რომის რესპუბლიკა

Res publica Romana
რომის რესპუბლიკა
დევიზი: Senatus Populusque Romanus
(ლათ.: რომის სენატი და ხალხი)
ოფიც. ენა ლათინური
დედაქალაქი რომი
სისტემა Res Publica
სახ. მეთაური ორი კონსული, საგანგებო მდგომარეობებისას დიქტატორი
საკანონმდებლო ორგანო რომის სენატი
დაარსდა ძვ. წ. 510
არსებობა შეწყვიტა ძვ. წ. 27 წლის 16 იანვარი, რომის იმპერიად გარდაქმნა
პირველი კონსულები ლუციუს იუნიუს ბრუტუსი, ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი (ძვ. წ. 509)
უკანასკნელი კონსულები ოქტავიან ავგუსტუსი და მარკუს ვიპსანიუს აგრიპა
წინამორდები რომის სამეფო
შემდგომი წყობა რომის იმპერია

რომის რესპუბლიკა (ლათ.: Res Publica Romanorum) იყო ფაზა ძველი რომის ცივილიზაციაში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მმართველობის რესპუბლიკური ფორმა. ეს პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 510 წელს მონარქიის გადაგდებით და იარსება სანამ სამოქალაქო ომების სერიების შედეგად იმპერიად გარდაიქმნებოდა. იმპერიად გარდასახვის ზუსტი თარიღი ზოგიერთ მოვლენათა ინტერპრეტაციის საკითხია, რომელთა შორს მოიაზრება იულიუს კეისარის მუდმივ დიქტატორად დანიშვნის (ძვ.წ 44) თარიღი, აქციუმის ბრძოლა (ძვ.წ. 31) და რომის სენატის მიერ ოქტავიანესთვის "ავგუსტუსის" ტიტულის მინიჭება (ძვ.წ. 27).

თუმცა ეს განსაზღვრება თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ არის მიღებული და არა თავად იმ დროის რომაელთა მიერ. ადრეულ იულიო-კლაუდიელ იმპერატორებს მიაჩნდათ, რომ რეს პუბლიკა კვლავაც არსებობდა მათი უსაზღვრო ძალაუფლების პროტექციის ქვეშ და რომ ის საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა რესპუბლიკურ ფორმას.


სექციების სია

[რედაქტირება] სახელმწიფო წყობა

იხ. რომაელ კონსულთა სია
Senatus Popolus Que Romanus
Senatus Popolus Que Romanus

მონარქიის დამხობის შემდეგ რომში ჩამოყალიბდა რესპუბლიკური წყობა. რომის მოქალაქეები იყოფოდა პატრიციებად და პლებეებად. რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში ეს გაყოფა ალბათ ქონებრივ ცენზთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიანდელ რესპუბლიკაში პატრიციები პლებეებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ სასულიერო იერარქიაში ჰქონდათ მაღალი ადგილების დაკავების უფლება.

რომის მოქალაქეობა დაპყრობილი ერების მართვის და მათგან გამიჯვნის ინსტრუმენტი იყო. არსებობდა მოქალაქეობის რამოდენიმე დონე. (ასევე არსებობდა ლათინური მოქალაქეობაც).

რომაელი მოქალაქის ტანსაცმელი - ტოგა. მისი ტარების უფლება მხოლოდ მოქალაქეს ჰქონდა.
რომაელი მოქალაქის ტანსაცმელი - ტოგა. მისი ტარების უფლება მხოლოდ მოქალაქეს ჰქონდა.

რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში კრებები (კომიციები) უწინდებურად ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს, არსებობდა კრებების რამოდენიმე სახე: კურიების კრება, ცენტურიების კრება, ტრიბების კრება, პლებეების კრება და უზენაესი ორგანო იყო სენატი. ეს კრებები შესაბამისს საკითხებს წყეტდნენ, მათში მონაწილეობა შეეძლო შესაბამისი კლასის ან გვარის სრულწლოვან მოქალაქეს. ქალებს რომში მოქალაქეობის უფლება არ ჰქონდათ. ამ კრებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო პლებეების კრება და სენატი. კურიების კრებების ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასზე ხდებოდა სენატორების არჩევა და სასამართლოები.

მაგისტრატუსები წარმოადგენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყოველ ზემოხსენებულ კრებას თავისი მაგისტრუსები ჰყავდა. მაგისტრატუსის წოდება ძალიან საპატიოდ ითვლებოდა, მათ უანგაროთ უნდა შეესრულებინათ დაკისრებული საქმე და ხშირად ამისთვის პირადი სახსრების გამოყენება სჭირდებოდათ, მაგისტრები ხელშეუხლებელნი იყვნენ.

რომში არჩევა თანამდებობებზე ერთი წლის ვადით ხდებოდა და მიღებული იყო ერთ თანამდებობაზე ორი პიროვნების არჩევა. მაგალითად უმაღლეს თანამდებობას კონსულობას ყოველთვის ორი ადამიანი იკავებდა, რომლიდანაც ერთერთს ყოველთვის შეეძლო მეორეს მოქმედებებზე ვეტოს დადება. იგივე პრინციპით ხდებოდა არმიის მართვაც. ხოლო უფრო დაბალ თანამდებობებზე ხდებოდა კიდევ უფრო მეტი ადამიანის არჩევა.

