი, ასტროლოგი.
- მოდასე — დასის წევრი; მოდასეობა — დასის წევრობა.
- მოდნობა — მონელება.
- მოდრეკა — მოქცევა, მობრუნება.
- მოვაჭრებული — მოშოვებული, შეძენილი.
- მოვლება — მოტარება.
- მოზავებული — ???????
- მოთვალული — თვლებით მოჭედილი.
- მოკვეთა — მოჭრა, გადატ. მოკვლა.
- მოკიცხარი — მქირდავი, მკიცხველი, ვინც სხვას დასცინის.
- მოლალე — მოჩხუბარი, მოშუღლე.
- მომახურება — მარყუჟის გაკეთება.
- მომედგრება — გაზარმაცება.
- მომსყიდელი — მყიდველი.
- მომტვერება — მტვრად ქცევა, მოსპობა.
- მომღერალი — მოცეკვავე, მოთამაშე.
- მომყმარი — მშიერი; მომყმარება — შიმშილი.
- მონებება — მონდომება, მოსურვება.
- მონიჭება — დასაჩუქრება, საბოძვარის მიღება.
- მორბევა — დარბევა, აოხრება.
- მორისვა — მოპარსვა, გაკრეჭა.
- მორყვნა — მუცლის მოშლა.
- მოსავაჭრებელი — საშოვნელი, შესაძენი.
- მოსიკვდიდ — იხ. სიკვდილი.
- მოსმიერი — ღვინის მსმელი.
- მოსპოლვა — მოსპობა, განადგურება.
- მოსრვა — მოსპობა, ამოწყვეტა, ამოჟლეტა.
- მოსურნე — შეყვარებული.
- მოტყინარე — მოგიზგიზე, ანთებული.
- მოფხვრა — მოგლეჯა.
- მოქცევა — მობრუნება.
- მოღება — 1. მოტანა; 2. წართმევა.
- მოღვაწება — შოვნა, მოპოვება.
- მოყივნება — მოტყუება, შეცდენა; გამასხრება, შერცხვენა.
- მოყმობა — შიმიშილით სიკვდილი.
- მოშთობა — მოხრჩობა.
- მოშოება — შოვნა, შეძენა; მოშოებული — ნაშოვნი, შეძენილი.
- მოცალე — მოცლილი.
- მოძაგება — შეძულება, შეძგაება.
- მოწესე — მონაზონი ქალი.
- მოწიწვა — მოწიწება, მოკრძალება.
- მოწლედ — მოწიწებით, მოკრძალებით.
- მოწყვედა — ამოწყვეტა, ამოჟლეტა.
- მოხად — მოვხადოთ — მოვუწოდოთ; მოხადა — გამოიწვია.
- მოხვეჭა — ქონების შეძენა, სახელის განთქმა . მონახვეჭი — შეძენილი, მოპოვებული.
- მოხოიშნება — იხ. მეხვაიშნობა.
- მოჴდომა — თავდავხმა, მოვარდნა.
- მპარავი — ქურდი.
- მრე — მძლე, მომრევი.
- მრთელი — ჯანმრთელი.
- მრივსელი — მპარსველი, მკრეჭელი.
- მროკავი — მოცეკვავე.
- მრჩობლი — წყვილი, ორი.
- მსასოებელი — მოიმედე.
- მსგეფსი — ერთი კვირა.
- მსოფლიო — ამქვეყნიური.
- მსტოვარი — მზვერავი, ჯაშუში.
- მსხემი — მწირი, უცხო; მსხემყოფა — მწირობა, უცხოობა.
- მსხუნავი — მსუსხავი.
- მტილი — ბაღი.
- მუნებური — იქაური.
- მუნთქვესვე — მაშინვე, იმწამსვე.
- მფოფინარე — მდუღარე.
- მქისე — ხორკლიანი.
- მქსინვარე — ძლიერ მქროლავი; სუსხიანი.
- მღერა — თამაშობა.
- მღილი — ჩრჩილი.
- მყვრელი — ძლოკი, ანკარა, გველხოკერა.
