ინსტრუმენტები |
ოზურგეთის რაიონი
ოზურგეთის რაიონი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი გურიის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1921-დან ოზურგეთის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია. 1934-90-ში მახარაძის რაიონი ეწოდებოდა.
[რედაქტირება] ბუნებამდებარეობს მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში, დასავლეთიდან შავი ზღვა აკრავს, სამხრეთ-აღმოსავლეთით — მესხეთის ქედის კალთები. ტერიტორია — 675 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 230 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ნატანები, სუფსა, ბჟუჟი, ჩოლოქი და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ასფალტი, ბენტონიტური თიხები, კაოლინი, მაგნეტიტიანი ქვიშები, მინერალური წყაროები. [რედაქტირება] მოსახლეობამოსახლეობის რიცხოვნობა — 79 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 144 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 74 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 3 დაბა და 70 სოფელი. [რედაქტირება] მმართველობარაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
[რედაქტირება] ეკონომიკაწამყვანი დარგია სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა, მათ შორის მემცენარეობა, მეჩაიეობა, ასევე მეციტრუსეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. მრეწველობის ძირითადი დარგია კვების მრეწველობა, არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. [რედაქტირება] კულტურარაიონში 63 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 5 საშუალო პროფესიული და 2 უმაღლესი სასწავლებელი (ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გურიის რეგიონის ფილიალი), 34 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი. [რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
|
||||||||||||||||||||