ინსტრუმენტები |
საერთაშორისო ურთიერთობები
ჯიმი კარტერი და ლეონიდ ბრეჟნევი ხელს აწერენ შეთანხმებას სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე. ვენა, 18 ივნისი, 1979.
რეიგანი და გორბაჩოვი ხელს აწერენ საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის პაკეტს თეთრ სახლში, 1987.
საერთაშორისო ურთიერთობები (სუ) პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელიც შეისწავლის საგარეო პოლიტიკასა და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს საერთაშორისო სისტემაში. ეს უკანასკნელი მოიცავს სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს. სუ არის როგორც აკადემიური ასევე საჯარო პოლიტიკის სფერო, რომელიც შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნორმატიული. იგი ცდილობს სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის გაანალიზებასა და განსაზღვრას. პოლიტიკური მეცნიერების გარდა, სუ-ს შეხება აქვს ისეთ განსხვავებულ მეცნიერებებთან, როგორებიცაა: ეკონომიკა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია და კულტუროლოგია.
[რედაქტირება] ისტორია[რედაქტირება] საერთაშორისო სისტემასაერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში საკვანძო მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს 1648 წლის ვესტფალიის ზავი, საიდანაც დაიწყო თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. მანამდე ევროპული შუასაუკუნებრივი პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაცია დამყარებული იყო ბუნდოვნად განსაზღვრულ რელიგიურ იერარქიაზე. ვესტფალიის ზავმა დააფუძნა სუვერენიტეტის ცნება, რომელიც არსებითად ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფოს მმართველი არ აღიარებდა თავისზე მაღალ ან თავის სწორ ხელისუფალს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. კლასიკური ბერძენი ან რომაელი ხელისუფლის ტიპი ვესტფალიის სისტემის ჩარჩოში შეიძლება ჯდებოდეს კიდეც, მაგრამ იგი აშკარად მოკლებულია სუვერენიტეტს. ვესტფალიის ზავმა ხელი შეუწყო ერი-სახელმწიფოს აღმავლობას, დიპლომატიისა და არმიის ინსტიტუციონალიზაციას. ეს განსაკუთრებული ევროპული სისტემა კოლონიალიზმის შედეგად გავრცელდა სხვა კონტინენტებზეც. თანამედროვე საერთაშორისო სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბდა დეკოლონიზაციის შემდეგ, ცივი ომის პერიოდში. მიუხედავად ამისა, სისტემის ცნება მაინც გამარტივებულია. მაშინ როდესაც ერი-სახელმწიფოების სისტემა მიჩნეულია ”მოდერნულად”, არსებობს ქვეყნები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მას და იწოდებიან ”პრე-მოდერნულად”. ამასთანავე ერთეულ ქვეყნებს შეიძლება ვუწოდოთ ”პოსტ-მოდერნულიც”. [რედაქტირება] თეორიაის, რაც დღეისათვის იწოდება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, ფაქტობრივად ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. თეორიას რა თქმა უნდა აქვს გარკვეული ტრადიციებიც, რადგან მრავალი საუკუნის განმავლობაში იგი ვითარდებოდა, როგორც სხვა სოციალური მეცნიერებების შემადგენელი ნაწილი. აბრევიატურის (სუ) გამოყენება მიზანშეწონილია იმდენად, რამდენადაც საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და საერთაშორისო ურთიერთობების ფენომენი. მიიჩნევენ, რომ თუკიდიდეს პელოპონესის ომის ისტორია არის რეალისტური თეორიის ყველაზე უფრო ძველი ნიმუში, რომელიც შემდგომში განვითარდა ჰობსის ლევიათანსა და მაკიაველის მთავარში. შესაბამისად ლიბერალიზმის სათავეები უნდა ვეძებოთ კანტთან და რუსოსთან, როგორც ”დემოკრატიული