- მყია — ნაპრალი, ღრე.
- მყის — უცბად, მაშინვე.
- მცბიერი — ცბიერი.
- მცემელი — დამკვრელი (საყვირისა, ფანდურისა და მისთ.).
- მძიღვი — მჯიღი, მუშტი.
- მძრომი — ქვეწარმავალი, ქვემძრომი.
- მძრწოლარე — მოშიშარი, ვინც შიშისაგან კანაკალებს.
- მწამლველი — მოგვი, გრძნეული.
- მწერტელი — მჩხვლეტელი.
- მწვალებელი — ერეტიკოსი, ქრისტიანული ორთოდოქსალური სარწმუნოებიდან გადამდგარი.
- მწვანვილი — მწვანე ბალახი.
- მწვირე — წუმპე, მყრალი ტლაპო.
- მწვლილი — 1. მარცვალი; 2. წვრილი ფული.
- მწიკვლი — ჭუჭყი; მწიკვლიანი, მწიკვლევანი — ჭუჭყიანი, ბინძური; უწმინდური.
- მწირობა — მსხემობა, მწირად (უცხოდ, სტუმრად) ყოფნა.
- მწყაზარი — ლამაზი, მშვენიერი.
- მწყევარი — ვინც იწყკვლება.
- მწყემსი — გადატ. მღვდელი, საეკლესიო პირი.
- მწყობელი — მომღერალთა (მგალობელთა) გუნდის (დასის) წევრი.
- მწყობრი — მომღერალთა (მგალობელთა) გუნდი (დასი).
- მწყრომი — მომდურავი, მწყრალი.
- მწყურნები — ჭყანტობი, წყლიანი ადგილი.
- მჭამელი — ჟანგი.
- მჭელი — პეშვი, ერთი მუჭა.
- მჭირსნედ — ძლიერად, დიდი საჭიროებით.
- მჴევალი — ნაყიდი ან ნამზითვი ყმა-ქალი, საერთოდ მსახური ქალი.
- მჯიღი — მუშტი.
- ნაანგარევი — სიხარბით ნაშოვნი, მონახვეჭი, ნატაცები.
- ნაგვემი — ნაცემი.
- ნათხაზი — ნაწნავი, დაწნული.
- ნაკრტენი — ბუმბული.
- ნარცხი — ნარეცხი.
- ნასხამოანი — ასხმული.
- ნატყვენავი — ნაალაფევი, ტროფეი.
- ნაღვარევი — უწყლო ხევი.
- ნაყროვანი — გაუმაძღარი; ნაყროვანება — გაუმაძღრული ჭამა-ყლაპა
- ნაწერტი — ნაჩხვლეტი.
- ნაწყაროები — წყაროსავით მონადენი.
- ნებ — უნებს — უნდა.
- ნერწყვა — მიფურთხება; ნანერწყვი — ნაფურთხი.
- ნესტვი — ჩასაბერი ინსტრუმენტი — სტვირი, სალამური.
- ნეფხვა — ძლიერი ყინვა.
- ნიში — სასწაული.
- ნიჭი — საბოძვარი.
- ნუზლი — საგზალი, სანოვაგე, საჭმელი.
- ოლარი — წვრილი და გრძელი ოქროქსოვილის წინსაფარი, რომელსაც გულზე კისრიდან კოჭებამდე იკიდებდნენ საეკლესიო პირები
- ომოფორი — ეპისკოპოსთა სამხრე (მხრებზე მოსახვევი).
- ორძალი — ორძალიანი საკრავი ინსტრუმენტი
- ოსანნა — ძველი ებრული სიტყვაა «????»