გამონაკლისს წარმოადგენდნენ დიქტატორები და ცენზორები. დიქტატორებს ირჩევდნენ საგანგებო საომარ მდგომარეობაში 6 თვის ვადით, რომლის დროსაც იგი ერთპიროვნულად მართავდა სახელმწიფოს. ხოლო ცენზორების არჩევა ხდებოდა 5 წელიწადში ერთხელ 18 თვის ვადით.

რესპუბლიკის პერიოდში სენატი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. სენატორები იყვნენ ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და წარჩინებული გვარების წარმომადგენლები, როგორც წესი ესენი ყოფილი მაგისტრუსები იყვნენ.

[რედაქტირება] იტალიის დაპყრობა

მთავარი სტატია : სამნიტური ომები.
მთავარი სტატია : ლათინური ომი.
მთავარი სტატია : ეტრუსკებთან ომი.
იტალია ძვ. წ. VII-III საუკუნეებში
იტალია ძვ. წ. VII-III საუკუნეებში

რომის რესპუბლიკამ გრძნელი გზა განვლო ქალაქ-სახელმწიფოდან ხმელთაშუაზღის ჰეგემონამდე. ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს და დაწვეს, მაგრამ ამან კი არ მოტეხა რომაელები, არამედ უკვე 40 წლის შემდეგ მათ ლათინური ომის შედეგად დაიმორჩილეს ლათინები, გადაიტანეს სამი სამნიტური ომი, რის შედეგადაც გაბატონდნენ სამხრეთ იტალიაში და ეტრუსკებთან ომმა მოუტანა ეტრუსკებზე ბატონობაც.

რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდში ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ლიდერობდნენ ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები და კართაგენი. მათ შორის განუწყვეტლივ ომები მომდინარეობდა. ძვ. წ. III საუკუნეში საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა გაძლიერებული რომის რესპუბლიკა. იტალიაში არსებული ბერძნული ქალაქები ხანგძლივი ომების შედეგად ძალიან დასუსტდნენ. ამ დროისთვის დამოუკიდებლობა მხოლოდ იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქემბა, ელიუსმა და რეგიუსმა შეინარჩუნეს. სიცილიაზე ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო სირაკუზები, რომელსაც მთელი კუნძული ემორჩილებოდა, მაგრამ კართაგენთან ხანგძლივი ომების შედეგად ისიც ძალიან დასუსტდა.

მთავარი სტატია : პიროსთან ომი.

რომაელებმა აპენინების ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის დაბყრობის შემდეგ, გაილაშქრეს იტალისს ბერძნულ ქალაქებზე. ძვ. წ. 280 წელს ბერძნულმა ქალაქმა ფურიუსმა რომაელებს დახმარება სთხოვეს. რომიდან დიდძალი ლაშქარი გაეშურა დასახმარებლად, თავდამსხმელები უკუაქციეს, და რომაელებმა ქალაქში გარნიზონი დატოვეს. ტარენტას (სხვა ბერძნული ქალაქი) მოსახელეობა ამით უკმაყოფილო დარჩა, მათ გაილაშქრეს ფურიუსზე და გააგდეს იქედან რომაელები, ამან რომსა და ტარენტუმს შორის ომი გამოიწვია.

პირველ შეტაკებაში რომაელებმა გაიმარჯვეს. ტარენტელებმა ეპიროსის მეფეს პიროსს, თავისი ეპოქის ერთერთ უდიდეს მხედართმთავარს, მიმართეს დახმარებისთვის. ძვ. წ. 280 წლის გაზაფხულს პირუსმა იტალიაში გადმოსხა არმია, რომელშიც 20 საბრძოლო სპილოც იყო. პიროსის და რომაელების პირველი ბრძოლა ქალაქ ჰერაკლიასთან მოხდა. რომაელები ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ და მთელი სამხრეთ იტალია, ნეაპოლის და კაპუას გარდა დაკარგეს.

ქალაქ რომის გეგმა რესპუბლიკის პერიოდში
ქალაქ რომის გეგმა რესპუბლიკის პერიოდში

შემდეგ წელს პიროსმა ისევ დაამარცხა რომაელები, მაგრამ იმხელა დანაკარგი ჰქონდა, რომ როდესაც მას ამის შესახებ შეატყობინეს, პირუსმა თქვა "კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ეპიროსში მარტო მომიწევს დაბრუნება!". ამის შემდეგ პიროსის მდგომარეობა იტალიაში ძალიან გართულდა, მას აღარ ჰქონდა იტალიაში ომის გაგრძელების საშუალება, თან ბერძნული ქალაქები მისით უკმაყოფილებას გამოთქვავდნენ. ამ მიზეზებიდან გამომდინარე პიროსმა დაიწყო რომთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ რომაელები შეეკვრნენ კართაგენს სირაკუზას წინააღმდეგ და განაგრძეს პიროსთან ომი.

