ინსტრუმენტებისხვა ენებზე |
ისლამოლოგიაისლამოლოგია (ასევე ისლამცოდნეობა, ან ისლამისტიკა) არის სამეცნიერო დისციპლინა და იკვლევს ისლამს როგორც რელიგიას, ისლამურ საზოგადოებებსა და კულტურებს. ისლამოლოგია ორიგინალურ ტექსტებზე დაყრდნობით , რომლებიც ძირითადად არაბულ ენაზეა შესრულებული, მეცნიერულად შეისწავლის და აანალიზებს როგორც საკუთრივ ისლამურ წერილობით ძეგლებსა და ისლამური სამყაროს ისტორიას, ასევე ყურანს, ჰადისს, ისლამურ სამართალსა და ისლამური ლიტერატურას. ყოველივედან გამომდინარე არაბული ენის სიღრმისეული შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია ამ მეცნიერების დაუფლება. ზოგან, ევროპულ ენებზე არსებული შესაბამისი ლიტერატურის კითხვისას შეიძლება შეხვდეთ სიტყვას ისლამისტს. ამ ტერმინით რამდენიმე წლის წინათ აღნიშნავდნენ ისლამის სპეციალისტს გამოდიოდნენ–რა სიტყვა–ფორმიდან ისლამისტიკა. დღესდღეობით სიტყვა "ისლამისტი" რელიგიურ–პოლიტიკური შეფერილობის ნეოლოგიზმად გადაიქცა, ხოლო მის ადგილას დამკვიდრდა ისლამოლოგია და ისლამოლოგი, ანუ ქართულად ისლამცოდნე. ისლამოლოგიას შეისწავლიან გერმანიის უნივერსიტეტებში. სწავლება მოიცავს ისლამური აღმოსავლეთის რელიგიას, კულტურასა და ისტორიას. სტუდენტები, რომელთაც ძირითად სპეციალობად აქვთ არჩეული ისლამოლოგია, ან არაბისტიკა შეისწავლიან ასევე არაბულ სალიტერატურო ენას და მეორე აღმოსავლურ ენას სპარსულს, ან თურქულს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ურდუს ან ინდონეზიურს. დიდი ყურადღება ეთმობა ასევე კლასიკური ან თანამედროვე პერიოდის შესწავლას, ისლამური რელიგიას ყურანისა და ტრადიციების ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიტიკურ ისლამის შესწავლას. [რედაქტირება] იხილეთ ასევე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|