ვიკიპედია:ყავახანა/უცხო სიტყვები და სახელები

აქ ინახება ყავახანაში გატანილი განხილვა უცხო სიტყვებსა და საკუთარ სახელებზე. ახალი მოსაზრების დასაფიქსირებლად გთხოვთ გახსნათ ახალი ქვესათაური ამავე გვერდის ბოლოს.


სექციების სია

[რედაქტირება] utility

ეკონომიკაში როგორ ჯობია ითარგმნოს _ "სარგებელი" თუ "სარგებლიანობა"?--ლთ 19:25, 1 იანვარი 2007 (UTC)

მე სარგებელი მახსოვს, თუმცა ალბათ შესამოწმებელია სახელმძღვანელოში. marginal utility-ს როგორ თარგმნი? - ალ-ო () 19:28, 19 იანვარი 2007 (UTC)

[რედაქტირება] Operating System

OS (operating system) ratom itargmneba rogorc "ოპერაციული სისტემა"? "operating" sitkva "operate"(operator) rac martvas nishnavs (am kontekstshi) da ara operacias. anu upro "martavi sistema" unda ikos vidre "ოპერაციული"(an uketesi kartuli sitkva romelic am terminis mnishvnelobas sheepereba ara da pirdapiri rusulidan targmnili - операционной системы).

da shemoklebulad OS (latinur asoebit unda ucodebdet, an , ra tkma unda, tu kartuli variantze shevtanxmdit - kartuli abriviacia ikos)

[რედაქტირება] CD da DVD

CD - Compact Disc, anu kompakturi diski anu "კდ" (rac namdvilad ar jgers). mgoni ajobebs kompakt disks tu shevamoklebt latinuri asoebit CD davcerod xolme.

DVD - Digital Versatile Disc, anu cipruli (versatile rogor gadavtargmno ar vici - mraval moxmarebis, varirebul danishnulebis....) diski. mgoni am shemtxvevashic shemokleba DVD (anu latinur asoebit) unda ikos da ara "დვდ" (kartuli asoebit)

[რედაქტირება] cache

cache ქართულად როგორ იქნება, ქეში თუ არსებობს სხვა ტერმინი?ზაური () , 10:32, 3 ოქტომბერი 2007 (UTC)

[რედაქტირება] იფსილონი

ნუ, სტატია არსებობს უკვე იფსილონი (ასო), მაგრამ რა მაინტერესებს... საბოლოო სტატია იფსილონ უნდა იყოს თუ როგორც ახალა არის იფსილონი? იგივე ეხება ომიკრონი (ასო) და ეფსილონი (ასო) -საც. :) --გიგა 06:53, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)

[რედაქტირება] უცხო დასახელებების განხილვა

განხილვა:ლონდონ გაზეთი - ამ განხილვის შედეგი იყო ჩვენი ქვემოთ დისკუსია პირად გვერდზე, რომელიც ყავახანაში არის გამოტანილი განსახილველად.

შეგეწინააღმდეგები, თანხმოვნით დაუშვებელია, ჩემი აზრით, სტატიის სათაურის დაბოლოება. სათაურები სახელობით ბრუნვაშია, და სახელობითი ბრუნვის ნიშანია ფუძე+ი. --გიგა (პასუხი) 11:27, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

ქსე მოვიშველიებ და შენთან თხოვნა მექნება იქნებ თბილისში დააზუსტო ქსე, ტ. 7 გვ. 446, თბ., 1984 "ნიუ-იორკ დეილი ნიუზ" - გაზეთი, იგივე გვ. 447 - "ნიუ-იორკ ტაიმზ" ; იგივე გვ. 449 - "ნიუს უიკ" ; ადრე ბენკ - ბანკით შევცვალეთ. --ცანგალა (გ) 11:36, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

ქსე მე არ მაქვს და არც ერთ ჩემს ახლობელს :) რა დავაზუსტო არ ვიცი. ისიც არ ვიცი ქსე-ში როგორ იყო სტატიების სათაურები, მაგრამ ვიკიპედიაში ჩვენ ვქმნით სტილს და თუ შენ წინააღმდეგი ხარ, რომ ყველა სტატიის სათაური მკაცრად სახელობით ბრუნვაში იწერებოდეს, მოვიშველიოთ ყავახანა. --გიგა (პასუხი) 11:40, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

