ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
პოლონური ენა
პოლონური ენა (პოლ. język polski) მიეკუთვნება დასავლეთსლავური ენების ჩრდილოურ ჯგუფს და წარმოადგენს ინდოევროპულ ენათა ოჯახის ერთ–ერთ ქვეჯგუფს. დასავლეთსლავური ენების ამ (ჩრდილოურ) ჯგუფს ლეხური ან ლახური ენების ჯგუფსაც უწოდებენ. პოლონური ენათესავება კაშუბურ, ჩეხურ, სლოვაკურ და სორბულ ენებს. ეს უკანასკნელი (სორბული ენა) კი წარმოადგენს გერმანიაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ენას. 38 მილიონ პოლონურად მოლაპარაკეს ემატება დაახლ. 15–18 მლნ. საზღვარგარეთ მცხოვრები. პოლონურენოვანი მოსახლეობის დიდი რიცხვი მოდის პირველ რიგში რუსეთზე, ლიტვაზე, ბელარუსზე, უკრაინაზე და ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე წარმოქმნილ თუ აღმდგარ სხვა სახელმწიფოებზე, ასევე ჩეხეთზე. პოლონელთა საკმაოდ მოზრდილი რაოდენობა ცხოვრობს კანადაში, ირლანდიაში, არგენტინასა და ავსტრალიაში. რიცხობრივად მნიშვნელოვანი პოლონური ეროვნული უმცირესობაა შეერთებულ შტატებში, სადაც დაახლ. 6–10 მლნ. პოლონელი უნდა ცხოვრობდეს. პოლონელები ცხოვრობენ ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბრაზილიასა და საფრანგეთში. პოლონურ ენას აქვს დიალექტები: ველიკოპოლსკი, მალოპოლსკი, მაზოვური, სილეზიური ან შლეზიური და კაშუბური. პოლონური ენის ისტორიული განვითარების ყველაზე გავრცელებული (მიღებული) პერიოდიზაციაა:
პოლონური დამწერლობა ლათინურ ანბანს ემყარება . უძველესი წერილობითი ძეგლია “სვენტოქშის ქადაგებანი”, რომელიც XIV ს-ის შუა წლებით თარიღდება.
[რედაქტირება] ანბანი და წარმოთქმის წესებისლავურ ენათაგან პოლონურის შესწავლის უცხოელ მსურველთ ეს ენა თავისი სირთულით ჯერ კიდევ ორთოგრაფიისა და ორთოეპიის წესების დაუფლებისას გაუჩენს საზრუნავს. პოლონური ენის ფონეტიკა და ფონოლოგია ხასიათდება მრავალმხრივობით, კომპლექსურობით და გასაოცარი დიფერენცირებულობით, რომელიც ერთ რთულ სისტემად შეიკვრის. [რედაქტირება] ანბანი
[რედაქტირება] ხმოვნებიპოლონური არ განასხვავებს გრძელ და მოკლე ხმოვნებს. პოლონური ხმოვნების კლასიფიკაცია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ხდება:
ორალური (პირისმიერი) ხმოვნები e, a, o დაახლოებით ქართულის მსგავსად წარმოითქმის e როგორც სიტყვაში „ეს“, a როგორც სიტყვაში „არა“, o როგორც სიტყვაში ორი, ხოლო ხმოვანი u კი როგორც „უმი“; მიუხედავად იმისა, რომ ეს ბგერა ძირითადად გრაფიკული u–თი გამოიხატება, არის შემთხვევები, როცა იგი ხმოვან o–ს უთმობს ადგილს და ასე ვიღებთ დიაკრიტიკული გაფორმების ასო–ნიშანს ó, რომელიც წარმოითქმის როგორც ქართული უ (მაგ.; pokój [პოკუჲ] <=> pokoje [პოკოჲე]). ხმოვნების i–სა და y–ს წარმოთქმა (არტიკულაცია) განსხვავდება ერთმანეთისაგან: i–ს წარმოთქვამთ როგორც ქართულ ი–ს, ხოლო y ხმოვნის წარმოსათქმელად კი ენას მინიმალურად ავწევთ, საარტიკულაციო აპარატს მოვამზადებთ ქართული ბგერა ე–ს წამოსათქმელად, მაგრამ არ წარმოვთქვამთ მას, არამედ ვაფიქსირებთ პირს მოლოდ ამ მდგომარეობაში თითქოს მას წარმოვთქვამდეთ და ვამბობთ ი–ს. სხვა სლავური ენებიდან y ძალიან ჰგავს რუსულ ы–ს. i ყოველთვის რბილი თანხმოვნების შედეგ გვხვდება პოლონურში, ხოლო y ყოველთვის მაგარ თანხმოვნებს მოსდევს. გარდა ამისა, y–თი არასდროს არ იწყება პოლონური სიტყვა, i–თი კი საკმაოდ ხშირად. ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები პირისმიერი ხმოვნებისთვის დამახასიათებელი თვისებების გარდა დამატებით ცხვირისმიერ არტიკულაციასაც ითავსებენ, რომელიც ხორციელდება წარმოსათქმელი ხმოვნის გაჟღერებისას რბილი სასის დაწევით. [რედაქტირება] თანხმოვნებიპოლონურ თანხმოვანთა კლასიფიკაცია ხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
გარდა თანხმოვნებისა პოლონურს აქვს ასევე ორი ნახევარხმოვანი: j და ł (ეს უკანასკნელი ძალიან ჰგავს ქართულ უ–ს, მაგრამ ბევრი ფონეტისტი ამ ბგერას კიდევ უფრო ამსგავსებს ინგლისურ w–ს, თავისი მკვეთრადგამოხატული ბილაბიალურობისა გამო.) [რედაქტირება] თანმოვანთა წარმოთქმის წესები
[რედაქტირება] პალატალიზებული თანხმოვნები[რედაქტირება] თანხმოვანთა წერის წესები[რედაქტირება] რბილი და ფუნქციონალურად რბილი თანხმოვნები[რედაქტირება] ბგერათა ცვალებადობა[რედაქტირება] ცოტა რამ პოლონური გრამატიკის შესახებ[რედაქტირება] ლექსიკაფრაზები და სიტყვები
[რედაქტირება] იხილე ასევე
[რედაქტირება] სქოლიო[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||||||||||||||||||||||||
| kreatyna kreatyna www.activebody.pl | Gry Online Gry Online www.pozycjonarka.in… | Plaza 3 star hotel Los Angeles www.triptake.com | krynica noclegi krynica noclegi,ośrodek, wypoczynk… gornik.com.pl | Kredyty odnawialne Kredyty odnawialne www.eskarbiec.pl |