|
|
სომხეთი
- ოფიციალური: სომხეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Հայաստան; Hajastani Hanrapetutjun.
- ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).
- ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.
ქვეყანა ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველოს, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანს, სამხრეთით - ირანს, დასავლეთით - თურქეთს. ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ-ს. სომხეთის უმაღლესი მწვერვალი მთა არაგაცი (4095 მ), მნიშვნელოვანი მდინარეები - არაქსი, რაზდანი; ტბა - სევანი.
- სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).
ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.
| ოლქი |
მოსახლეობა
(ათასი) |
ფართობი
(ათასი) |
ადმ. ცენტრი |
| ერევანი |
1,267,576 |
210 |
ერევანი |
| არაგაცოტნი |
173,667 |
2,755 |
აშტარაკი |
| არარატი |
320,941 |
2,003 |
არტაშატი |
| არმავირი |
340,343 |
1,241 |
არმავირი |
| გეღარკუნიკი |
297,655 |
3,655 |
გავარი |
| ვაიოც-ძორი |
70,004 |
2,406 |
იეჰეგნაძორი |
| კოტაიკი |
335,934 |
2,100 |
რაზდანი |
| ლორი |
402,191 |
3,791 |
ვანაძორი |
| სიუნიკი |
167,962 |
4,505 |
ღაფანი |
| ტავუში |
165,578 |
3,120 |
იჯევანი |
| შირაკი |
370,780 |
2,679 |
კუმაირი |
- მოსახლეობა: 3,326 მლნ (2003), მათ შორის 95,7% სომეხი, 1,7% ქურთი, 1,6% რუსი. 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.
- სახელმწიფო ენა: სომხური, სხვა ენები - რუსული (2%).
- რელიგია: ქრისტიანობა. უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (94%), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-ს.
- დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).
- დიდი ქალაქები: ვანაძორი (147 ათასი), გიუმრი (125), ვაღარშაპატი (66), რაზდანი (61).
ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.
1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლიდან დსთ-ს წევრია.
- არქიტექტურა: ეჩმიაძინი - რელიგიური ცენტრი, ტაძართა კომპლექსი (V — VI სს.), გარნი - ციხე-სიმაგრე და ტაძარი (I ს.), გეჰარდი (მონასტერი); დვინის და ზვარტნოცის სასახლეები და ეკლესიები (III — IV სს.).
- ლიტერატურა: სომხური ეპოსი - დავით სასუნცი (IX-X ს.), გლაძორის უნივერსიტეტი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|