მშვიდობის თეორიის” პირველ ინსპირატორებთან. თუმცა თანამედროვე ადამიანის უფლებები ტიპობრივად დიდად განსხვავდება იმისგან, რასაც უწოდებდნენ ბუნებით უფლებებს. ფრანცისკო დე ვიტორია, ჰუგო გროტიუსი და ჯონ ლოკი ამ ტერმინში გულისხმობდნენ ადამიანის საერთო, უნივერსალურ უფლებებს. ზემოთ მოყვანილ თეორიებთან ერთად ასევე უნდა აღვნიშნოთ მარქსისტული მიდგომაც ლიბერალური ინტერნაციონალიზმის შესახებ. [რედაქტირება] შესწავლათავდაპირველად საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც განსაზღვრული დისციპლინა, იყო აბსოლუტურად ბრიტანო-ცენტრული. 1919 წელს საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა დაარსდა უელსის უნივერსიტეტში, აბერისთვითში, დევიდ დეივისის ფინანსური მხარდაჭერით. 20-იანი წლების დასაწყისში ნობელის პრემიის ლაურეატის ფილიპ ნოელ-ბეიკერის ინიციატივით ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. 1927 წელს კი ჟენევაში დაარსდა პირველი უნივერსიტეტი, რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლას. მისი მიზანი იყო ერთა ლიგისთვის სპეციალისტების მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი სკოლები დაარსდა აზიასა და სამხრეთ ამერიკაშიც, დისციპლინის აკადემიურ ცენტრად მაინც ითვლება ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. [რედაქტირება] თეორია[რედაქტირება] ეპისტემოლოგიასაერთაშორისო ურთიერთობების თეორიები შეიძლება უხეშად დავყოთ ორ ეპისტემოლოგიურ ბანაკად: ”პოზიტივისტურ” და ”პოსტ-პოზიტივისტურ” მიდგომებად. პოზიტივისტური თეორიები მიდრეკილნი არიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მეთოდების გამოყენებისკენ, აკეთებენ რა მატერიალური ძალების ანალიზს. ძირითადად ისინი ეხებიან სუ-ს თეორიის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ურთიერთობები, სამხედრო ძალთა სიძლიერე, ძალთა ბალანსი და ა. შ. პოსტ-პოზიტივისტური ეპისტემოლოგია უარყოფს იდეას, რომ სოციალური მოვლენები შეიძლება შევისწავლოთ ობიექტური და ნებელობისგან დამოუკიდებელი(value-free) გზებით. ის უარყოფს ნეორეალიზმის/ლიბერალიზმის ცენტრალურ იდეებს, როგორიცაა მაგალითად რაციონალური არჩევანის თეორია. მეცნიერული მეთოდები შეუსაბამოა საზოგადოებრივი ცხოვრების აღსაწერად და შესასწავლად. პოზიტივისტური თეორიები, მაგალითად ნეორეალიზმი,გვთავაზობს მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს, მაშინ როდესაც პოსტპოზიტივისტური თეორიები სვამენ კონსტიტუტურ კითხვებს:რას ნიშნავს ”ძლიერება”, რითი განისაზღვრება იგი, როგორ ხდება მისი შეძენა და რეპროდუცირება და ა. შ. ხშირად პოსტ-პოზიტივისტური თეორიები იყენებენ ნორმატიულ მიდგომას სუ-ს თეორიაში ეთიკის გათვალისწინებით. ეს ფაქტობრივად ყოველთვის იგნორირებულია ”ტრადიციული ” თეორიების მიერ. პოზიტივისტური თეორიები ასხვავებენ ერთმანეთისგან ”ფაქტებს” და ნორმატიულ მსჯელობებს, ან ”ღირებულებებს”. მე-20 საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში პოზივისტურსა და პოსტპოზიტივისტურ მიდგომებს შორის დებატები ცნობილია მესამე ”დიდი დებატების” სახელით. [რედაქტირება] პოზიტივისტური თეორიები[რედაქტირება] ლიბერალიზმი/იდეალიზმი/ლიბერალური ინტერნაციონალიზმილიბერალიზმის აღმავლობა დაკავშირებულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდთან,როგორც პასუხი სახელწიფოების უმოქმედობაზე ომის წინააღმდეგ საერთაშორისო ურთიერთობებში.