- ოტება — განოტება
- ოფაზი — წმინდა, ბაჯაღლო
- ოხჭანი — დასასრული, ბოლო
- პალეკარტი — ბერის სამოსელი — გრძელი, ფართო და ნაოჭიანი
- პარეხი — გამოქვაბული
- პატიჟი — ტანჯვა, სასჯელი
- პელაგონი — ზღვა
- პეტალი — ილერკო ქარვასავით შექმნილი
- კინაკი — ჯამი
- პირად-პირადი — ფერად-ფერადი, მრავალფერი
- პირ-აშკმა — პირის დაღება; პირაშკმული — პირდაღებული
- პირმშო — პირველშობილი
- პურის-მტე — თანამესუფრე
- პურშავი — პურძვირი, ძუნწი
- რბევა — დარბევა, აწიოკება
- რიდე — თავსაბურავი
- როკვა — ცეკვა
- რონინი — სიარული
- რუდუნება — გარჯა, შრომა
- რღვნა (წყლისა) — წარღვნა
- რცხვა — რეცხვა
- საამბორებელი — საკოცნელი
- საანჯმნოდ — საჯაროდ, საქვეყნოდ, სახალხოდ
- საბლარდნელი — ჩასაცმელი
- საბრჴე — მახე
- საბურველი — თავსაფარი
- საბუხარი — ბეწვის ან თბილი ქსოვილისაგან დამზადებული სამაჯური, მაჯაზე წამოსაცმელი
- საგვემელი — რითაც სცემენ, ერთგვარი სატანჯველი
- საგრძნობელი — შეგრძნების ორგანო (თვალი, ყური, ენა, ცხვირი, ხელ-ფეხი)
- სადაგველი — რკინის იარაღი, რომელსაც სხეულის დასადაღად ხმარობდნენ
- სადუკეველი — ებრაელთა რელიგიური სექტა; უარყოფდა სულის უკვდავებასა და მკვდართა აღდგომას
- სავაჭრებელი — საშოვნელი, შესაძენი
- საზრდელი — საჭმელი, საზრდო, საკვები
- საკანონო — სასჯელის მაგვარი საზღაური, რითაც შეიძლება ცოდვის გამოსყიდვა
- საკიდრობა — საკიდარი, რაც ასაკიდია
- სალბუნი — მალამო
- სამე — მართლაც, ნამდვილად
- სამთელებელი — გამაჯანმრთელებელი, საკურნებელი
- სამკვიდრო — მამული და საცხოვრებელი ადგილი
- სამროწლე — სანახირე
- სამსალა — საწამლავი
- სამსჭვალი — ლურსმანი
- სამწყურვალო — მოსაწყური
- სამჭედური — ანკესი
- სანეშტე — ფეხისალაგი
- სანიჭარი — საბოძვარი, საჩუქარი
- საპოხლად — გასასუქებლად
- სარეწავი — ხელფასი
- სარვაგი — ანგარიშიანობა, სარფა
- სართული — ჭერი, სახურავი
- სასოება — იმედი
- სასტიკი — ძლიერი, მკაცრი
- სასყიდელი — საფასური
- სასძლო — სასუფეველი
- საურწყო — რძის ნაწარმი (რძე, ერბო, ყველი და მისთ.)
- საქონელი — უძრავი ქონება
- საღნიოშო — სიბილწისა და სიბინძურის ადგილი
- საყნოსელი — ცხვირი
- საყოლელი — მოძრავი ქონება
- საცნობელი — ჭკუა-გონება
- საძნაური — საძნელო
- საწერტელი — ეკალი; საჩხვლეტი.
- საწმისი — მატყლი
- საჭვირობელი — საჭვრეტელი, საყურებელი
- საჭურველი — საომარი იარაღი
- საჭურჭლე — საგანძური
- სახიობა: სახიობითა ჴმობენ — მღერიან
- საჴმილი — ცეცხლსაგზებელი; დიდი ცეცხლი, ხანძარი
- საჴმილავი — ღამის ყარაულობის სამსაათიანი ცვლა
- სენაკი — ბერის საცხოვრებელი ოთახი
- სერი — 1. ვახშამი; სერობა — ვახშმობა 2. ჭრილობის ნასახი
- სერობინი — ექვსფრთიანი ანგელოზი
- სეფეწული — დიდებულთა ვაჟი, უფლისწული
- სიბორგილე — სიგიჟე, სიშმაგე
- სიგლისპე — სიანჩხლე, სიკაპასე
- სივლტოლა — გაქცევა
- სირი — ჩიტი
- სიღნიოშე — სიბილწე, სიბინძურე
- სიღოდა — უწესური ყოფა-ქცევა; სქესობრივი გარყვნილება
- სიყმილი — შიმშილი
- სიცბილი — ცბიერება
- სიცოფე — სიგიჟე
- სკორე — ცხოველთა განავალი
- სკუპა — პატარა ქუდი
- სმინება — გაგებინება
- სნება — ავადმყოფობა, სნეულება; სნებოვანი — სნეული, დასნეულებული
- სოდომური ცოდვა — მამათმავლობა
- სოფელი — ქვეყანა, წუთისოფელი
- სპასპეტი — მხედართმთავარი
- სპეტაკი — თეთრი
- სრბა — სირბილი
- სრვა — სენი მომსრველი, ჭირი; ხოცვა-ჟლეტა
- სტავრა — სირმით საქსოვი ფარჩა, ოქროქსოვილი
- სტევი — აქლემის მატყლი
- სტიხარი — სამღვდელო კვართი (მოსასხამი)
- სტომაქი — კუჭი
- სულთქმა — ოხვრა-კვნესა, მწუხარება
- სქემა — ბერის სამოსელი; აცვია იმ პირს, რომელიც ბერობაში უკიდურეს ასკეტურ ცხოვრებას ეწევა (აქედან: სქემოსანი ბერი)
- სხეპლა — ოქროს ან ვერცხლის წვრილი სირმა
- ტაბლა — სუფრა
- ტაკუკი — ღვინის ხელადა
- ტალავარი — კარავი
- ტალანტი — ვერცხლის ან ოქროს ფული
- ტარიგი — კრავი
- ტევა: არა უტეოს — არ მიუშვას; არა უტევებთ — არ უშვებთ
- ტვირთვა — დატევა
- ტრაპეზი — ბერთა სასადილო, ტაბლა
- ტყება — დიდი მწუხარებისას ხელების თავში რტყმა
- ტყველვა — ტაშის შემოკვრა
- უამავრობა — უამრავი, ურიცხვი
- უაღრესი — საქმით თუ თანამდებობით უფროსი (საპირისპირო ცნებაა უდარესი)
- უბანი — ქუჩა, შუკა, მოედანი
- უგლიმი — გულქვა, შეუპოვარი
- უდარესი — უმცროსი, უმრწემესი
- უდები — ზარმაცი, მცონარე; უდებება — სიზარმაცე, მცონარება
- უზავებელი — შეუზავებელი
- უზაკველი — უბოროტო
- უზეშთაესი — უზენაესი, უმაღლესი
- უზმა — უჭმელი ;უზმაობა — უჭმელობა
- უთმინო — მოუთმენელი
- უკერველი — შეუკერველი
- უკმორეწყდომა — ცოტა უკან ჩამორჩენა
- ულირწველობა — არა-ვნებიანობა
- უმაშვნო — უვარგისი, ურგები, დახშული (ჰაერი)
- უმკოდოვნესი — უღარიბესი, უღატაკესი. იხ. მკდოვანი
- უმრწემესი — უმცროსი
- უმსჯავრო — უსამართლო
- უმწერტელესი — ძლიერ მჩხლეტავი. იხ. წერტა
- უნაყროვნო — არა-მაძღრული. იხ. ნაყროვანი