ქსე იმიტომ ვიშველიებ, რადგან ეს არის შექმნილი მეცნიერების, ლინგვისტების მიერ, რომლებმაც ალბათ იცოდნენ, თუ როგორ უნდა შეექმნათ. ცუდი არ იქნება, თუ ამ პრობლემას ლიოვა ნორმების კომისიაში გაიტანს. მართალია დრო დასჭირდება, მაგრამ სპრციალისტების მიერ იქნება პასუხი გაცემული. ყავახანაში შეგიძლია პირდაპირ ჩვენი მიწერ-მოწერა გადაიტანო.--ცანგალა (გ) 11:47, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

აქვე, Georgian Times არის ჯორჯიან თაიმსი :) --გიგა (პასუხი) 11:49, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

წესით უნდა იყოს ჯორჯიან ტაიმზ. საქართველოში ყველაფერი იწერება ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე. ვინმე იცნობს ნორმებს? ან ძველს და ან ახალს. ან საერთოდ იციან, რომ ასეთი კომისია არსებობს, სადაც 15 კაციანი ჯგუფია. New York Times - ნიუ-ირკ ტაიმზ (1984 წ. - ქსე) და ამჟამად ჯორჯიან თაიმსი. რომელი ნორმის საფუძველზე შეცვალა გაზეთის პატრონმა - საინტერესოა რა პასუხი იქნება. "ი"-ს რომ თავი დავანებოთ ტ-თ-ზე, ზ-ს-ზე. --ცანგალა (გ) 11:57, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

აქ ვიკიპედია:გვერდების სახელები#რიცხვი და ბრუნვა წერია, რომ სტატიების დასახელება უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში. აქედან გამომდინარე სათაური უნდა იყოს "ლონდონ გაზეთი" და არა "ლონდონ გაზეთ" (თ/ტ-ს საკითხს ჯერ დავანებოთ თავი). ვიკიპედიაში უბრალოდ ქსე-საგან განსხვავებული პრინციპი გვაქვს აღებული და ვერ ვიტყვით, რომელია სწორი. ეს ნორმას არ ეხება.

ჩემი აზრით, ეს პრინციპი, რომ სათაურები სახელბით ბრუნვაში უნდა იყოს, ადვილი გასაგებია და ვიკიპედიისთვის უფრო მისაღები, ვიდრე ქსე-ს პრინციპი. ქსე-ს რომ მივყვეთ, ძნელია განსაზღვრა, თუ როდის უნდა დავურთოთ -ი და როდის არა იმიტომ, რომ -ი-ს არდართვა ყველა უცხო სიტყვაზე არ უნდა ვრცელდებოდეს. - Island 13:26, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

ვიკიპედია:გვერდების სახელები#რიცხვი და ბრუნვა - აი რა წერია:"სტატიების დასახელება უნდა იყოს მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც...:". სამწუხაროდ გამონაკლის შემთხვევებში არ წერია უცხოური გაზეთების, ბანკების და ა. შ. დასახელებების შესახებ. ქსე-სა - და ვიკიპედიას საერთო ის არის, რომ ორივე ენციკლოპედიაა. ენციკლოპედიის პრინციპი კი ერთია - ნორმები (ჩემი აზრით). ვიკიპედიის საშუალებით მომხმარებლებმა ნორმები უნდა ისწავლოს (მაგ. როდესაც გადამისამართება იქმნება არასწორი დაფუძნებული ფორმიდან სწორ ფორმაზე - ამას ვიკიპედია კარგად ასრულებს). რასაკვირველია ქსე ვიკიპედიისთვის სამაგალითო არ არის, მაგრამ ქსე-ს და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონს (ეს ლექსიკონი არის გამოყენებული ქსე-ში) მე ვიყენებ ყოველთვის როგორც ნორმების საფუძველს, რაც სამწუხაროდ საქართველოში ახალი არ არსებობს. და რადგანაც ქსე-ში ნიუ-ირკ ტაიმზ წერია ე. ი. ასეთი ნორმაა მიღებული. London Gazette არის London Gazette და არა ლონდონ გაზეთი, London газета, London Zeitung. მაგ. თურქულ ვიკიპედიაში London Gazette არის დატოვებული.
ამ განხილვის გვერდსაც განხილვა:პოტსდამის მოედანი აქვე დავწერ, რადგან იგივე პრობლემაა. en:Potsdamer Platz (English Potsdam Square), pl:Potsdamer Platz, (pol. Plac Poczdamski) - ამ შემთხვევაში რუს. ვიკიპედიაზე არაფერს არ ვიტყვი, რადგან იქ თარგმანია. თბილისის თავისუფლების მოედანი ყველა ენაზე თავისუფლების მოედანი უნდა იყოს და არა Tawisuflebis Square ან Freedom Square.
თუ წინააღმდეგი არ იქნებით განხილვის გვერდებზე დავამატებ კატეგორია:ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემები - ვიკიპედიის მომხმარებელმა მომხმარებელი:Ljova, რომელიც ამ კომისიის (ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომისია) წევრია.--ცანგალა () 15:08, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