ადრეული მიმდევრები ვუდრო ვილსონი და ნორმან ენჯელი ომს მიიჩნევდნენ აბსოლუტურად უსარგებლოს მისი ყველა მონაწილისთვის. მათი აზრით,სახელმწიფოები თანამშრომლობის დროს მეტს იგებენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ერთმანეთში ომობენ. ლიბერალიზმი არ ითველობდა თანმიმდევრულ თეორიად, სანამ ედვარდ ქარმა არ მოაქცია იგი ტერმინ ”იდეალიზმის” ჩარჩოში. [რედაქტირება] რეალიზმირეალიზმი იყო პასუხი ლიბერალიზმზე, რომლის ამოსავალი დებულება მდგომარეობდა იმაში,რომ სახელმწიფოები არ ცდილობენ თანამშრომლობას. ადრეული რეალისტები ედვარდ ქარი და ჰანს მორგენთაუ მიიჩნევდნენ, რომ საკუთარი უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო სახელმწიფოები არიან ეგოისტური რაციონალური აქტორები,რომლებიც ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ. ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ქვეყნებს შორის აღიქმება, როგორც შემთხვევითი.რეალისტებისთვის მეორე მსოფლიო ომი იყო მათი იდეების ერთგვარი დადასტურება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც,რომ თანამედროვე რეალისტების მიერ კლასიკური რეალისტები:თუკიდიდე, ჰობსი და მაკიაველი ხშირად არიან მოხსენიებულნი, როგორც ”დამფუძნებელი მამები”. მიუხედავად იმისა, რომ მათი იდეები ხშირად პასუხობენ რეალისტურ დოქტრინას, შეიძლება ისინი სრულებითაც არ განსაზღვრავდნენ საკუთარ თავს რეალისტებად. [რედაქტირება] ნეორეალიზმინეორეალიზმი განავითარა კენეტ უოლცმა , რომელიც მას უწოდებდა ”სტრუქტურულ რეალიზმს”. უოლცი რეალიზმის ემპირიული დაკვირვების მეთოდის შენარჩუნებით საერთაშორისო ურთიერთობებს განსაზღვრავს როგორც ანტაგონისტურ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს. იგი მიიჩნევს, რომ სისტემის ხასიათს განაპირობებს მისი ანარქიულობა. სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ ფარდობითი მოგებით და იცავენ ”ძალთა წონასწორობას”. რეალიზმისგან განსხვავებით ნეორეალიზმს სურს თავისი თავი განსაზღვროს როგორც უფრო მეცნიერული და პოზიტივისტური. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი რეალიზმსა და ნეორეალიზმს შორის არის ის, რომ ეს უკანაკსნელი არ აღიარებს ბიჰევიორალისტურ მიდგომას სუ-ს თეორიასთან. [რედაქტირება] ნეოლიბერალიზმინეოლიბერალიზმი ცდილობს ლიბერალური შეხედულებების გადასინჯვას ნეორეალისტური მტკიცების საფუძველზე და აღიარებს სახელმწიფოთა განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ ამასთანავე მიუთითებს არასამთავრობო აქტორებისა და ინტერნაციონალური ორგანიზაციების როლზეც. ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი აპოლოგეტი ჯოზეფ ნაი თვლის, რომ სახელმწიფოები ერთიანდებიან აბსოლუტური მოგების მიღების მიზნით. ცივი ომის პერიოდში გლობალური ურთიერთდამოკიდებულების ფონზე ნეოლიბერალისტები თავიანთ თეორიას უწოდებდნენ ლიბერალურ ინსტიტუციონალიზმსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხალხის სუვერენიტეტის უფლების დაბლოკვის მიუხედავად. ნეოლიბერალიზმი ასევე შეიცავს ეკონომიკურ თეორიასაც, რომელიც საუბრობს სახელმწიფოს როლზე თავისუფალ ბაზრებზე მონოპოლიების ჩამოყალიბების წინააღმდეგ. [რედაქტირება] პოსტპოზიტივისტური/რეფლექტივისტური თეორიები[რედაქტირება] საერთაშორისო საზოგადოების თეორია(ინგლისური სკოლა)საერთაშორისო საზოგადოების თეორია, ან როგორც მას უწოდებენ ინგლისური სკოლა, აქცენტს აკეთებს სახელმწიფოების საერთო ღირებულებებზე_როგორც არეგულირებენ ისინი მათი გამოყენებით საერთაშორისო ურთიერთობებს. ამგვარი ნორმების მაგალითებია: დიპლომატია, წესრიგი, საერთაშორისო სამართალი. ნეორეალიზმისგან განსხვავებით ამ თეორიას არ აქვს გამოკვეთილად პოზიტივისტური მიდგომა. თეორეტიკოსები ძირითადად ფოკუსირდებიან ჰუმანიტარულ ინტერვენციაზე სუ-ს თეორიაში და იყოფიან ორ ჯგუფად: სოლიდარისტები, რომლევიც იცავენ მას და პლურალისტები, რომლებიც წესრიგს და სუვერენიტეტს უფრო მაღალ ღირებულებებად მიიჩნევენ. ნიკოლას ვილერი არის ცნობილი სოლიდარისტი, მაშინ როცა ჰედლი ბული ითვლება ყველაზე გამოკვეთილ პლურალისტად. [რედაქტირება] სოციალური კონსტრუქტივიზმისოციალური კონსტრუქტივიზმი მოიცავს მრავალ თეორიას,რომლებიც პასუხობენ ონტოლოგიურ და ეპისტემოლოგიურ კითხვებზე.