- უნდო — 1. უღირსი, ცუდი 2. მიუნდობელი
- უნებური — არასასურველი
- უნჯი — განძი; უძრავი ქონება; უნჯება — განძის (ქონების) შეძენა (დარგოვება)
- უოხჭნო — დაუსრულებელი, მარადიული, მუდმივი
- უპოვარი — უქონელი; უპოვარება — უქონლობა
- უპირატესი — უაღრესი, აღმატებული
- ურვა — წუხილი
- ურწყული — უდაბნო; ურწყავი ადგილი
- უსართულო — უსხლკარო, უთავშესაფრო
- უსასო — უიმედო; უსასოება — უიმედობა
- უსასყიდლო — უძვირფასესი, ფასდაუდებელი
- უსჯულო — არა-ქრისტიანი; მაჰმადიანი
- უფალი — ბატონი, მეპატრონე
- უღნიოშესი — უფინთესი, უბილწესი, უსაძაგლესი, უბინძურესი
- უღონო — უსაშველო; უღონოება — უსაშველობა
- უშრეტი — ჩაუქრობელი
- უც — უდევს
- უცები — უვიცი
- უცნობო — უსულო, რასაც ცნობა არა აქვს
- უძილი — დაუძინებელი
- უწვევარი — დაუპატიჟებელი
- უწყალო — შეუბრალებელი
- უხანოება — ხანმოკლეობა
- უხრწნელი — 1. წაუხდენელი, უბიწო 2. უკვდავი, უბიწო; უხრწნელება — უკვდავება
- უჴამური, უჴამრობელი — ფეხშიშველი
- უჴმობელი — ხმაამოუღებელი, უხმო, ჩუმი
- უჴსარი — გაუხსნელი
- ფარეხი — ცხვრის სადგომი
- ფარისეველი — მოჩვენებით საეკლესიო წესების შემსრულებელი, სინამდვილეში კი სრულიად საწინააღმდეგოს მოქმედი
- ფარშამანგი — ფარშევანგი
- ფერეზიკი — დალალი (ვაჭარი, რომელსაც სავაჭრო ქუჩა-ქუჩა დააქვს)
- ფეშხუმი — საეკლესიო ჭურჭელი, დაბალ ფეხიანი, იხმარება ბარძიმთან ერთად
- ფილონი — სამღვდლო სამოსელი
- ფენიქსი — ზღაპურლი ფრინველი; ფენიქსისებრ — ფენიქსივით
- ფიჩვი — ბერის შავი მოსასხამი
- ფიცხელი — მაგარი
- ფლატუნი — ჩამონგრეული, ჩამოზვავებული, ნაყარი (მიწა)
- ფლაფნა — ჩიფჩიფი
- ფოლი — წვრილი ხურდა ფული
- ფორიაქის დაცემა — აკლება, აფორიაქება
- ფოფინი — ფართხალი, ფხარკალი
- ფრიადი — დიდი, დიდძალი
- ფსალმუნი — დავით წინასწარმეტყველის საგალობელთა კრებული, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ფსალმუნება — გალობა
- ფუტური — მაშმელი, ფუტურო
- ფუცება — ფიცი
- ფშვა — სუნნელების დენა
- ფხვრა — გლეჯა
- ქადაგი — მქადაგებელი
- ქადება — დამუქრება
- ქალწულება — უმანკოება, უბიწოება; მეორე სქესთან მიუკარებლობა; ქალწულობის აღთქმის დადება — ქალი ან კაცი, რომელიც უქორწინობის აღთქმას დადებს
- ქარტა — ქაღალდი
- ქაცვი — ძეძვი, ძეძვის ეკალი
- ქედი — კისერი
- ქერობინი — უპირველესი და უმაღლესი ჩინის ანგელოზი
- ქვაბი — გამოქვაბული
- ქვეყანა — მიწა, დედამიწა
- ქვე-ჩამოზვლევა — ჩამოზვავება, ჩამონგრევა
- ქლამინდი — მეფეთა და სამღვდელო პირთა უსახელო, ფილონის მსგავსი წამოსასხმელი
- ქოთება — ღელვა (ზღვისა)