ძვ. წ. 278 წელს პიროსი გაემგზავრა სიცილიაში, ბერძნული პოლისების კართაგენელებისგან დასახსნელად. თავიდან მან რამდენიმეჯერ დაამარცხა კარტაგენელები და თითქმის განდევნა სიცილიიდან, მაგრამ იგი უხეშად ერეოდა ბერძნული დემოკრატიული პოლისების შიდა ცხოვრებაში, როთაც ბერძნების უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთი ქალაქი საერთოდ კართაგენელების მხარეს გადავიდა. კართაგენელებმა ამით ისარგებლეს და ჯარი გადმოსვეს სიცილიაზე. პიროსმა ყველაფერი დაკარგა, სირაკუზას გარდა. ამ დროს იტალიაში რომაელებმა განაახლეს ბერძნული ქალაქების დაპყრობა, რომლებიც წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. პიროსმა დატოვა სიცილია და იტალიისკენ გაემგზავრა, მაგრამ გზად კართაგენის ფლოტი დაესხა თავს და ნახევარზე მეტი გემები ჩაუძირა.

ძვ. წ. 275 წელს ქალაქ ბენევეტუმთან მოხდა რომაელებსა და პიროსს შორის გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც პიროსი სასტიკად დამარცხდა და მოუწია იტალიიდან გაქცევა. ამ გამარჯვებამ გააადვილა დანარჩენი იტალიის დაპყრობა. ძვ. წ. 267 წელს რომაელებმა დაასრულეს იტალიის დაპყრობა.

[რედაქტირება] პუნიკური ომები

ჩვ. წ. აღრ-მდე III საუკუნის შუა წლებისთვის დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთზე ბატონობდა კართაგენი. დასუსტებული ბერძნული პოლისები მას წინააღმდეგოლას ვეღარ უწევდნენ. ამ დროისთვის კართაგენი იკავებდა ჩრდილოეთ აფრიკას, სამხრეთ ესპანეთს, სიცილიის დასავლეთ ნაწილს, კორსიკას და სარდინიას. კართაგენს ჰყავდა ძლიერი არმია და იმ დროისთვის საუკეთესო ფლოტი.

[რედაქტირება] პირველი პუნიკური ომი

მთავარი სტატია : პირველი პუნიკური ომი.

ყოფილ მოკავშირეებს შორის პირველი ომის დაწყების მიზეზი სიცილია გახდა. რომმა იტალიის დაპყრობის შემდეგ სიცილიის დაკავებაც განიზრახა. ძვ. წ. 264 წელს რომაელებმა და კართაგენელებმა გადმოსხეს ჯარები სიცილიაზე. ძვ. წ. 262 წელს რომაელებმა სიცილიაზე კართაგენელების უმნიშვნელოვანესი ქალაქი აგათოკლი დაიკავეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ მეტ წარმატებას ვეღარ მიაღწევდნენ, რადგან კართაგენის ფლოტი უფრო ძლიერი იყო. რომაელებმა მოკლე დროში მოახერხეს 120 საბრძოლო გემის აშენება. რომაელები ჯერ ცუდად ფლობდნენ საზღვაო ბრძოლის მეთოდებს, ამიტომაც მოიგონეს აბორდაჟის ხიდები, რომლებსაც გადაისროდნენ მტრის გემზე და ლეგიონერები ახერხებდნენ მტერთან ხელჩართულ ბრძოლას.

ახალმა ფლოტმა პირველი გამარჯვება ძვ. წ. 260 წელს მოიპოვა მილოსის კუნძულებთან. ძვ. წ. 256 წელს რომაელები აფრიკაში გადავიდნენ, მაგრამ კართაგენის დაპყრობა ვერ მოახერხეს. ხოლო ძვ. წ. 251 წელს რომაელებმა მოახერხეს სიცილიის თითქმის მთლიანად დაკავება. გადამწყვეტმა ბრძოლებმა ისევ ზღვაზე გადაინაცვლა, სადაც რომაელებმა ძვ. წ. 241 წელს მოიპოვეს საბოლოო გამარჯვება სიცილიის დასავლეთ ნაპირებთან ეგატეს კუნძულებთან. ამ ომის შედეგად კართაგენმა რომს დაუთმო სიცილია და გადაუხადა დიდძალი კონტრიბუცია.

ჰანიბალი
ჰანიბალი

[რედაქტირება] მეორე პუნიკური ომი

მთავარი სტატია : მეორე პუნიკური ომი.

ძვ. წ. 218 წელს მთელი სამხრეთ ესპანეთი ქალაქ სარგუნტუმის გარდა კართაგენს ემორჩილებოდა. იმ დროს ესპანეთის მმართველი ჰანიბალი იყო. ჰანიბალმა კარგად იცოდა რომ სარგუნტუმის დაკავების მცდელობა რომთან ომს გამოიწვევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ძვ. წ. 218 წელს გაილაშქრა ამ ქალაქზე. ამან მეორე პუნიკური ომის დაწყება გამოიწვია. რომაული ჯარი ორად უნდა გაყოფილიყო, ერთი ნაწილი ერთ კონსულს აფრიკისკენ უნდა წაეყვანა, ხოლო მეორე ნაწილი კი ზღვით ესპანეთში უნდა გადასულიყო, მაგრამ ჰანიბალის მოქმედებებმა ეს გეგმა ჩაშალა.

