შარლ დე გოლი

შარლ დე გოლი
შარლ დე გოლი

შარლ დე გოლი (Charles André Joseph Marie de Gaulle) (დ. 22 ნოემბერი, 1890 - გ. 9 ნოემბერი, 1970), იყო ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი (1958-69). საფრანგეთში მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც "გენერალი დე გოლი".

ომამდე მან სახელი გაითქვა, როგორც სატანკო ტაქტიკოსმა და მძიმე ტექნიკისა და ავიაციის კონცენტრირებულად გამოყენების მომხრე სტრატეგმა. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო თავისუფალი საფრანგეთის მოძრაობის ლიდერი და დროებითი მთავრობის მეთაური 1944-46 წლებში. 1958 წელს მისი მოწოდებით შეიქმნა ახალი მთავრობა, მნიშვნელოვანი წვლილი გაიღო ახალი კონსტიტუციის შექმნაში და იყო მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1958-69 წლებში. მისი პოლიტიკური იდეოლოგია ცნობილია, როგორც გოლიზმი, და მან დიდი გავლენა იქონია ფრანგული პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

შარლ დე გოლი დაიბადა მორწმუნე კათოლიკეთა ოჯახში. 1912 წელს დაამთავრა სან-სიროს სამხედრო კოლეჯი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას იგი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და ძალიან მალე, 1914 წლის 15 აგვისტოსიგი იღებს პირველ საბრძოლო ჭრილობას და მხოლოდ ოქტომბერში ბრუნდება მწყობრში. 1915 წლის 10 მარტს იგი კვლავ დაიჭრება და გამოჯანმრთელების შემდეგ, ახალგაზრდა დე გოლი კვლავ უბრუნდება ბრძოლის ველს. 1916 წელს იგი მესამედ დაიჭრება. ამ დროისათვის ოფიციალურ პარიზს იგი უკვე გარდაცვლილად მიაჩნია, მაგრამ დე გოლი სიცოცხლეს გერმანელების ტყვეობაში აგრძელებს. 1918 წლის 11 ნოემბერს მას ტყვეობიდან ათავისუფლებენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დე გოლი პოლკოვნიკის რანგში ხვდება. 1940 წლის 15 ივნისს იგი ემიგრაციაში მიდის დიდ ბრიტანეთში, რისი მიზეზიც გახდა მისი უთანხმოება მთავრობის წარმომადგენლებთან. დიდ ბრიტანეთში ის აყალიბებს ლეგენდარულ ორგანიზაციას "თავისუფალ საფრანგეთს". 1958 წლის 21 დეკემბერს, მრავალწლიანი უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ, ფრანგი ერი გენერალ შარლ დე გოლს საკუთარ ლიდერად აღიარებს და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს ანდობს ადამიანს, რომელმაც არაერთი წელი შესწირა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მისი ძალისხმევით მრავალი ფრანგული კოლონია გათავისუფლდა და მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1965 წელს მას ხელმეორედ ირჩევენ საფრანგეთის პრეზიდენტად. 1966 წლის 21 თებერვალს დე გოლის გადაწყვეტილებით, საფრანგეთი გამოდის ნატოს შემადგენლობიდან და ამ მომენტიდან ოფიციალური პარიზი აღარ ერიდება საკუთარი ანტიამერიკული პოზიციის გამოხატვას. 1968 წლის 2 მაისს საფრანგეთში იფეთქა სტუდენტთა ამბოხებამ, რომელიც ძალიან მალე სერიოზულ უწესრიგობაში გადაიზარდა. ამბოხებულებს უერთდება პროფკავშირები და საფრანგეთის მოსახლეობის გარკვეული, არც თუ მცირე რაოდენობა. 1969 წლის 28 აპრილს დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. შარლ დე გოლი გარდაიცვალა 1970 წლის 9 ნოემბერს.


საფრანგეთის პრეზიდენტები
1848 1852 1871 1873 1879 1887 1894 1895 1899
ლუი ნაპოლეონ
ბონაპარტი
ადოლფ
ტიერი
პატრიკ
მაკ-მაჰონი
ჟიულ
გრევი
სადი
კარნო
ჟან
კაზიმირ-პერიე
ფელიქს
ფორი
1899 1906 1913 1920 1920 1924 1931 1932 1940 1947
ემილ
ლუბე
არმან
ფალიერი
რაიმონდ
პუანკარე
პოლ
დეშანელი
ალექსანდრ
მილერანი
გასტონ
დუმერგი
პოლ
დუმერი
ალბერ
ლებრანი
1947 1954 1959 1969 1974 1981 1995 2007 ...
ვინსენტ
ორიოლი
რენე
კოტი
შარლ
დე გოლი
ჟორჟ
პომპიდუ
ვალერი
ჟისკარ-დ’ესტენი
ფრანსუა
მიტერანი
ჟაკ
შირაკი
ნიკოლა
სარკოზი
  

საფრანგეთიისტორიაII რესპუბლიკაIII რესპუბლიკაIV რესპუბლიკაV რესპუბლიკა


SEO Tools tanie kredyty gotówkowe kreatyna Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Sejm Tyk