პორტუგალიური ენა

პორტუგალიური ენაპორტუგალიელთა და ბრაზილიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის რომანულ ენებს .

სექციების სია

[რედაქტირება] ზოგადი ცნობები

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: >160 მლნ
  • ენის კოდი: pt
  • სახელწოდება: pt - Português; en - Portuguese; eo - Portugala
  • დამწერლობა: ლათინური

[რედაქტირება] სტატუსი

ოფიციალური ენა:


[რედაქტირება] გრამატიკა

პორტუგალიურ ანბანში 23 ასოა, ნასესხებ სიტყვებში გამოიყენება აგრეთვე y, k და w. ენაში არის დიგრაფები - nh, lh, ch, ss. დიგრაფების გარდა, ასო h არ გამოითქმება. მახვილის ნიშანი ერთდროულად გამოხატავს აქცენტსაც და ხმოვნის ღია და დახურულ მდგომარეობას. სტრიქონსზედა ნიშანი '~' ხმოვნის ან დიფთონგის ცხვირისმიერ წარმოთქმას აღნიშნავს.

პორტუგალიის თავისებურება ის არის, რომ მისი ენობრივი ცენტრი (კოიმბრისა და ლისაბონის რაიონები) უფრო სამხრეთით მდებარეობს, ვიდრე ესპანეთის ასეთივე ცენტრი. ამის გამოზოგიერთი ენობრივი ნიშანი, რაც ესპანურში სამხრეთ დიალექტებში შეინიშნება, პორტუგალიაში საერთო ლიტერატურული ნორმაა.

...

[რედაქტირება] ლექსიკა

პორტუგალიური ენა ჩამოყალიბდა გვიანდელი ლათინურის ლუზიტანური ვარიანტის საფუძველზე კელტური და იბერიული სუბსტრატების მონაწილეობით. რომაული პროვინცია ლუზიტანიისაგან პორტუგალიურ ენაში შემორჩა სიტყვები: luso - ლუზოფონი, idioma luso - პორტუგალიური ენა, lusófilo - პორტუგალისტი.


ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Olá
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Bem-vindo
  • გმადლობთ - Obrigado; Obrigada
  • კი / არა - Sim / Não
  • გეთაყვა - Se faz favor; Por favor
  • ნახვამდის - Adeus; Até a vista; Até logo

რიცხვები

  • 1 - um/uma, 2 - dois/duas, 3 - três, 4 - quatro, 5 - cinco, 6 - seis, 7 - sete, 8 - oito, 9 - nove, 10 - dez, 11 - onze, 12 - doze, 13 - treze, 14 - quatorze, 15 - quinze, 16 - dezesseis, 17 - dezessete, 18 - dezoito, 19 - dezenove, 20 - vinte, 21 - vinte e um/uma, 22 - vinte e dois/duas, 30 - trinta, 40 - quarenta, 50 - cinqüenta, 60 - sessenta, 70 - setenta, 80 - oitenta, 90 - noventa, 100 - cem/cento, 200 - duzentos/-as, 300 trezentos/-as, 400 - quatrocentos/-as, 500 - quinhentos/-as, 600 - seiscentos/-as, 700 - setecentos/-as, 800 - oitocentos/-as, 900 - novecentos/-as, 1000 - mil


wymiana linkami wymiana linkami SEO Tools wymiana linkami system wymiany linków kreatyna Gry Online Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Kredyty odnawialne