ძვ. წ. 218 წლის გაზაფხულს ჰანიბალი იტალიისკენ დაიძრა არმიით, რომელშიც 80 ათასი ფეხოსანი, 12 ათასი ცხენოსანი და 37 საბრძოლო სპილო იყო. ალპებზე გადასვლას ჰანიბალის არმია 33 დღე მოუნდა, თან დანაკარგებიც უდიდესი იყო, ჰანიბალს მხოლოდ 20 ათასი ქვეითი, 6 ათასი ცხენოსანი და ორიოდე სპილო დარჩა.

რომაულ ჯართან პირველი ორი ბრძოლა ტრებიუსის და ტიცინუსის მდინარეებთან ჰანიბალმა მოიგო და მომდევნო წლის გაზაფხულზე გაილაშქრა ეტრურიისკენ. გაიუს ფლამინიუსი თავისი ჯარით დაედევნა ჰანიბალს, ამ უკანასკმელმა კი რომაელები შეიტყუა ვიწყო ველზე ტრასიმენის ტბასა და ბორცვებს შორის, სადაც სასტიკად დაამარცხა რომაელები. როდესაც რომში ამის შესახებ შეიტყვეს, ქალაქში პანიკა დაიწყო, მაგრამ ჰანიბალს არ უცდია რომის დაპყრობა, რადგან ხანგძლივი ალყა დამატებითი რესურსების გარეშე სარისკო იყო. იგი გაემართა სამხრეთით და ცდილობდა იტალიკების რომაელების წინააღმდეგ განწყობას და მათ გამოყენებას.

რომის ჯარს სათავეში დიქტატორი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი ჩაუდგა. იგი ჰანიბალის ჯარს ფეხდაფეხ მისდევდა, ანადგურებდა სურსათის საწყობებს, თავს ესხმოდა მცირე რაზმებს, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლისგან თავს იკავებდა. მიუხედავად ამ ტაქტიკის წარმატებულობისა, კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსს დიქტატორობის ვადა არ გაუგრძელეს. ძვ. წ. 216 წელს არჩეული იყვნენ ახალი კონსულები, რომლებიც ერს ომის მოკლე ვადაში დასრულებას დაპირდნენ. იმავე წლის ივლისში კანებთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ჰანიბალმა ისევ გაიმარჯვა.

ამ ბრძლის შემდეგ ჰანიბალის მხარეს გადავიდა სამხრეთ იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სიცილიაში -სირაკუზა, მაკედონიელებმა კი შესთავაზეს სამხედრო დახმარება. მიუხედავად ამისა, ეს აღმოჩნდა ჰანიბალის უკანასკნელი დიდი წარმატება, კართაგენის მთავრობამ არ დაუჭირა მას მხარი და არ მიაწოდა დამატებითი რეზერვები, რომაელებმა კი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის სტრატეგიით განაგრძეს ომი, რამაც უკვე ძვ. წ. 213 წლისთვის საშუალება მისცა მათ საბრძოლო მოქმედებები იტალიის ტერიტორიის გარეთ გადაეტანათ. ამ წელს მათ გადასხეს ჯარები სიცილიაში, ხოლო ძვ. წ. 211 წელს სირაკუზა ისევ დანებდა რომს.

ესპანეთში გაგზავნეს ახალგაზრდა მხედართმთავარი პუბლუის კორნელიუს სციპიონი, რომელსაც მოგვიანებით აფრიკელი შეარქვეს.

სციპიონ აფრიკელი
სციპიონ აფრიკელი

ძვ. წ. 209 წელს მან დაიკავა ახალი კართაგენი (ესპანეთში).

იტალიაშიც რომაელები უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ, მათ დაიბრუნეს ჰანიბალის მხარეს გადასული ქალაქების უმეტესობა. ჰანიბალის მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც მისი ძმის ჯარები, რომლებიც ალპებით გადმოვიდა იტალიაში ჰანიბალის დასახმარებლად, რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს.

ძვ. წ. 205 წელს სციპიონი დაბრუნდა ესპანეთიდან და დაიწყო გეგმის ახალი ეტაპის - აფრიკაში გადასვლის განხორციელება. კართაგენის მმართველებმა დახმარება ჰანიბალს სთხოვეს, რომელიც მიუხედავად იმისა რომ 15 წლის მანძილზე არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, იძულებული გახდა ეღიარებინა იტალიის ლაშქრობის სრული კრახი.

ძვ. წ. 202 წლის გაზაფხულზე ზამასთან ბრძოლაში ჰანიბალი ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დამარცხდა. მომდევნო წელს ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც კართაგენისთვის ძალიან დამამცირებელი იყო.