- ქორი — 1. მტაცებელი ფრინველი 2. სართული, ჭერი
- ღაწვი — ლოყა
- ღირღლოვანი — ოღრო-ჩოღრო, ღელე-ღულიანი
- ღრჭენა — ღრაჭუნი, კრაჭუნი
- ყაფუზუნა — მაიმუნი
- ყაჯირი — ძერა
- ყვიბარი — მომცრო ჭური, ქოცო
- ყვრიმალი — ყურის არე
- ყურდგელი — კურღელი
- შანთი — გახურებული რკინა
- შარი — ბამბის ქსოვილი
- შარავანდედი — სხივი (მზისა)
- შატროვანი — ნაქარგი
- შებრუჟებული — ღვინონასვამი, ოდნავ მთვრალი
- შეგბობა — მოხარშვა
- შეგმანება — სქესობრივი კავშირის დაჭერა
- შევრდომა — მუხლებით დაჩოქება; შევრდომილი — მუხლებდაჩოქილი
- შეიწრებული — შევიწროებული, გაჭირვებული
- შეკდემა — შერცხვენა
- შელმობა — იხ. ლმობა
- შემთხვევა — შეხვედრა
- შემსჭვალვა: არა შეამსჭვალავ (=მიაჩერებ, გაუშტერებ) თვალთა
- შემუსრვა — დამტვრევა, დალეწვა, დამსხვრევა; შემუსრვილი — დამტვრეული, დალეწილი, გატეხილი
- შემწვარი — დამწვარი
- შემწვირიანებული — გასვრილი, გაწუმპული, გათხუპნული
- შემწიკვლება — გაჭუჭყიანება, გასვრა, ამოთხუპნა; შემწიკვლებული — გაჭუჭყიანებული, გასვრილი, ამოთხუპნული; შუემწიკვლელი — უბიწო, უმწიკვლო
- შენაწევრება — შეკავშირება; შენაწევრებული — შეკავშირებული
- შენებულობა — შენობა
- შერაცხა — ჩათვლა
- შესაქმე — დაბადება, შექმნა (ძველი აღთქმის პირველი წიგნი)
- შესვენებული — გარდაცვლილი
- შეტევა — შეშვება
- შეტყუილი — ტყუილი
- შეუმწიკვლელი — შემწიკვლება
- შეურაცხი — ცუდი, დაწუნებული
- შეშთობა — შეპყრობა და მოხრჩობა; დაჩაგვრა; შეშთობილი — მოხრჩობილი, დაჩაგრული
- შეწვა — დაწვა
- შეჭუვნება — შეწუხება
- შეჭურვა — საჭურველის ასხმა, შეიარაღება
- შვიდჴერი — შვიდრტოედი; შვიდსანთლიანი შანდალი
- შთათხევა — ჩაქცევა, ჩაგდება
- შთამოჭრა — ჩამოვარდნა, ჩამოჭრა
- შიშთვილი — ჩამოსახრჩობი თოკი; შიშთვილის-ბმა — თავის ჩამოხრჩობა
- ჩამოჭრა — ჩამოვარდნა; იხ. შთამოჭრა
- ჩარყაფი — ქარგა
- ჩაფულა — ქალამნის მსგავსი ამოსასხმელი ფეხსაცმელი
- ჩაფხუტი — მუზარადი, რკინის ქუდი
- ჩინჩვა — სავაჭროზე ფასის დაკლებისთვის ლაპარაკი
- ჩუკენობა — ჴელით დაცემა, ონანიზმი
- ცანდალი — სანდალი, ხის ან ტყავისძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც თავზე თასმებით იმაგრებენ
- ცახე — მტვრის უმცირესი ნაწილი, რომელიც ჰაერში მზის შუქზე მოჩანს
- ცემა — 1. ტრყმა 2. დაკვრა 3. კბენა
- ციცა — კატა
- ცნობილი — გონზე მყოფი
- ცოლ-კეთილი — კეთილცოლიანი
- ცოლ-უკეთური — ავი, ანჩხლი ცოლიანი
- ცუდ-დიდება, ცუდ-დიდებობა — ამაო დიდება
- ცუნდრუკება — მოყვასის მიმართ მალულად ბოროტების ჩადენა
- ცხებული — კურთხეული
- ცხედარი — საწოლი, ტახტი
- ცხოველი — ცოცხალი
