|
|
კვიპროსი
- ოფიციალური — კვიპროსის რესპუბლიკა.
- ეროვნული: ბერძნული — Κύπρος; Kypriake Dimukratia; თურქული — Kibris; Kibris Cumhuriyeti.
- ეტიმოლოგია: სახელწოდება მომდინარეობს სპილენძის ლათინური ფორმიდან cuprum, მართლაც ქვეყანა უხსოვარი დროიდანვე ცნობილია სპილენძის საბადოებით.
კვიპროსი არის კუნძულოვანი ქვეყანა, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში. მისი ფართობი შეადგენს 9.251 კმ²-ს, მათ შორის 37 % დღემდე მიტაცებული აქვს თურქეთს (3,355 კმ²).
- სახელმწიფო სისტემა — დემოკრატიული რესპუბლიკა (ბერძნული და თურქული ზონები).
- სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ტასოს პაპადოპულოსი (Tassos PAPADOPOULOS, 2003) ბერძნულ ზონაში და პრეზიდენტი რ. დენქთაში (Rauf R. DENKTAS, 1975) თურქულ ზონაში.
- საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი პარლამენტი (80 წევრი) — ბერძნულ ზონაში; ერთპალატიანი პარლამენტი (50 წევრი) — თურქულ ზონაში.
- რესურსები — სპილენძი, პირიტი, აზბესტი, თაბაშირი, საშენი ხე-ტყე, მარილი, მარმარილო, თიხა.
- ექსპორტი — ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ღვინო, კარტოფილი, ციტრუსები.
- ვალუტა — ევრო (2008 წლის 1 იანვრამდე — კვიპროსის ფუნტი), თურქულ ზონაში — თურქული ლირა.
1963 წელს რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს შეირაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. 1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა გადმოსხა თავისი შეიარაღებული ძალები და მოახდინა მისი ოკუპაცია, სადაც მოგვიანებით (1976) გამოცხადებულ იქნა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“. ეს იყო რეაქცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ კვიპროსის მიერთებას საბერძნეთისათვის. გაეროს ეგიდით 1988 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის მომავალი გაერთიანებისათვის, რომელიც დღემდე უშედეგოდ გრძელდება. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ ახალი იმპულსი მისცა პრობლემის მოწესრიგებას.
ისტორიული მუზეუმი ნიქოზიაში, ამატუსის ფინიკიური კოლონის ნაშთები, ვენეციური ციხე-სიმაგრე (XII ს.), პაფოსი, ტროოდოსის მთიანეთის ძეგლები.
|