|
|
ნიდერლანდი
- ოფიციალური: ქართულად - ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად - Nederland; Koninkrijk der Nederlanden.
- ეტიმოლოგია - ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს “დაბლობ მიწებს”. (ბ) ჰოლანდია - გერმანიკული holt land, “ტყიანი მხარე” (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია - გერმანიკული “სავარგულები”, მომდინარეობს Betuwe-საგან.
- ქვეყნის კოდი - NL.
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.
- ფართობი - 41.500 კვ.კმ.
- ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) - მოსა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) - იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) - სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი - ოკეანური.
- ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - დედოფალი ბეატრიქსი (BEATRIX, 1980). აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტია ნიდერლანდის ტახტზე მხოლოდ ქალები არიან: ვილჰელმინა - 1890-1948, იულიანა - 1948-1980.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი Jan Peter BALKENENDE (2002).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი - გენერალური შტატები (75+150 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. ნიდერლანდების სამეფო ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად (provincie): გელდერლანდი (ცენტრი - არნჰემი), გრონინგენი (გრონინგენი), დრენტე (ასენი), ზელანდია (მიდელბურგი), ლიმბურგი (მაასტრიხტი), ოვერიისელი (ზვოლე), სამხრეთი ჰოლანდია (ჰააგა), უტრეხტი (უტრეხტი), ფლევოლანდი (ლელისტადი), ფრისლანდია (ლეუვარდენი), ჩრდილოეთი ბრაბანტი (ჰერტოგენბოში), ჩრდილოეთი ჰოლანდია (ჰაარლემი).
- სამფლობელოები. ნიდერლანდებს აქვს ორი სამფლობელო კარიბის ზღვის აუზში: არუბა; ნიდერლანდის ანტილები.
ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 28, მომსახურება - 68;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 25.830 $.
- ექსპორტი - რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.
- უდიდესი კომპანიები – ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.
- ბიუჯეტი - 134,000 მლნ $. ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.
ნიდერლანდების დამოუკიდებელი სამეფო 1648 წელს - შეიქმნა. მე-17 საუკუნის განმავლობაში იგი უდიდესი საზღვაო სახელმწიფო იყო, რომელსაც მრავალი კოლონია ჰქონდა. 1830 წელს მას გამოეყო ბელგიის სამეფო.
- ამსტერდამი - ძველი ქალაქი, ეკლესიები: უდე-კერკი (XIV ს.), ნეუვე-კერკი (XV ს.), აუდე-კერკი (XVI ს.), სამეფო სასახლე (XVI ს.), რატუშა (XVIII ს.);
- გრონინგენი - ეკლესია აა (XIII ს.);
- მაასტრიხტი - ეკლესია ონზე (XI ს.), «ჯოჯოხეთის ჭიშკარი» (XIII ს.);
- მიდელბურგი - რატუშა (XV ს.);
- ბრედა — ტაძარი (XV ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.).
[რედაქტირება] ცნობილი ჰოლანდიელები
- მოგზაურები - ვილემ ბარენცი, აბელ ტასმანი,
- ფილოსოფოსები - ბარუხ სპინოზა, ერაზმუსი,
- მხატვრები - ვინსენტ ვან გოგი, ფრანს ჰალსი, რემბრანდტი, იოჰან ვერმეერი,
- მეცნიერები - კრისტიან ჰიუგენსი, ანტონი ვან ლევენჰუკი, თომას სტილტიესი, ჰენრიკ ლორენცი,
- სპორტსმენები - მაქს ეივე, იან ტიმანი, იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი,
- ანა ფრანკი, მატა ხარი, პიტერ სტუივეზანტი.
|