ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
პირველი მსოფლიო ომი
ევროპის პოლიტიკური რუქა 1914 წელს
პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში. ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც. ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.
[რედაქტირება] ომის წინა პერიოდი და გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება] ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისშიXX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრო-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელსაზის და ლოტარინგიის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ. ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც უბიძგა მათი ამბიციების ზრდას. გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნებისავით მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა. ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა. ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმანთავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოვება. 1914 წლის 28 ივნისს ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა მოუწყო თავდასხმა და მოკლა. [რედაქტირება] ომის გამოცხადებაავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისსს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა მათ. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით. გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელები მობილიზაციას გამოაცხადებდნენ, გერმანია მათ ომს უცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი, რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3 აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა. ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება. [რედაქტირება] ომის პირველი ეტაპი[რედაქტირება] პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთ ფრონტზეგერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ რომ ერთდროულად ომი საფრანგეთთანაც და რუსეთთანაც ძალიან რთული იქნებოდა. ისიც ცნობილი იყო რომ საფრანგეთი ბევრად სწრაფად ჩაატარებდა მობილიზაციას, ამიტომ გადაწყდა რომ საფრანგეთისთვის რაც შეიძლება მალე უნდა მიეყენებინათ ძლიერი დარტყმა რომ რუსეთთან უფრო თავისუფლად ეომად. მიიჩნეოდა რომ ფრანგები პირველ რუგში ეცდებოდნენ 1870 წელს დაკარგული ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნებას, ამიტომ გერმანელებმა ჯარები ჩრდილოეთიდან, ბელგიიდან შეიყვანეს და განიძრახეს ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყათ. ეს გეგმა ეკუთვნოდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს გრაფ ალფრედ ფონ შლიფენს. ეს გეგმა არ მოიწონა ახალმა მეთაურმა ჰელმუტ ფონ მოლტკემ და შეცვალა გეგმა, მის მიხედვით ბელგიით საფრანგეთში შეჭრის შემდეგ ჯარები ელზასსა და ლოტარინგიაში უნდა გაემაგრებინათ. მოგვიანებით ეს ცვლილება ძალიან ძვირად დაუჯდა გერმანიას. გერმანიის ჯარი იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი და მათი არტილერია იმ დროინდელ მსოფლიოში საუკეთესო იყო, ხოლო საფრანგეთის ჯარის უპირატესობად მათი საბრძოლო ჟინი მიიჩნეოდა. ამიტომ ფრანგებმა გადაწყვიტეს თავიდანვე ინიციატივის საკუთარ ხელში აღება და მთავარი დარტყმის სწორეთ ელზასზე და ლოტარინგიაზე განხორციალება. ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბრიტანული არმია მხოლოდ მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ იგი სედარებით მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად მომზადებული. ამის გათვალისწინებით ფრანგებს მათი ფლოტის იმედი უფრო ჰქონდათ, თან ბრიტანულ არმიას არ ჰყავდა კარგად მომზადებული რეზერვები. ომის დაწყებისთანავე, შეთანხმების თანახმად, ბრიტანელებმა გადასხეს საფრანგეთში ოთხი დივიზია და რამდენიმე კავალერისტული დანაყოფი. ლორდ კიტჩენერმა, ბრიტანეთის სამხედრო მინისტრმა, გამოაცხადა მოხალისეთა მიღება ჯარში, მიუხედავად იმისა რომ მსურველი ბევრი იყო, მათ გაწვრთნას არაერთი თვე დასჭირდა. ამ ჯარს კიტჩენერის "ახალი ჯარი" უწოდეს. 14 აგვისტოს გერმანელებმა ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დაიკავეს. იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოტარინგიაში, სადათ თავდაპირველად უკან დახიეს გერმანელები, მაგრამ შემდეგ გერმანული არტილერიისა და ტყვიამფრქვევების მიწოლით თვითონ დაიხიეს უკან. უკან დახევისას ფრანგებმა ორ კვირაში 300 000 კაცი დაკარგეს. ჩრდილო დასავლეთით კი გერმანელებს ეწინააღმდეგებოდა ერთი ფრანგული არმია და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი. ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიხიეს პარიზისკენ. ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს იყო თავდაპირველად ჩაფიქრებული გერმანელების მიერ, არამედ აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე მარნასთან მომხდარმა ბრძოლამ კი საბოლოოდ დაასამარა ფონ შლიფენის გეგმები. გერმანელებმა დაიხიეს მდინარე ენისკენ სადაც გამაგრდნენ. [რედაქტირება] პირველი საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზეაღმოსავლეთ ფრონტზე გერმანიის მცირერიცხოვანი ჯარები იდგნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც მათ თავი უნდა დაეცვათ ახალი დანამატების მიღებამდე. ავსტრიელები ჯერ კიდევ იბრძოდნენ სერბეთში, როდესაც ავსტრიის გენშტაბის უფროსმა კონრად ფონ გეტცენდორმა დაიწყო რუსულ პოლონეთზე თავდასხმის გეგმის შემუშავება. მას ჩრდილოეთიდან გერმანელების დახმარების იმედი ჰქონდა. ავსტრიის შეიარაღებულ ძალებს ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა, მიუხედავად კარგი გაწვრთნისა და შეიარაღებისა, იგი ეთნიკურად ძალიან არაერთფეროვანი იყო და მისი ჯარისკაცები ათამდე სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. თან ყოველთვის იყო საშიშროება რომ ბრძოლისას ისინი თავის ეთნიკური მოძმეების წინააღმდეგ აღმოჩნდებოდნენ, ამ ყველაფრის გათვალისწინება უწევდა სარდლობას. რუსეთის გეგმაში კი შედიოდა პოლონეთიდან შეტევა, აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელების ალყაში მოქცევა და ბერლინისკენ გალაშქრება. ამავდროულად უნდა შეჭრილიყვნენ ავსტრიულ გალიციაში და კარპატებთან გამაგრებული ავსტრიელები გაენადგურებინა. რუსულ არმიას შეეძლო 6 მილიონი ადამიანის მობილიზაცია და იგი ყველაზე დიდი იყო ევროპაში, მაგრამ ამავდროულად ყველაზე არამობილურიც. რკინიგზების ძალიან მცირე რაოდენობა არ აძლევდა რუსეთს სწრაფი მობილიზაციის ჩატარების საშუალებას. ავსტრიის შეჭრა სერბიაში არ ვითარდებოდა გეგმისამებრ, სერბები კარგად იყენებდნენ მთიან რელიეფს რაც მათ თავდაცვაში უპირატესობას ანიჭებდა. თვენახევრის მანძილზე ავსტროუნგრეთმა ვერავითარ წარმატებებს ვერ მიაღწია, ხოლო დანაკარგები უკვე 40 000 კაცი ჰყავდა. გალიციაშიც არ მიდიოდა საქმე კარგად, ქალაქ ლემბერგთან (ლვოვი) ავსტრიის და რუსეთის ჯარებმა ბრძოლა გამართეს, დანაკარგები ორივე მხარეს ძალიან მძიმე ჰქონდა, თან ავსტრიელებს 100 კმ-ით დასავლეთით მოუწიათ დახევა. აღმოსავლეთ პრუსიაში სიტუაცია ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა. 17 აგვისტოს რუსულმა კავალერიამ რენენკამპფის მეთაურობით გადაკვეთა საზღვარი და სამ დღეში შეუტია გერმანიის მერვე არმიას გუმბინემთან. მარჯვენა ფლანგზე რუსების შეტევა შეაჩერეს, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში რუსებმა მიაღწიეს წარმატებას. გერმანელებს დაეწყოთ პანიკა და არმიის მხედართმთავარმა ფონ პრიტვიცმა უკან დახევა დაიწყო. 23 აგვისტოს პრიტვიცი შეცვალეს პაულ ფონ ჰინდენბურგით ხოლო შტაბის უფროსად დაინიშნა ერიხ ფონ ლუდენდორფი. გერმანელებმა შესანიშნავად იცოდნენ რუსების ყველა გეგმები, რადგან რუსები ატარებდნენ დაუშიფრავ მოლასპარაკებებს პრიმიტიული აპარატურით. 26 აგვისტოს გერმანელებმა შეუტიეს რუსებს და 4 დღიანი ბრძოლის შედეგად გაანადგურეს სამსონოვის მეორე არმია. ამის შემდეგ რენენკამპფის პირველ არმიას შეუტიეს და მაზურიის ტბებთან ბრძოლის შემდეგ ნემანს იქეთ განდევნეს. რუსებმა 60 000 ადამიანი დაკარგეს. ამრიგან ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ვერცერთ ფრონტზე ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას. თან გერმანელებს კარგად ესმოდათ რომ რუსები თავისი ჯარების მცირე ნაწილს იყენებენ. ამავდროულად იაპონიამ შესთავაზა ინგლისს ჩინეთში გერმანული ბაზის ცინდაოს დაკავება. ინგლისურ-იაპონურმა ჯარებმა შეუტიეს და ნოემბრის დასაწყისში ცინდაო დაეცა და გერმანიამ დაკარგა შორეულ აღმოსავლეთში კოლონიები, მხოლოდ გერმანული ფლოტი გადარჩა, რომელმაც სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში გაქცევა მოახერხა. ამავდროულად გერმანელებმა სამხრეთ დასავლეთ აფრიკის კოლონიაც დაკარგეს. მოუხედავად იმისა რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია. [რედაქტირება] დასავლეთის ფრონტზე პოზიციური ომი[რედაქტირება] 1914მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან ლამანშამდე წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. ფრანგებმაც და გერმანელებმაც გადაწყვიტეს ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭროდა, ამიტომ 16 სექტემბერს ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს "ზღვისკენ სირბილი" ერთ თვეში ფრეთი დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს. გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ იპრთან შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა, ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს "ახალშობილთა ჟლეტა" უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მაგაზინიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება. იპრის ბრძოლამ ორივე მხარე გამოფიტა და ორივემ არჩია სანგრებში ჩაჯდომა. მალე შვეიცარიიდან ჩრდილოეთ ზღვამდე სანგრების უწყვეტი რიგი გაჩნდა. ჩრდილოეთით განლაგდა ბელგიის არმიის ნარჩენები და ფრანგული შენაერთები, შემდეგ ინგლისელები და მათგან მარცხნივ ფრანგების ძირითადი ძალები. დაიწყო პოზიციური სანგრებში ომი. 1914/15 წლების ზამთარი ძალიან ნესტიანი იყო, ამიტომ ორივე არმიის მთავარ მიზნად იქცა სანგრების წყლისგან დაცვა. შობაზე კი სანგრების ხაზს შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყო ორივე მხრიდან ჯარისკაცების მასიური დაძმობილება. [რედაქტირება] 1915ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც მიახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შწევიდნენ, აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა. თებერვალში საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა ჟოზეფ ჟოფრი, რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის ბრძანება, არტუაში, შამპანში და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ. შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა შტიკები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აქღწევდნენ დანიშნულების ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაერი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდება შეტევაში და დროულად საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს. ამიტომაც "საბგრებში ომის" ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასდაწყვიტა რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტულერიო დამუშავებაა საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-ანი, გერმანული 77 მმ.ანი და ინგლისური 83.8 მმ-ანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი. აპრილის ბოლოსგერმანელებმა პირველად გამოიყენეს მასიური განადგურების იარაღი - გაზი. პირველად ეს იპრთან ბრძოლისას მოხდა, ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს ქლორი. ალჟუირული დანაყოფებიდან უმეტესობა დაიხჩო, ხოლო კანადელებმა თავისებური გამოსავალი მონახეს, მათ მოშარდეს ცხვირსახოცებზე და ეს აიფარეს სახეზე, რითაც გადარჩნენ. იპრთან ბრძოლა 4 კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო დღეებში ჯარისკაცებმა მიიღეს ნამდვილი აირწინაღები. ამის შემდეგ გაზს ორივე მხარე იყენებდა რაც საკმაოდ ტიპიური გახდა დასავლეთ ფრონტის ბრზოლებისთვის. იმავე წელს გერმანელებმა სხვა ახალი იარაღი გამოიგონეს - ცეცხლმფრქვევი. მაისში ომში იტალიაც ჩაერთო, მოკავშირეთა მხარეს. ზაფხულის დასაწყისში ფრანგებმა 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ განახორციალეს ახალი შეტევა არტუაში, მაგრამ იმის გამო რომ სარდლობამ ისევ არ იცოდა რა ხდება წინა ხაზზე, შეტევა ჩაიშალა, თან გერმანელებს უკვე უკეთესი გამაგრებები ჰქონდათ. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები ჰქონდა, გერმანიაში და საფრანგეთში ჯარში ახალი გაწვევები დაიწყო, ხოლო ინგლისელები "ახალი ჯარების" იმედათ იყვნენ. 25 სექტემბერს 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ არტუაში და შამპანში მოკავშირეებმა ისევ შეუტიეს, ინგლისელებმა თავდაპირველად გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, მაგრამ რეზერვები ძალიან გვიან მივიდნენ და გერმანელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება. ამ შეტევებმა მოკავშირეებს ვერანაერი შედეგი ვერ მოუტანა, თან 250 000 ადამიანი დაკარგეს, გერმანელებმა კი 140 000. ამრიგად ჯარებს მოუწიათ სანგრებში კიდევ ერთი ზამთრის გატარება. [რედაქტირება] 1916ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება, რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი ვერდენი იყო არჩეული. გერმანელებმა იერიში 21 თებერვალს დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია, მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააჭმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ. ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350 000 ადამიანი დაკარგა და თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ. ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. 24 ივნისს დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა 1 ივლისს დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავსირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრზოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო. ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც სეეძლო ტრანშეებისდ და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს სექტემბერში. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები. [რედაქტირება] 1917ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი რობერ ნევილით შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს გინდენბურგით და ლუდენდორფით, რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დამაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა გინდენბურგის ხაზი. ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან დახევისას ბევრი მინები დატოვეს, რაც არ უწტყობდა მოკავშირეების წინსვლას ხელს. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა 9 აპრილს არასთან იერიში განახორციალეს. პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს ვიმის ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში 16 აპრილზე გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონი კონგრესის წინაშე ოფიციალურად აცხადებს გერმანიასთან დიპლომატიური კავშირის გაწყეტას. 1917 წლის 3 თებერვალი
ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად ანრი პეტენი დანიშნეს - ვერდენის ერთერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა. თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, მექსიკაში ანტიამერუიკული მოძრაობის გასააქტიურებლად. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების დასუსტებული ფრანგული პოზიციებ | ||||||||||||||||||||||||