ინსტრუმენტები |
ცეზარის კოდიკრიპტოგრაფიაში ცეზარის შიფრი ცნობილია ასევე, ცეზარის კოდის, ბიჯით დაშიფრვის სახელწოდებებით (ინგლისურად shift cipher). ეს არის დაშიფრვის ყველაზე მარტივი გზა. ამ დაშიფრვის ტექნიკა აგებულია დაშიფრვა შეცვლის მეთოდზე, ანუ დაუშიფრავი ტექსტის ასო იცვლება ანბანის სხვა ასოთი, რომელიც მისგან დაშორებულია ფიქსირებული ბიჯით. მაგალითად, თუ ჩვენ ვიყენებთ ბიჯს 3-ს, A შეცვლილი იქნება D-თი, B გახდებაE, და ა.შ. ამ მეთოდს ეწოდა იულიუს ცეზარის სახელი , რაგდან მან პირველმა გამოიყენა ეს მეთოდი, სამხედრო მიმოწერაში. ცეზარის შიფრის განვითარებულ სახეს წარმოადგენს ვიჟნერის შიფრი. დღესდღეისობით ის კიდევ გამოიყენება ROT13-ში. თანამედროვე კრიპტოანალიზის თვალსაზრისით ცეზარის შიფრს არ გააჩნია სასურველი ღირებულება.
[რედაქტირება] მაგალითიდაშიფრვა გასაღებით k =3:
საწყისი ტექსტი : ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ
დაშიფრული ტექსტი : DEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZABC
დაშიფრვა შეიძლება ასევე წარმოვადგინოთ მათემატიკური მოდელით. თუ ჩვენ ანბანის ყველა ასოს შეუსაბამებთ რიცხვს (A = 0, B = 1,..., Z = 25), რომ მოვახდინოთ x-ის კოდირება გასაღები n-ით, საკმარისია გამოვიყენოთ შემდეგი ფორმულა: განშიფრვაც იგივენაირია, ოღონდ ვიყენებთ შებრუნებულ გასაღებს( ანუ - n-ს n -ის მაგივრად ): ცეზარის კოდის გამოყენება შეიძლება არა მარტო ლათინური ანბანისათვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ანბანისათვის. მაგალითად, დაშიფრა მოვახდინოთ ქართული ანბანის მიხედვით. ვთქვათ გვაქვს მოცემული საწყისი ტექსტი და გვინდა დავშიფროთ ბიჯით 4.
საწყისი ტექსტი: საქართველოლამაზიქვეყანაა
დაშიფრული ტექსტი: ქეჩეფმკიპსპეჟელნჩკიძერეე
ცეზარის კოდი ვიჟნერის კოდისგან განსხვავებით იყენებს ერთი ტექსტისთვის ერთიდაიგივე ბიჯს. [რედაქტირება] ისტორია და გამოყენებაცეზარის კოდი თავის დასახელებას იღებს იულიუს ცეზარისგან , რომელმაც პირველმა გამოიყენა დაშიფრვა ბიჯით 3 მარცხნივ, სამხედრო სახის მიმოწერაში.
უტყუარი ცნობები იმის შესახებ რომ იულიუს ცეზარი იყენებდა უფრო რთულ დაშიფრვის მეთოდებსაც, მოიპოვება ავლ გელის ნაშრომებში. Aulus Gellius, 17.9.1–5. ვიჟნერის შიფრი არის ცეზარის შიფრის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც იყენებს სხვადასხვა ბიჯს ტექსტის ყველა ასოსთვის. ბიჯის მნიშვნელობა განისაზღვრება სიტყვა-გასაღების დახმარებით. თუ სიტყვა-გასაღები შევარჩიეთ შემტხვევით, ის რომ მისი სიგრძე ისეთივე გრძელია როგორც დასაშიფრი შეტყობინება, მაშინ შედეგი თეორიულად გაუტეხელია. [რედაქტირება] კოდის გატეხა
ცეზარის კოდი შეიძლება გატყდეს ძალიან ადვილად, თუნდ მხოლოდ დაშიფრული ტექსტის საშუალებით შეგვიძლია გამოვყოთ ორი შემთხვევა :
პირველ შემთხვევაში, შესაძლებელია ცეზარის შიფრის გატეხვა იმავე ტექნიკით რასაც ვიყენებთ დაშიფრვა შეცვლის გზის ზოგად შემთხვევაში. ამოცანის გადაწყვეტის პროცესში კრიპტოანალისტისათვის შეუმჩნეველი არ დარჩება ზოგიერთი რეგულარობა ბიჯში , რისგანაც შეძლებს დაადგინოს, რომ გამოყენებული ალორითმი არის ცეზარის კოდი. მეორე შემთხვევაში, შეტევა ხდება პირდაპირი მეთოდით, საკმარისია ვცადოთ ყველა შესაძლო დაშიფრვა სანამ სასურველს არ ვიპოვით. ფრანგულად attaque par force brute რომელიც არც თუ ისე ფაქიზი მეთოდია. მარტივი მეთოდით რომ მოვახდინოთ გაშიფრვა, ავიღოთ ტექსტის რაღაც ნაწილი და ჩამოვწეროთ ცხრილში მისი ყველა შესაძლო ბიჯი. (იხილეთ ცხრილი). ცხრილში აღებული გვაქვს ფრაგმენტი GVCTX SKVEQ QI; სწორი ტექსტი ადვილად გამოჩნდება მეოთხე ხაზზე. სხვა გზა არის პირდაპირი შეტევა, გავაკეთოთ ანალიზი ასოების გამოჩენის სიხშირეზე : ვადგენთ ასოების სიხშირის გრაფიკს დაშიფრული ტექსტისთვის . მიღებული შედეგების შედარებით ენისთვის დამახასითებელ ასოების გამოჩენის სიხშირულ მონაცემებთჩვენ შეგვიდლია ადვილად აღმოვაჩინოთ ბიჯის მნიშვნელობა. ამ მეთოდს ეწოდება ასოების გამოჩენის სიხშირული ანალიზი. მაგალითად, ინგლისურში ასოებიE და T ყველაზე ხშირად გამოყენებულია, Q და Z ყველაზე ნაკლებად გამოყენებული ასოებია. [რედაქტირება] სხვა ლინკები
[რედაქტირება] იხილეთ ასევე[რედაქტირება] მიმაგრებული სტატია[რედაქტირება] ლინკები და სხვა დოკუმენტაცია
|
||||||||||||||||||||||||||