ჩემს ორ თეთრსაც ჩავაგდებ ამ ყულაბაში :). რამდენიმე მნიშვნელოვანი ზოგადი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ ვიკიპედიაში:

  1. ვიკიპედია ტრადიციული გაგების ენციკლოპედია არ არის. ქსე შედგენილია ჩამონათვალისა (ტერმინების, ცნებების და ა.შ) და მათი განსაზღვრებების სტილში, ვიკიპედიაში კი არის სტატიები, შესაბამისი სათაურებით, შესავლით, ძირითადი ნაწილით, დამატებითი წყაროებით და ა.შ. სტატიების წერას აქვს საკუთარი სტილი, ამიტომ ქსე-ს სათაური სტატიის სათაურისგან განსხვავდება (მოკლედ, "ი" აუცილებელია).
  2. ნორმების კომიტეტი არის ფუნქციადაკარგული ორგანო, რომლისგანაც რაიმე სასარგებლო შედეგი კარგა ხანია არ გვინახავს. ასევე, ბევრი რამ, რაც აქამდე გააკეთეს, საკამათოა და მუდმივი განხილვის საგანი უნდა იყოს. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად ამ ნორმებს ხშირ შემთხვევაში ვერ გადმოვიღებთ. მაგ. ვერცერთმა "სპეციალისტმა" ვერ ამიხსნა, რატომ თარგმნეს რუსული სახელები ქართულად და სხვა კი არა (მაგ. ამ ნორმებით ვწერთ ალექსანდრე პუშკინი და ალექსანდერ ჰამილტონი [ეს მე მგონი მე "გავქართულე"], უფრო უარესი, თედორე დოსტოევსკი... რუსული მშობლიურთან ჰქონდათ გაიგივებული...).
  3. ქსე არის უკიდურესად მოძველებული წყარო, რომლის ციტირებაც მუდმივ პრობლემებს გვიქმნის. გასაგებია, რომ ალტერნატივა არ გვაქვს და ამიტომ ვიყენებთ, მაგრამ კრიტიკის გარეშე არ უნდა გადმოვიტანოთ ყველაფერი.
  4. ვიკიპედია არის პროგრესული პროექტი და აქ უმთავრესად პროგრესულად მოაზროვნე ხალხი მუშაობს (თავსაც ვიქებ :)) ვანდალები და მისთანები აქ დიდხანს ვერ ძლებენ). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავაკნინოთ ჩვენი პროფესიულობა ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ "სპეციალისტებად" თავს არ ვასაღებთ. ცნება "სპეციალისტი" ძალიან სუბიექტურია და ხალხი, რომელიც ამ იარლიყით სარგებლობს ძალიან ხშირად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
  5. ჩვენი კამათი ძალიან გავს მამების და შვილების უთანხმოებას ილია ჭავჭავაძის დროს. მამებს მაშინაც ეგონათ, რომ შვილები ენას აბინძურებდნენ და აუბედურებდნენ, მაგრამ სწორედ შვილების წყალობით გვაქვს დღეს ქართულად ტერმინები თუნდაც მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ან სულ მცირე ყოველდღიურ ყოფაში. (ცანგალა, აპრედელიაისია, მამების მხარეს ხარ თუ შვილების??? :)))
  6. ჯორჯიან თაიმსი კერძო გაზეთია და მის პატრონს სრული თავისუფლება აქვს რა სახელს დაარქმევს, სულ არ სჭირდება რომელიღაც კომისიის დამოწმება (საბაზრო ეკონომიკის მარტივი პრინციპია).
  7. ინგლისურენოვანი სიტყვების უმრავლესობა ნორმებში ე.წ. დედოფლის ინგლისურის გამოთქმაზე გადმოაქართულეს და მგონი მაშინ არც იცოდნენ განსხვავება თუ იყო. ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.
  8. პოტსდამერ პლაცის შემთხვევაში, როდის ვთარგმნით ამათ და როდის არა? (მაგ. კონკორდის მოედანი, ტაიმს-სქვერი). ასეთ სათაურებს ერთ თარგზე ვერ გამოვჭრით და უმრავლესობა ინდივიდუალურად წყდება (ან უკვე დამკვიდრებული ვარიანტით, ან, თუ უცნობია, მაშინ სხვა ენებში დამკვიდრებული პრინციპით და მისთ.).

