ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
ძველი საბერძნეთიძველი საბერძნეთი, ასევე ელადა მიუთითებს პერიოდზე ბერძნულ ისტორიაში კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. ძვ. წ. 750-დან (არქაული პერიოდი) ძვ. წ. 146 წლამდე (რომის მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არ მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა დასავლეთის ცივილიზაციას. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა რომის იმპერიაზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა. ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა რენესანსს დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების ნეოკლასიკური აღორძინების პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში. [რედაქტირება] ბერძნებამდებერძნული სამყარო ბალკანეთის ნახევარკუნძულს და ეგეოსისა და ადრეატიკის ზღვაში მდებარე კუნძულებს მოიცავს. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში კრეტასა და კიკლადის კუნძულებზე მინოსელთა ცივილიზაცია აღმოცენდა, დაახლ.ძვ.წ.1650 წლისათვის კი ბალკანეთის ნახევარკუნძუნზე მიკენელთა ცივილიზიცია გაჩნდა.
|