პორტალი:საქართველოს ისტორია

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

საქართველოს ისტორიის კარიბჭეში

საქართველოს ისტორია დასაბამს ძვ. წ. I ათასწლეულიდან იღებს და დღემდე მრავალ ქარცეცხლში გამოიარა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზათა გასაყარზე მდებარეობის გამო. კოლხეთიდან და დიაოხიდან მოყოლებული ერთმანეთს მონაცვლეობდა აღმავლობის და დაცემის პერიოდები. ქვეყანა მრავალგზის მდგარა განადგურების პირას, მიუხედავად ამისა, მან დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადი კულტურა, ენა და დამწერლობა. (...სრულად)
საქართველოს ისტორიის ძირითადი თარიღები
რჩეული სტატია
თბილისი

თბილისი საქართველოს დედაქალაქია; 1922—1936 წლებში ერთდროულად ამიერკავკასიის სფსრ-ის დედაქალაქი იყო; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1,09 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. (…სრულად)

რჩეული ბიოგრაფია
გელათის მონასტრის ფრესკაზე გამოსახული დავით აღმაშენებელი ხელში საკუთარი ანდერძითა და ტაძრის მაკეტით.

დავით IV აღმაშენებელი (1073-1125), საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან; ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი; 1121 წელს თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა მოახერხა დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებელი გახადა ქვეყნის გაერთიანება და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამასი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. დავით IV–ს მემკვიდრეობად თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები და მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა ერგო. გამეფებისთანავე მან ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა დაიწყო. ერთგული რაზმებით იგი თურქ-სელჩუკებს ესხმოდა, ავიწროვებდა მათ, ხოლო მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა. (…სრულად)

სურათზე: გელათის მონასტრის ფრესკაზე გამოსახული დავით აღმაშენებელი ხელში საკუთარი ანდერძითა და ტაძრის მაკეტით.
იცოდით, რომ...
საქართველო 1921-1931 წწ
რჩეული ციტატა
ვაჟა-ფშაველა
ვიკიციტატა
«სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება.»
ეს თვე საქართველოს ისტორიაში
პორტალი:საქართველოს ისტორია/თვის მოვლენები/10
კატეგორიები
საქართველოს ისტორია

ისტორიის პორტალები

პროექტები

დასასრულებელი სტატიები:

რჩეული სურათი
გორი

გორი - ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. 1950 წლიდან რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია. გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემართება ქალაქ ცხინვალისკენ.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქალქი გარკვეული ხნით რუსულმა არმია დაიკავა, რითაც სერიოზული ზიანიც მიაყენა არა მარტო ქალაქს, არამედ მთელ ქვეყანას.

სურათზე: გორი, ხედი ციხის უბანზე, 1886. ავტორი: დ. რუდნევი
სხვა რჩეული სურათები...

კარის მეზობლები
ისტორია
უძველესი
ისტორია
კლასიკური
ცივილიზაცია
შუა საუკუნეების
ისტორია
ახალი
ისტორია
უახლესი
ისტორია
აღმოსავლეთის
ისტორია
საქართველო
ბიოგრაფიები

wymiana linkami SEO Tools tanie kredyty gotówkowe kreatyna Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Sejm Tyk