ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
ოვიდიუსიპუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (დ. 20 მარტი, ძვ. წ. 43 — გ. ახ. წ. 17) იყო რომაელი პოეტი, რომელიც ლექსებს წერდა სიყვარულზე, მიტოვებულ ქალებსა და მითოლოგიურ გარდასახვებზე. ტრადიციულად, იგი, ვერგილიუსსა და ჰორაციუსთან ერთად, ლათინური ლიტერატურული კანონის წარმომადგენლად მიიჩნევა. იგი ელეგიების ოსტატად ითვლებოდა. ოვიდიუსის პოეზიას ინტენსიურად ბაძავდნენ გვიანდელი ანტიკურობის ხანაში და შუა საუკუნეებში და საუკუნეების განმავლობაში, დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე. |