მეორე პუნიკური ომის შედეგად კართაგენმა დაკარგა ესპანეთი და ყველა ზღვისგაღმა ტერიტორია, ეკრძალებოდა რომის ნებართვის გარეშე ომების წარმოება და ჩამოერთვა მთელი ფლოტი და საბრძოლო სპილოები. რომი კი ამ ომის შედეგად ხმეთაშუა ზღვის ერთადერთი ჰეგემონი გახდა.


მცირე აზიაში რომის გავლენის ზრდა
მცირე აზიაში რომის გავლენის ზრდა

[რედაქტირება] საბერძნეთის და მაკედონიის დაპყრობა

მეორე პუნიკური ომის დროს მაკედონიის მეფემ ფილიპე V-მ და ჰანიბალმა ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს, მაგრამ მაშინ მაკედონიას არ შეეძლო საბრძლო მოქმედებებშიაქტიური მონაწილეობის მიღება, რადგან არ ჰყავდათ საკმარისად ძლიერი ფლოტი. იმ დროინდელ საბერძნეთში ძალიან არასტაბილური სიტუაცია იყო. რომი თავდაპირველად არ ერეოდა საბერძნეთის საქმეებში, ხოლო სირაკუზას დაკავების შემდეგ დაიწყო აღმოსავლეთით უფრო აქტიური პოლიტიკის გატარება. ნაწილი ქალაქების მიემხრო რომაელებს, ნაწილი კი მაკედონიას. რომმა თავისი ექსპანსია საბერძნეთში ბერძნული თავისუფლებების დაცვის ეგიდით დაიწყო.

ძვ. წ. 204 წელს მაკედონელებმა და რომაელებმა ზავს მოაწერეს ხელი, რომლის შემდეგ ფილიპეს დროებით მოუწია საბერძნეთის მიმართულებით აგრესიის შეზღუდვა, რომელიც მან ეგეოსის ზღვის კუნძულებისკენ მიმართა. პუნიკური ომის დამთავრების შემდეგ რომს განზრახული ჰქონდა სუსტი საბერძნეთის დამორჩილება, მაგრამ ეს მაკედონიის დამარცხების გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ რომის სენატმა დაიწყო მაკედონიასთან ომისთვის აქტიური მზადება.

ომის დაწყების ფორმალური მიზეზი გახდა ეგვიპტის, პერგამოსის და როდოსის რომისთვის დახმარების თხოვნა. ძვ. წ. 200 წლის ბოლოს რომაელებმა გადმოსხეს ჯარი ილირიაში. ორი წლის მანძილზე ომში უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ ფლობდა, მაგრამ ძვ. წ. 197 წელს რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს მაკედონიელები კინოსკეთალიასთან ბრძოლისას. ამის შემდეგ ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მაკედონიელებს უნდა დაეთმოთ დაპყრობილი ტერიტორიები ეგეოსის ზღვაში და საბერძნეთში, ასევე ჩაებარებინათ ფლოტი, გადაეხადათ კონტრიბუცია და ფილიპეს უმცროსი ვაჟი მძევლად უნდა წასულიყო რომში.

ფორმალურად ბერძნული პოლისები დამოუკიდებლები დარჩნენ, მაგრამ რომაული გარნიზონები ისევ იდგნენ ციხე-სიმაგრეებში და რომის სენატი წყვეტდა პოლისების ბედს. რომაელებმა პრაქტიკულად გაქურდეს ბერძნული ქალაქები "მადლობის ნიშნად" გამოართვეს ძვირფასი საჩუქრები. ამით ბევრი პოლისი ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

ელადაში ჯარები გადმოსხა ანტიოქე III-მ სელევკიდების მეფემ. იგი ეფესოში გამაგრდა და დაიწყო რომაელებისთვის ახალდაპყრობილი ქალაქების წართმევა. მას მხარს ჰანიბალიც უჭერდა, რომელიც სირიაში გაიქცა და ანტიოქეს სამხედრო მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა. რომაელებსა და ანტიოქეს შორის ნამდვილი დიპლომატიური ომი დაიწყო, რის შედეგადაც საბერძნეთი ორ მტრულ ბანაკად გაიყო. პირველ ბრძოლაში რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს ანტიოქე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თავი ეფესოს შეაფარა. რომაელებმა ზღვაზეც გაიმარჯვეს და მცირე აზიაში განდევნეს სელევკიდები.

გადამწყვეტი ბრძოლა რომაელებსა და სელევკიდებს შორის მოხდა ძვ. წ. 190 წელს მაგნესიუმთან, სადაც რომაელებმა გაიმარჯვეს. ძვ. წ. 188 წელს კი ანტიოქე იძულებული გახდა მოეწერა ზავისთვის ხელი, რომლის მიხედვითაც ანტიოქე უარს ამბობდა დაპყრობილ ტერიტორიებზე, იხდიდა კონტრიბუციას და ჰანიბალი უნდა გადაეცა რომისთვის. ჰანიბალმა კი თავი მოიკლა.

ამ მოვლენების შემდეგ რომის გავლენა ელადაში კიდევ უფრო გაიზარდა. მაკედონია კი ახალი ომისთვის ემზადებოდა. რომმა საპასუხოდ ომისთვის დიპლომატიური მზადება დაიწყო, რის გამოც მაკედონიის მესამე ომის დაწყებისთვის ძვ. წ. 171 წელს, მიუხედავად ძლიერი ანტირომული განწყობებისა, მაკედონიას მაინც არ დაუჭირეს მხარი ბერძნულმა პოლისებმა.

