ინსტრუმენტები |
მერინოსიმერინოსი (ესპ. merinos), ცხვრის ჯიში, რომლის ერთგვაროვანი შტაპელური აგებულების კანძი შედგება ერთგვაროვანი წმინდა ბეწვისაგან. სამშობლოს ესპანეთი. XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში მოიყვანეს რამდენიმე ტიპის მერინოსი. მეცხვარეებმა გამოიყვანეს მერინოსული ცხვრის მაღალპროდუქტიული ჯიშები: ასკანიური, საბჭოთა მერინოსი, აზერბაიჯანული მთის მერინოსი, კავკასიური, ალთაური, სალსკური, სტავროპოლური, გროზნოული და სხვა ჯიშები. მერინოსის მატყლი შედგება წმინდა (15-20 მკმ), რბილი წმინდა ბოჭკოსაგან. ერთი წლის მერინოსის მატყლის სიგრძეა 6-8 სმ. მატყლის — ერკემლისა 8-12 კგ, რეკორდული 30,6 კგ (ასკანიური ჯიშის): ნერბისა 4-6 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი 35-45%. მერინოსს ამრავლებენ მსოფლიოს მეტწილ ქვეყნებში. სულადობით ყველაზე მეტია ავსტრალიაში, ყოფილ სსრკ-სა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკებში. ყოფილ სსრკ-ში მერინოსის მოშენების რაიონები იყო უკრაინა, ჩრდილოეთ კავკასიის სტეპის რაიონები, ქვემო და შუა ვოლგისპორეთი, ციმბირის სამხრეთი რაიონები, ყაზახეთი და ყირგიზეთი, ამიერკავკასიის ზოგიერთი რაიონი. [რედაქტირება] ლიტერატურა
|
| kreatyna kreatyna www.activebody.pl | Gry Online Gry Online www.pozycjonarka.in… | Plaza 3 star hotel Los Angeles www.triptake.com | krynica noclegi krynica noclegi,ośrodek, wypoczynk… gornik.com.pl | Kredyty odnawialne Kredyty odnawialne www.eskarbiec.pl |