ინსტრუმენტები |
სინოლოგიასინოლოგია („ჩინეთმცოდნეობა“; გამარტივებულად 汉学; ტრადიციულად 漢學; პინ-ინზე: [hàn xué] ჰან ჰუე) არის სახელწოდება მრავალდარგოვანი სამეცნიერო დისციპლინისა, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ჩინურ ენას და ლიტერატურას, ჩინეთის ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტიკას, ფოლკლორს და საერთოდ ჩინელებთან და მათ ქვეყანასთან და კულტურასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. სინოლოგია სამეცნიერო დარგად XIX საუკუნის ჩაისახა; სინოლოგიის პირველი ევროპული კათედრა 1814 წელს სწორედ პარიზში ჩამოყალიბდა. 1887 წელს კი ბერლინში გახსნეს აღმოსავლური ენების სემინარი, რასაც 1909 წელს პირველი ჰამბურგის აღმოსავლური ენების კათედრის გახსნა მოჰყვა. საქართველოში სინოლოგია ჯერ კიდევ ახალგაზრდა დარგად ითვლება. 1991 წელს დაარსებული თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ბაზაზე სხვა აღმოსავლურ ენებთან ერთად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობით ასევე ჩინური ენა და ჩინეთის ისტორია შეისწავლება . 2004 შედგა თანამშრომლობა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორ, ქსიან-ჯიატონგისა და ლანჯუს უნივერსიტეტებთან, სადაც ცოდნის გაღრმავების მიზნით მიავლენენ ამავე უნივერსიტეტის წარჩინებულ სინოლოგ-სტუდენტებს. [რედაქტირება] ლიტერატურა
|