ძვ. წ. 168 წელს რომაელებმა პიდნასთან ბრძოლაში დაამარცხეს მაკედონიის ჯარი, რის შემდეგაც მაკედონიის სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა.

ძვ. წ. 149-ძვ. წ. 146 წლებში საბერძნეთში და ყოფილი მაკედონიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდა რამდენიმე აჯანყება რომაელების წინააღმდეგ. ყველა ეს აჯანყება რომაელებმა ჩაახშეს.

ამ ომების პერიოდში რომაელებმა ასევე დაიმორჩილეს როდოსი, პერგამი და დაიწყო რომის ექსპანსია მცირე აზიაში. კაპადოკია მალევე დაემორჩილა რომს და მიიღო "რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის" სტატუსი. მეორე საუკუნის შუა ხანებში ასევე პონტოს მეფესაც მოუწია "რომაელი ხალხის მეგობარი და მოკავშირე" გამხდარიყო.

[რედაქტირება] მესამე პუნიკური ომი

მთავარი სტატია : მესამე პუნიკური ომი.

სანამ რომის ყურადღება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთზე იყო მიპყრობილი, კართაგენმა დაიწყო ეკონომიკური აღორძინება. მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) ფიქრობდა, რომ კართაგენის ასეთი გაძლიერება საშიში იყო და ახალი პუნიკური ომის დაწყება საჭიროდ მიაჩნდა. იგი ყოველ თავის გამოსვლას ასრულებდა სიტყვებით: "Ceterum censeo Carthaginem esse delendam" - "მაინც ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა გავანადგუროთ".

კართაგენის ნანგრევები
კართაგენის ნანგრევები

ომის დაწყების საბაბად გამოიყენეს კართაგენსა და ნუმიდიელებს შორის შეტაკება, მიუხედავად იმისა, რომ კართაგენი დამარცხდა, ეს მაინც იყო ძვ. წ. 201 წლის შეთანხმების დარღვევა. რომაელებმა ჯერ მთელი იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს კართაგენელებს, როდესაც ეს პირობა შესრულდა, უბრძანეს მოსახლეობას დაეტოვებინათ ქალაქი, რადგან იგი უნდა დანგრეულიყო. კართაგენელები გამაგრდნენ ქალაქში. 149 წელს რომაელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, ალყაში კართაგენი 2 წელიწადზე მეტი იყო. ძვ. წ. 147 წელს რომაელების ჯარს სათავეში ჩაუდგა კორნელიუს სციპიონ ემილიანუსი, სციპიონ აფრიკელის შვილიშვილი. ძვ. წ. 146 წლის გაზაფხულზე დაიწყეს ქალაქის შტურმი. ქუჩებში ბრძოლები ერთი კვირა გაგრძელდა, ხოლო კართაგენელების დამარცხების შემდეგ სენატმა გადაწყვიტა ქალაქის განადგურება. კართაგენი 16 დღე იწვოდა, რის შემდეგაც ეს ადგილი რომაელებმა დაწყვევლილად გამოაცხადეს, ხოლო კართაგენის ტერიტორია აფრიკის პროვინციას შეუერთეს. ძვ. წ. 133 წელს რომაელებმა საბოლოოდ დაიმორჩილეს ესპანეთის კართაგენის ნაწილიც.

[რედაქტირება] რესპუბლიკის კრიზისი

პუნიკური ომების შემდეგ რომის ტერიტორიები თითქმის მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთს მოიცავდა, მაგრამ სახელმწიფო წყობა, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც რომი ჯერ კიდევ ქალაქი-სახელმწიფო იყო, უვარგისი აღმოჩნდა ახალშობილი იმპერიისთვის. რომს ამ დროს 9 პროვინცია ჰქონდა, ამ პროვინციების მართვის ერთიანი პრინციპი კი არ არსებობდა. ყოველი ახალი მმართველი გამოსცემდა ედიქტს, რომელშიც იტყობინებოდა, თუ როგორ აპირებდა პროვინციის მართვას. მმართველი ინიშნებოდა 1 წლის ვადით, იგი არ იყო ვალდებული პასუხი ეგო ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, ამგვარად პროვინციის მოსახლეობას არ ჰქონდა არანაერი საშუალება ეჩივლა მმართველის უსამართლობაზე.

რომის ლეგიონებში მსახურობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ თავისუფალ რომის მოქალაქეებს, ვისაც საკუთარი თავის იარაღით უზრუნველყოფა შეეძლო. II საუკუნის მეორე ნახევარში კი იტალიაში დიდმა მიწათმფლობელებმა შთანთქეს მცირე და საშუალო მიწათმფლობელების დიდი ნაწილი, ამგვარად იმპერიის ზრდასთან ერთად მოხდა ლეგიონებში მსახურობის მქონე მოქალაქეების რაოდენობის შემცირება. ამ დროისთვის კრიზისმა უკვე ისეთი სახე მიიღო რომ მისი იგნორირება შეუძლებელი გახდა.

