ინსტრუმენტებისხვა ენებზე |
ლანჩხუთის რაიონი
ლანჩხუთის რაიონი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი გურიის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1921-დან ოზურგეთის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.
[რედაქტირება] ბუნებამდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, უკავია გურიის დაბლობი და მიმდებარე სერები. ტერიტორია — 533 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 270 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი და სხვა. [რედაქტირება] მოსახლეობამოსახლეობის რიცხოვნობა — 40 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 76 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 57 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 56 სოფელი. [რედაქტირება] მმართველობარაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
[რედაქტირება] ეკონომიკაძირითადი დარგებია მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა. მრეწველობაში წამყვანია კვების (ჩაის) და საშენ მასალათა დარგები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი. [რედაქტირება] კულტურარაიონში 51 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 32 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი. [რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
|
||||||||||||||||||||