რვა თეთრი გამომივიდა, ხურდა მეკუთვნის. ამ კამათს ჩვენ მთელი ცხოვრება გავაგრძელებთ, ალბათ სხვა გამოსავალიც არ გვაქვს, მაგრამ კამათი აუცილებელია :) - ალ-ო / 17:56, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

  • მამების და შვილების უთანხმოებას - მხოლოდ ამას მინდა ვუპასუხო. მე პირადად შვილების მხარეს ვარ, მაგრამ... აქ მაგრამ ვთქვი. მამების შექმნილი - ალსანდროს ციტირება: "ქსე არის უკიდურესად მოძველებული წყარო, რომლის ციტირებაც მუდმივ პრობლემებს გვიქმნის. გასაგებია, რომ ალტერნატივა არ გვაქვს და ამიტომ ვიყენებთ, მაგრამ კრიტიკის გარეშე არ უნდა გადმოვიტანოთ ყველაფერი." - ვეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ შვილებს ახალი არ შეუქმნიათ (გარკვეული მიზეზების გამო). აქედან გამომდინარე - აპრედელიტსია მიჭირს (მეჟდუ).
  • ჯორჯიან თაიმსი კერძო გაზეთია, მაგრამ... - კიდევ "მაგრამ" ვთქვი. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში - ეს ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ტაიმზთან მიმართებაში. ეს შვილებმა გააკეთეს ყოველგვარი ნორმის მიღების გარეშე.
  • მომხმარებელი:Ljova - იმედი მაქვს. რატომ? ჯერ ეს ერთი "შვილია" და არა "მამა". მეორე თავისი ინიციატივით დაიწყო მუშაობა ვიკიპედიაში. წელს იგი გავიცანი (მე, მომხმარებელი:Rustavizauri, მომხმარებელი:ლია თოდუა, მომხმარებელი:Felizdenovo) და თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ როგორც კომისიის წევრი გააცნობს ჩვენს დისკუსიებს და შედეგებს გვეტყვის. აქაც "მაგრამ" უნდა ვთქვა. კომისია ხშირად არ იკრიფება.
  • რადგანაც ჩვენ "სპეციალისტები" არ ვართ და სამწუხაროდ ქსე გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ საფუძვლად, რაც "მამებმა" დაგვიტოვეს, რადგან შვილებს ეს საკითხი ჯერ არ აწუხებთ, რადგან საქართველოში სამწუხაროდ სხვა პრობლემებია.
  • თქვენი ნებართვით კატეგორია:ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემები დავუმატებ განხილვის გვერდებს, რომ მივიწყებას არ მიეცეს. ალბათ ამჟამად უმრავლებით გადაწყდება ეს კამათი, მაგრამ მე მაქვს სურვილი, რომ ეს იქნებ ერთი წლის შემდეგ მაინც მივიღოთ პასუხი ნორმების კომისიისგან.--ცანგალა () 19:00, 7 ნოემბერი 2007 (UTC)
ცანგალა, გავიწყდება მნიშვნელოვანი: ჩვენ ვართ შვილები, ჩვენ ეს გვაწუხებს, ჩვენ "მამების" დანატოვარი არ მოგვწონს, და ამიტომ გვაქვს აქ ეს დისკუსია. - ალ-ო / 19:07, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