სციპიონუს ემილიანუსმა და ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსმა შემოიტანეს სენატში მიწების გადანაწილების პროექტი, რათა შეზღუდულიყო დიდი ლატიფუნდიების მიწების ზომები და ჩამოჭრილი ჭარბი ნაკვეთები თავიდან გადანაწილებულიყო თავისუფალ ხალხს შორის. მაგრამ ეს პროექტი არ მიიღეს მდიდარმა სენატორებმა და დიდმა მიწათმფლობელებმა, ხოლო სახალხო კრებაზე პროექტმა ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა. დაინიშნა აგრარული კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ლატიფუნდიებისთვის ჩამოჭრილი მიწები გადაენაწილებინა ღარიბ მიწათმფლობელებს შორის. მდიდარი მიწათმფლობელები არ შეეგუვნენ ამას და ტიბერიუსის ტრიბუნად მეორე ვადით არჩევნებზე ფორუმს შეუსიეს შეიარაღებული ხალხი. დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც ტიბერიუსი და მისი 400 მომხრე მოკლეს.

ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსი
ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსი

მიუხედავად ამისა, სენატმა ვერ გაბედა ტიბერიუსის მიერ შექმნილი აგრარული კომისიის დაშლა. ძვ. წ. 123 წელს ტიბერიუსის მომხრეებმა ტრიბუნად აირჩიეს მისი უმცროსი ძმა გაიუს სემპრონიუს გრაკხუსი. გაიუსმა სენატში შეიტანა პროვინციების კოლონიზაციის კანონი, მან შესთავაზა დანგრეული კართაგების ადგილზე კოლონიის შექმნა, სადაც რომაელ პლებეებს დაურიგებდნენ მიწებს. ეს წინადადება მოიწონეს როგორც პლებეებმა, ასევე მხედრებმა. ამის შემდეგ მან შემოიტანა პროექტი, რომლის მიხედვითაც იტალიკებს უნდა მინიჭებოდათ რომის მოქალაქეობა. ამ წინადადებამ მის მომხრეებში განხეთქილება გამოიწვია. ამის შემდეგ გაიუსი ისევე მოაკვლევინეს ამ პროექტის მოწინააღმდეგეებმა, როგორც მისი უფროსი ძმა.

ძვ. წ. 111 წელს სენატმა გამოსცა კანონი, რომელმაც გრაკხუსების რეფორმებს ხაზი გადაუსვა. ამ კანონის მიხედვით აგრარული კომისიის მიერ დარიგებული მიწების გაყიდვა გახდა შესაძლებელი. ამან გამოიწვია მიწების დიდ მიწათმფლობელებში კიდევ უფრო მეტად კონცენტრაცია.

გრაკხუსების მოძრაობის ჩახშობის მერე რომში ფართოდ გაიშალა ოპტიმატების (მდიდარი მიწათმფლობელების) და პოპულარების (პლებეების მომხრეების) ბრძოლა. არც ერთ პარტიას არ ჰქონდა არც კონკრეტული პროგრამა არც მუდმივი ხელმძღვანელები, ხშირად ხდებოდა ერთი პარტიიდან მეორეს მხარეს გადასვლა, ეს განპირობებული იყო კლიენტურის ინსტიტურით და პირადი ნაცნობობით.

[რედაქტირება] დიქტატორი სულა და მარიუსი

გაიუს მარიუსი
გაიუს მარიუსი

ორ პარტიას შორის დაპირისპირების გამწვავება გამოიწვია აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმაც. კართაგენის ყოფილ ტერიტორიაზე დასახლებულ რომაელ კოლონისტებსა და მეზობელ ნუმიდიელებს შორის მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი. ძვ. წ. 112 წელს პოპულარებმა აიძულეს სენატი, გამოეცხადებინა ომი ნუმიდიის მეფისთვის, იუგურტასთვის. ამ ომში თავი გამოიჩინა ახალგაზრდა და ნიჭიერმა მხედართმთავარმა გაიუს მარიუსმა. ძვ. წ. 105 წელს, იუგურტას დამარცხების შემდეგ კი მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. ძვ. წ. 107 წელს იგი აირჩიეს კონსულად. მარიუსმა ჩაატარა სამხედრო რეფორმა, რომელმაც რომის შემდგომ ისტორიაზე ძლიერი გავლენა იქონია.

ამ რეფორმის თანახმად ჯარში შეეძლო წასვლა ნებისმიერ ბრძოლისუნარიან მამაკაცს. მათ 16 წელი უნდა ემსახურად, რის შემდეგაც ყოველი ვეტერანი მიიღებდა მიწას. ამავე დროს მარიუსი ჯარისკაცებს დაპირდა ომებში მოპოვებული ნადავლის განაწილებას. ამით მრავალი გაღატაკებული რომაელი მოიხიბლა. მარიუსის არმიამ თავი გერმანულ ტომებთან ომში წარმატებით გამოიჩინა.