კონსტრუქტივიზმი არ არის უშუალოდ სუ-ს თეორია, მაგალითად როგორც ნეორეალიზმი,არამედ იგი წარმოადგენს სოციალურ თეორიას. კონსტრუქტივიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში ჰოპფის (1998) მიხედვით შეიძლება დაიყოს კონვენციონალურ და კრიტიკულ კონსტრუქტივიზმად. ორივე შემთხვევაში კონსტრუქტივიზმს აინტერესებს იდეური ძალების როლი საზოგადოებაში. ყველაზე უფრო ცნობილი კონსტრუქტივისტი, ალექსანდრე ვენდტი თავის 1992 წლის სტატიაში ამბობს,რომ ”ანარქია არის ის,რასაც სახელმწიფოები ქმნიან მისგან”. ამით მას სურს მიგვანიშნოს,რომ ანარქიული სისტემა,რომელიც ნეორეალისტური თეორიის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნების ურთიერთობებს, არის თავად სახელმწიფოების მიერ სოციალურად კონსტრუირებული და რეპდროდუცირებული ფენომენი. მაგალითად,თუ სისტემაში წამყვანი იდეა არის ანარქია, როგორც სიცოცხლისა და სიკვდილის სიტუაცია(ანუ ვენდტის ტერნიმოლოგიის მიხედვით ”ჰობსისეული ანარქია”), მაშინ სისტემა შეიძლება დავახასიათოთ როგორც კონფლიქტური და საომარი. სხვა მხრივ, ანარქია შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დროებითი შეზღუდვა(ე.წ.”ლოკისეული ანარქია”), სანამ არ ჩამოყალიბდება უფრო მშვიდობიანი სისტემა. ამ გაგებით ანარქია დაფუძნებულია სახელმწიფოთა ურთიერთობების ფორმაზე და იგი არ წარმოადგენს გარდაუვალ და ბუნებრივ მდგომარეობას. თეორიას ჰყავს კრიტიკოსები ეპისტემოლოგიური დაყოფის ორივე ბანაკიდან. პოსტპოზიტივისტები მიიჩნევენ,რომ კონსტრუქტივიზმის მიერ სახელმწიფოზე ფოკუსირება ეთნიკურობის/რასის/კლასის/გენდერის ინტერესების შეწირვით, ერთგვარი პოზიტივიზმია. ვენდტის მიერ რაციონალური არჩევანის თეორიის შეფარული გამოყენება მის კრიტიკოსებს, მაგალითად სტივენ სმიტს,ახალ საბაბს აძლევს. პოზივისტი ნეორეალისტი/ნეოლიბერალისტი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სოციალური კონსტრუქტივიზმი შეიცავს საკმარის პოზიტივისტურ ელემენტებს, იმისათვის, რომ ჩაითვალოს პოზიტივისტურ თეორიად. [რედაქტირება] კრიტიკული თეორიაკრიტიკული თეორია საერთაშორისო ურთიერთობებში არის კრიტიკული მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებთან. თეორიის აპოლოგეტები, ენდრიუ ლინკლეიტერი და რობერტ კოქსი საუბრობენ ადამიანის სახელმწიფოდან ემანსიპაციის აუცილებლობაზე. ამის გამო ეს მიდგომა ითვლება სახელმწიფო-ცენტრული თეორიების კრიტიკად. [რედაქტირება] მარქსიზმიმარქსისტული და ნეომარქსისტული სუ-ს თეორიები უარყოფენ რეალისტურ/ლიბერალურ წარმოდგენებს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტსა და თანამშრომლობაზე. ისინი, ნაცვლად ამისა, ყურადღებას ამახვილებენ ეკონომიკურ და მატერიალისტურ ასპექტებზე. მარქსიზმის მიხედვით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო დამყარებულია ეკონომიკაზე. მარქსისტები საერთაშორისო სისტემას უყურებენ ,როგორც ინტეგრირებულ კაპიტალისტურ სისტემას, რომელიც მიმართულია კაპიტალის დაგროვებისკენ. ამგვარად, კოლონიალიზმის პერიოდმა მოიტანა გასაღების ბაზრები