- ცხრო-ჴურვება — ციებ-ცხელება
- ძალი — ნაწლავი
- ძალნი ზეცათანი — ზეცისა ძალნი
- ძე ადამისი ან ადამის ძე — კაცი, ადამიანი
- ძვილ — ძლივს
- ძი — კითხვითი ნაწილაკი «თუ», «აბა თუ»: რა-ძი
- ძნიად — ძნელად
- ძრცვა — გახდა
- ძრწოლა — შიში
- წალა — ჩირქი, წუთხი
- წამახვა — გალესვა, გამწვეტება
- წარბ-მაღლობა — მედიდურობა, ამაყობა
- წარგება — წაგება, მიცემა, გაცემა, დახარჯვა
- წარგვრა — წართმევა და წაყვანა (ან წაღება)
- წარგრაგნა — გადახვევა გრაგნილივით
- წართქმა — წარმოეთქვა
- წარვლტოლა — გაქცევა
- წარმართი — უსჯულო, არაქრისტიანი
- წარმდები — მეტიჩარა
- წარმოლტოლვილი — გამოქცეული, გადმოხვეწილი
- წარმრღვნელი — წამლეკავი
- წარპარვა — მოპარვა, გაპარვა
- წარპყრობა — გაწვდა, მიშვერა
- წარტაცება — გატაცება; წარტაცებული — გატაცებული, წაღებული
- წარტყვევნა — დაპყრობა და დარბევა (ქალაქისა)
- წარწირვა: წარეწიროს სასოება — იმედი გადაიწყვიტოს
- წარხედვა — გახედვა
- წარხვმა — წაღება; წარხვმული — წაღებული
- წერტა — ჩხვლეტა. იხ. ნაწერტი, საწერტელი, უმწერტელესი
- წეს: შენ გიწესს — გიძახის, გიწვევს
- წველი — ჩალა
- წვიმებული — ნაწვიმარი, მოწვიმული
- წვლილადი — წმინდა (ნაქსოვი)
- წვრთა — სწავლა, მეცადინეობა, ვარჯიში
- წიაღსლვა — წყალს გაღმა გასვლა
- წილჴდომილი — წილში ნარგები
- წინადაცვეთა, წინადაცვეთილება — მეტკვეთილება. ებრაელთა რელიგიური ჩვეულება: მამრობითი სქესის ახალდაბადებულ ბავშვს მერვე დღეზე აჭრიან სასქესო ასოს წინა კანს. ეს ჩვეულება გავრცელებულია მაჰმადიანებშიც.
- წიწვა — რცხვენა
- წუთხი — სისხლნარევი ჩირქი
- წუმწუბა — გოგირდი
- წელვა — ჭრილობის მიყენება, დაკოდვა
- ჭახრაკი — საწნეხი, რომლითაც ხდიან ზეთს
- ჭიჭნაური — აბრეშუმი
- ჭმახე — შეძმარებული (ღვინო)
- ჭრელებული — ჭრელ-ჭრელი, აჭრელებული
- ხადა, ხადილი: მამად ვჰხადით (=ვუწოდებთ) ღმერთს
- ხალენი — მღვდელთა და ბერთა სამოსელი, მაზარა
- ხამი — ხამი აბრეშუმი, ყაჭი
- ხარატული — მოჩუქურთმებული
- ხარისხი — საფეხური (კიბისა)
- ხარჭა — ხასა, საყვარელი
- ხელი — გიჟი, შმაგი
- ხვასტაგი — ოთხფეხი საქონელი
- ხორგი — მდინარეში მოცურავე ყინვის ნახეთქი
- ხორშაკი — სიცხე-პაპანაქება
- ხოჭიჭი — აკვანი
- ხრტიალი — ხრიალი (მომაკვდავისა)
- ჴამლი — ფეხსაცმელი
- ჴდომა — მივარდნა, თავდასხმა
- ჴელარგნოსანი — ხელჯოხიანი, მანდატური
- ჴელის აღპყრობა — დახმარება, შემწეობა
- ჴელქვეშე — ხელქვეითი, ქვეშევრდომი
- ჴვებული — მოკლებული
- ჴვედნა — დაჩაგვრა
- ჴუმილი — ყარაული, დარაჯი, მცველი
- ჴურთი — წკეპლების კონა
- ჴშული — დახშული, დაკეტილი
|