ამ დროს სიტუაცია იტალიაში უფრო და უფრო დაიძაბა. სიცილიაში ძვ. წ. 104 და ძვ. წ. 101 წლებში ზედიზედ ორჯერ მოხდა მონათა აჯანყება, რომლის ჩახშობაც რომაელებს ძალიან გაუჭირდათ. მეორე აჯანყებას იქაური პლებსიც და თავისუფალი პროლეტარებიც შეუერთდნენ. ძვ. წ. 100 წელს მარიუსი მეექვსედ გახდა კონსული. ის და მისი მომხრეები გრაქხების რეფორმის გაგრძელებას შეუდგნენ, მაგრამ ისინი ძირითადად მარიუსის ვეტერანებს ეყრდნობოდნენ, რომლებსაც უნდა მიეღოთ მიწები. ამრიგად სახალხო კრებაზე კანონი მიიღეს. ამ კანონში ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით სენატორებს უნდა დაეფიცათ, რომ ისინი არ შეეწინააღმდეგებოდნენ რეფორმის განხორციელებას.

ძვ. წ. I საუკუნის მონეტა მგლის გამოსახულებით, რომელმაც ლეგენდის თანახმად, რომულუსი და რემუსი გამოკვება
ძვ. წ. I საუკუნის მონეტა მგლის გამოსახულებით, რომელმაც ლეგენდის თანახმად, რომულუსი და რემუსი გამოკვება

მარიუსის ვეტერანებმა მიიღეს მიწები, მაგრამ შემდეგ რეაქციულმა ძალებმა ისევ იმარჯვეს და მარიუსს მოუწია რომიდან წასვლა. ამასთან ერთად წამოიჭრა ახალი პრობლემა - მდიდარ იტალიკებს სურდათ რომის მოქალაქეობის მიღება. ძვ. წ. 91 წელს სახალხო ტრიბუნმა ლივიუს დრუზმა სცადა გამოეცა მათ მხარდასაჭერად კანონი, რათა აღედგინა ძლიერი რესპუბლიკა ძლიერი მიწათმფლობლებით და მრავალრიცხოვანი გლეხობით, მთელი იტალიის მოსახლეობა შეიკრიბა ამ კანონის მხარდასაჭერად, მაგრამ სენატორებმა მოაკვლევინეს დრუზი, რითიც იტალიკების განრისხება გამოიწვიეს. ძვ. წ. 90 წელს დაიწყო აჯანყება, რომელიც ისტორიაში "მოკავშირეთა ომის" სახელწოდებით შევიდა. რომისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო, რადგან ლეგიონების დიდ ნაწილს იტალიკები შეადგენდნენ. სენატს მოუწია დათმობაზე წასვლა, 90 წლის ბოლოს გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც იტალიკები, რომლებმაც რომის ერთგულება შეინარჩუნეს ხდებოდნენ რომის მოქალაქეები. ძვ. წ. 88 წელს კი გამოიცა კანონი, რომლითაც ყველა იტალიკი ვინც განიარაღდებოდა მიიღებდა მოქალაქეობას.

დიქტატორი სულა
დიქტატორი სულა

რომაელებმა მოახერხეს აჯანყების ჩახშობა, მაგრამ მათ მოუწიათ იტალიკების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ახალი მოქალაქეებისგან შეადგინეს 10 ახალი ტრიბი. ახალი დაპირისპირების საბაბი გახდა ის, თუ ვის უნდა ეხელმძღვანელა პონტოსთან დაწყებულ ომში. მარიუსმა მოიპოვა ახალი ტრიბების და პლებსის მხარდაჭერა, მაგრამ ლუციუს კორნელიუს სულამ ალყა შემოარტყა რომს და სენატი აიძულა მისთვის დაეთმოთ ამ ომში მხედართმთავრობა. სულამ სენატს ახალი კანონები შემოაღებინა, რომლის მიხედვითაც სახალხო კრების და ტრიბუნების ძალაუფლება ძალიან შემცირდა. 88 წელს კონსულების არჩევნებზე სულას მცდელობების მიუხედავად, მასთან ერთად გაიმარჯვა ლუციუს კორნელიუს ცინამ, რომელიც მარიუსის მომხრე იყო.

ამის შემდეგ სულა გაემგზავრა პონტოელებთან საომრად, რადგან გაძლიერებულმა პონტოს სამეფომ დაიწყო მცირე აზიასა და ელადაში რომაული ქალაქების დაპყრობა. მარიუსი კვლავ დაბრუნდა რომში, მან და ცინამ განაგრძეს რეფორმების განხორციელება. მათ მხარი არა მარტო გაღარიბებულმა მოსახლეობამ დაუჭირა, არამედ მონებმაც. რომში მონები აჯანყდნენ და მარიუსს შეუერთდნენ, სენატმა ამის შეჩერება ვერანაერად შეძლო. მარიუსმა დაიწყო თავისი მოწინააღმდეგეების სასტიკი დევნა, მაგრამ მარიუსი ამ მოვლენების შემდეგ მალე მოკვდა, მალე კი ცინაც მოკლეს აჯანყებულმა ჯარისკაცებმა.

ამასობაში კი სულამ დაამარცხა