სხვა ენებზე

საქართველო

საქართველო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: თავისუფლება
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი თბილისი
41°43′N 44°47′E
უდიდესი ქალაქი თბილისი
ოფიც. ენები ქართული1
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
  -პრ.-მინისტრი ლ. გურგენიძე
ფართობი
 - საერთო
 
69,700 კმ² (121-ე)
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
4,630,8412 (115-ე)
66 ად./კმ² 
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$20,5 მლრდ (117-ე)

$4,700 (112-ე)
აგი (2007) 0.754 (საშუალო) (96-ე)
ვალუტა ლარი3 (GEL)
დროის სარტყელი CET+0400
ქვეყნის კოდი GEO
ccTLD .ge
სატელეფონო კოდი +995
1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.
2მოსახლეობის რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს.
3აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.

საქართველო — ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.


სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება "საქართველო" მომდინარეობს "ქართ" ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს "ქართუ, კარდუ, ხალდუ"-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა "საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად", 1990-1995 წლებში — "საქართველოს რესპუბლიკა"-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.

[რედაქტირება] გეოგრაფია

საქართველოს ფიზიკური რუკა
საქართველოს ფიზიკური რუკა
მთავარი სტატია : საქართველოს გეოგრაფია.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთით – სომხეთი და თურქეთი.

  • ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ.კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
  • ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
  • ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

[რედაქტირება] სახელმწიფო


საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად ითვლება. მთავრობის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრემიერ–მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (235 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

  • ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი;
კონსერვატიული პარტია — თავმჯდომარე კობა დავითაშვილი;
ლეიბორისტული პარტია — თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა "ახალი მემარჯვენეები" — თავმჯდომარე დავით გამყრელიძე;
პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" — თავმჯდომარე კონსტანტინე ზ. გამსახურდია;
პოლიტიკური მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" — თავმჯდომარე გოგი თოფაძე;
პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს გზა" — თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი;
საქართველოს რესპუბლიკური პარტია — თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი;
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის — თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა იმედი — თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია;

[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.


მხარე/ავტონომიური რესპუბლიკა ფართობი (კმ2) მოსახლეობა ადმ. ცენტრი
თბილისი 1.277 1.240.000 თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 8.700 517.500 სოხუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2.900 376.000 ბათუმი
გურიის მხარე 2.033 143.400 ოზურგეთი
იმერეთის მხარე 6.552 700.000 ქუთაისი
კახეთის მხარე 11.310 407.200 თელავი
მცხეთა-მთიანეთის მხარე 6.785 125.400 მცხეთა
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე 4.954 51.000 ამბროლაური
სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე 7.441 466.100 ზუგდიდი
სამცხე-ჯავახეთის მხარე 6.413 207.600 ახალციხე
ქვემო ქართლის მხარე 6.528 497.500 რუსთავი
შიდა ქართლის მხარე 4.807 314.000 გორი

[რედაქტირება] დემოგრაფია

მთავარი სტატია : საქართველოს დემოგრაფია.
თბილისი 1990-იან წლებში
თბილისი 1990-იან წლებში

2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.


  • რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84.00%, მუსლიმანები — 9.9%, სომეხი გრიგორიანელები — 3.9%, კათოლიკეები — 0.8%, იუდეველები — 0,1% და სხვები.

[რედაქტირება] კულტურა

შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი
მთავარი სტატია : საქართველოს კულტურა.
  • არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;
  • ლიტერატურა: ქართული ეპოსი — ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).
  • თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
  • კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

[რედაქტირება] განათლება

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:

[რედაქტირება] ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა
ვალუტა ლარი (GEL)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები WTO, დსთ და სუამი
სტატისტიკა
მშპ რანგი 126-ე (2005) [1]
მშპ (მუპ) $18.16 მილიარდი (2006)
მშპ ზრდა 9.4% (2006)
მშპ/სულზე $3,900 (2006)
მშპ სექტორით სოფ.-მეურნეობა (17.2%), მრეწველობა (27.5%), მომსახურება (55.3%) (2005 დაახ.)
ინფლაცია 10% (2006)
მოს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 54% (2001)
მუშახელი 2.04 მილიონი (2004)
მუშახელი პროფესიით სოფ.მეურნეობა (40%), მრეწველობა (20%), მომსახურება (40%) (1999 დაახ.)
უმუშევრობა 12.6% (2004 დაახ.)
მთავარი მრეწველობა ფოლადი, ავიაცია, მანქანათხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები, მაღაროები (მანგანუმი და სპილენძი), ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $1.4 მილიარდი (2005 დაახ.)
მთავარი პარტნიორები რუსეთი 18.1%, თურქეთი 14.3%, აზერბაიჯანი 9.8%, თურქმენეთი 8.9%, ბულგარეთი 5%, სომხეთი 4.7%, უკრაინა 4.4%, კანადა 4.2% (2005)
იმპორტი $5.2 მილიარდი (2007 დაახ.)
მთავარი პარტნიორები რუსეთი 15.4%, თურქეთი 11.4%, აზერბაიჯანი 9.4%, უკრაინა 8.8%, გერმანია 8.3%, აშშ 6% (2005)
საზ. ფინანსები
სახ. ვალი $1.76 მილიარდი (2006 დაახ.)
შემოსავლები $1.43 მილიარდი (2005 დაახ.)
გასავლები $1.56 მილიარდი (2005 დაახ.)
ეკონ. დახმარება ODA $150 მლნ (2000 დაახ.)
რედ.
მთავარი სტატია : საქართველოს ეკონომიკა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18%), თურქეთი (14%), აზერბაიჯანი (12%) და აშშ (6%). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).

დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები

[რედაქტირება] საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია: