სხვა ენებზე

მზე

სიტყვას "მზე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მზე (მრავალმნიშვნელოვანი).
მზე
მზე

მზე სპექტრული ტიპის G2V ყვითელი ვარსკვლავია მზის სისტემის ცენტრში ირმის ნახტომის გალაქტიკაში. დედამიწა და სხვა ციური სხეულები (მათ შორის სხვა პლანეტები, ასტეროოიდები, მეტეორები, კომეტები და კოსმოსური მტვერი) მზის ირგვლის გარკვეულ ორბიტაზე მოძრაობენ.

მპე წყალბადის. ჰელიუმისა და სხვა აირებისგან შემდგარი გიგანტური გავარვარებული სფეროა. მის ზედაპირულ ფენაში, რომელსაც ფოტოსფერო ჰქვია, ტემპერატურა 6000 გრადუს აღწევს. ამ ციური სხეულის ყველაზე მხურვალე ნაწილი ბირთვია.

ჩვენი მნათობი სინათლის და სითბოს წყაროა. ის რომ არ იყოს, დედამიწა რამდენიმე წამში გაიყინებოდა, ორბიტიდან ამოვარდებოდა და სამყაროს წყვდიადში დაიწყებდა ხეტიალს. პლანეტაზე ყოველგვარი სიცოცხლე დაიღუპებოდა.

მოცულობით მზე იმდენად დიდია, მილიონზე მეტ დედამიწას დაიტევს. იგი ეკლიპტიკაზე მოძრაობს.

სექციების სია

[რედაქტირება] მზის გვირგვინი

მზეს აკრავს აირის ღრუბლები, რომელსაც გვირგვინს (კორონას) ეძახიან. ასტრონომები ამ გვირგვინს მზის დაბნელებისას აკვირდებიან. მზის სრული დაბნელებისას იგი მოვერცხლისფრო, მარგალიტისებრი ნათების სახით ჩანს. მზის ზედაპირისა და გვირგვინის ტემპერატურას შორის უზარმაზარი სხვაობაა. ზედაპირე ის 5000 გრადუსია, გვირგვიში კი 3 მილიონ გრადუსს აღწევს.

[რედაქტირება] რამდენი წლისაა მზე

ჩვენი მზე დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინათ გაჩნდა. მეცნიერების ვარაუდით, დღეს იგი სიცოცხლის შუა გზაზეა

[რედაქტირება] დედამიწიდან მზემდე მანწილი

დედამიწა მზისგან იმდენად შორსაა, რომ მზის სხივი ამ მანძილის დაფარვას 8 წუთს უნდება. მანწილი დედამიწიდან მზემდე საშუალოდ 149 597 900 კმ-ა

[რედაქტირება] მზის აქტივობა

დროდადრო მზის ატმოსფეროში წარმოიშობა ე.წ. აქტიური არეები, რომელთა რაოდენობაც რეგულარულად მეორდება საშუალოდ ყოველი 11 წლის შემდეგ.

აქტიური არეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ფოტოსფეროში შემჩნეული მზის ლაქები. პედიოდს, როცა ლაქები სულ არ შეინიშნება, მზის აქტიობის მინიმუმი ეწოდება. მინიმუმის შემდეგ მზის ეკვატორის გასწვრივ ორივე მხარეს ჩნდება ლაქების ზოლები, რომელთა ინტენსიურობაც თანდათან იზრდება. სამ-ოთხ წელიწადში დგება მზის აქტივობის მაქსიმუმი. მერე მზის აქტივობა თანდათან ეცემა და დაახლოებით თერთმეტი წლის შემდეგ კვლავ მინიმუმი მეორდება.

მაქსიმუმის დროს შეიმჩნევა მზის აქტიური არეების აფეთქების მსგავსი მკვეთრი ნათება. ხშირია ამოფრქვევა, რომლის დროსაც აირის გიგანტური შადრევნები, პროტუბერანცები, ზედაპირიდან ათასობით კილომეტრზე გამოიტყორცნება და წამში 1000 კმ-მდე სიჩქარეს ავითარებს. ეს პროცესი რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს გრძელდება. ამოფრქვევა გავლენას ახდენს დედამიწის ტროპოსფეროზე (ატმოსფეროს იმ ნაწილზე, რომელიც განაპირობებს ამინდს ჩვენს პლანეტაზე), აგრეთვე ბიოსფეროზე და, მაშასადამე ადამიანზეც.

[რედაქტირება] პოლარული ციალი

პოლარული ციალი არის მზის აქტივობის ერთ-ერთი ფორმა - ცის ელექტრული ნათება ღამით. იგი ყველაზე ხშირად დედამიწის პოლარულ უბნებში შეიმჩნევა.

დედამიწიდან 90-1000 კილომეტრ სიმაღლეზე მზის ნაწილაკების ნაკადი ეჯახება ზედა ატმოსფეროს შემადგენელ კომპონენტებს. (ჟანგბადსა და აზოტს) და იწვევს ჰაერის ძალზე ლამაზ ნათებას, რომელიც ხან სხივებს ემსავსება, ხან ფერად-ფერად ფარდებსა და ბაფთებს. მას პოლარურ ციალს ეძახიან.



მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94"-დან

system wymiany linków SEO Tools SEO Tools tanie kredyty gotówkowe kreatyna Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Sejm Tyk