და ნედლეულის წყარო, დეკოლონიალიზმმა კი ამ ყველაფერს ახალი, დამოკიდებულების ფორმა მისცა. მარქსისტულ თეორიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული დამოკიდებულების თეორია,რომლის მიხედვითგანვითარებული ქვეყნები ცდილობენ შეაღწიონ განვითარებად სახელმწიფოებში პოლიტიკური მრჩევლების, მისიონერებისექსპერტების, მულტინაციონალური კორპორაციების მეშვეობით. მათი მიზანია განვითარებადი ქვეყნების ინტეგრაცია ერთიან კაპიტალისტურ სივცრებში. ,რათა ხელი შეუწყონ ღარიბი ქვეყნების დამოკიდებულებას მდიდარ ქვეყნებზე. მარქსისტული თეორიები შეერთებულ შტატებში პოპულარული არაა და დამახასიათებელია უფრო კონტინენტური ევროპისთვის. ასევე პოპულარულია ლათინურ ამერიკაშიც ლიბერაციონალური თეოლოგიის სახით. [რედაქტირება] პოსტსტრუქტურალისტური თეორიებიპოსტსტრუქტურალისტური თეორიები საერთაშორისო ურთიერთობებში განვითარდა პოლიტიკურ მეცნიერებებში პოსტმოდერნული სწავლებებისგან 80-იან წლებში. პოსტსტრუქტურალიზმი იკვლევს ისეთი კონცეპტების, ცნებების კონსტრუქციას, რომლებიც სუ-ს თეორიისთვის ტრადიციულად პრობლემატურად არ ითვლება. მაგალითად, ”ძლიერება” და ”ძალა”. პოსტსტრუქტურალისტურ ანალიზში დიდ როლს თამაშობს ”ნარატივების” განხილვა. მაგალითად, ფემინისტური პოსტსტრუქტურალისტური ნაშრომები აქცენტს აკეთებს ქალების როლზე საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ როგორ მოიაზრებიან ისინი ”უდანაშაულოებად” და ”სამოქალო პირებად” ომის დროს. პოსტსტრუქტურალისტური თეორიების მაგალითებია:
[რედაქტირება] ცნებები[რედაქტირება] სისტემური დონის ცნებებისაერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად გამოყოფენ ანალიზის დონეებს. სისტემური დონის კონცეპტები არის ფართო ცნებები, რომლებიც განსაზღვრავს სუ-ს გარემოს, დახასიათებულს როგორც ანარქია. [რედაქტირება] ძალაცნება ძალა შეიძლება განვსაზღვროთ რესურსების, შესაძლებლობებისა და გავლენის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობებში. ტრადიციულად გამოყოფენ ორი სახის ძალას: ხისტ ძალასა და რბილ ძალას. ”ხისტ ძალაში” იგულისხმება პირდაპირი ძალადობის საშუალებები, მაგალითად არმია. ”რბილი ძალა” ესაა ეკონომიკური, კულტურული და დიპლომატიური გავლენის აღმნიშვნელი სიდიდე. საბოლოოდ, მაინც არ არსებობს მკაფიო გამყოფი ხაზი ამ ორი სახის ძალას შორის. [რედაქტირება] პოლარობაპოლარობა აღნიშნავს ძალთა განაწილებას საერთაშორისო სისტემაში. კონცეფცია წარმოიშვა ცივი ომის პერიოდში, როდესაც არსებობდა ბიპოლარული სისტემა,ანუ დაპირისპირება ორ სუპერსახელმწიფოს შორის. შესაბამისად, 1945 წლამდე საერთაშორისო სისტემა შეიძლება აღიწეროს, როგორც მულტი-პოლარული, ძალთა განაწილებით დიდ ქვეყნებს (Great Powers) შორის. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო გახდა უნი-პოლარული. აშშ დარჩა ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ. საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე თეორია გამოდის პოლარობის ცნებიდან. ძალთა ბალანსი არის კონცეპცია, რომელიც შეესაბამება ევროპის პოლიტიკურ სისტემას პირველ მსოფლიო ომამდე.ძალთა ბალანსი გულისხმობს ძალთა გაერთიანებით(ბლოკებით) ომის თავიდან აცილებას და სისტემის შენარჩუნებას.აღნიშნული კონცეპცია პოპულარული გახდა ცივი ომის პერიოდში კენეტ უოლცის თეორიის წყალობით, სადაც წამოყენებულია ბალანსირებისა და ბენდვაგონინგის(სხვა სახელმწიფოსთვის გვერდში დადგომის) მექანიზმები. ჰეგემონური სტაბილურობის თეორია ასევე ემყარება პოლარობის ცნებას, უფრო ზუსტად კი უნიპოლარულ მდგომარეობას. |