[რედაქტირება] სტატიების სათაურები

სანამ ფილოსოფიურ საკითხებზე გადავალთ :), ჯერ კონკრეტულად -ი-ს დართვა-არდართვაზე შევჩერდეთ. მინდა კარგად გაიგოთ, რომ აქ ნორმა არაფერ შუაშია! გაზეთის დასახელება არის, მაგ., "ვაშინგტონ პოსტ", სახელობით ბრუნვაში "ვაშინგტონ პოსტი", მოთხრობით ბრუნვაში "ვაშინგტონ პოსტმა" და ა.შ. ეს ნორმის მიხედვითაც ასეა და ვიკიპედიაშიც და ქსე-შიც ასეა. ვიკიპედიასა (დღევანდელი პრინციპის მიხედვით) და ქსე-ს შორის განსხვავება მარტო იმაშია, თუ რომელ ფორმას იყენებს სტატიის სათაურში. ორივეში სტატიების სათაურები იწერება ძირითადად სახელობითი ბრუნვის ფორმით, ხოლო ქსე-ში "ზოგ შემთხვევაში" ფეძე ფორმით (ბრუნვის ნიშნის გარეშე). ეს ისეთივე საკითხია, როგორც, სათაურში "ჭავჭავაძე, ილია" დავწეროთ თუ "ილია ჭავჭავაძე". ანუ, იმის თქმა მინდა, რომ აქ უბრალოდ რომელიმე პრინციპი უნდა ავიღოთ და ისე არ არის, რომ რომელიღაცა ვარიანტი ნორმას არ შეესადაგებოდეს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ქსე-ს პრინციპს რომ მივყვეთ, მაგრამ მე მეჩვენება, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როდის არის ეს "ზოგი შემთხვევა". ქსე-ში რაც წერია, შეიძლება ვიკიპედიაშიც იმავე ფორმით დავწეროთ, მაგრამ ვიკიპედიაში უამრავი ახალი სტატია გვაქვს და კიდევ გვექნება, რაც ქსე-ს არ მოეპოვება. იმ ახალი სტატიების სათაურებზე წამდაუწუმ რომ არ დაიწყოს მსჯელობა და კამათი, თავიდან აუცილებელია გარკვეული წესი, თუ რა შემთხვევაში იწერება სტატიების სათაურები ფუძე ფორმით და არა სახელობითი ბრუნვის ფორმით.

ქსე-ს გადავხედე. შესავალში ამის შესახებ არაფერი წერია. სამაგიეროდ, გაზეთებისა და ჟურნალების დასახელებების გარდა, შემხვდა ასეთი მაგალითები: "კომედი ფრანსეზ", "სპეის შატლ", "კომერცბანკ" (გერმანული ბანკი), "არმკო სტილ" (ამერიკული კომპანია), "ისთიკლალ" (მოროკოს პოლიტიკური პარტია). ოღონდ რატომღაც "მოსფილმი" და "არმენფილმი" და არა "მოსფილმ" და "არმენფილმ". საყურადღებოა, რომ ესენი სათაურშივე ბრჭყალებშია ჩასმული. ბრჭყალები მიანიშნებს იმაზე, რომ მოცემული სიტყვა საკუთარი სახელია.

შეიძლება ქსე-ში ასეთი პრინციპია: ადამიანებისა და ადგილების სახელების გარდა ყველა უცხოენოვანი საკუთარი სახელი სათაურში ფუძე ფორმით იწერება ბრჭყალებში. მაგრამ, ჯერ ერთი, ჩვენ ვიკიპედიაში სტატიების სათაურებს არ ვწერთ ბრჭყალებში და ამით ვერ ვარჩევთ საკუთარი სახელია თუ არა. მეორე, რამდენად მისაღებია სტატიების სათაურებში "ფორდ", "ეპლ", "ბიდერმაიერ", "ოქტობერფესტ", "მაიკლოსოფტ", "ბოინგ", "ბაიერნ (საფეხბურთო კლუბი)", "მანჩესტერ იუნაიტედ", "გაზპრომ", "თურქსელ" (შდრ. "ჯეოსელი"), "ტემასეკ ჰოლდინგს" (შდრ. "ჯი პი აი ჰოლდინგი" - ქართული კომპანია) და ა.შ.? ესენი თუ მისაღებია მომხმარებლების უმრავლესობისთვის, შეიძლება დახმარების გვერდზე ჩავწეროთ ზემოაღნიშნული პრინციპი (ოღონდ სათაურები არ იწერება ბრჭყალებში). მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ტყუილად გაართულებს წესებს და არც არის ადვილი ამ პრინციპის დაცვა. მაგალითად, McDonalds ქსე-სებრი წესით უნდა იყოს "მაკდონალდს". მაგრამ ეს კომპანია უკვე საქართველოშია და შენობებზე როგორც აწერია, სათაურით "მაკდონალდსი" უნდა შეიქმნას სტატია. - Island 15:39, 8 ნოემბერი 2007 (UTC)

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრა ასეთი ჩამოყალიბებული და დამაჯერებელი წერილისთვის. რაც შეეხება "მოსფილმი" და "არმენფილმი" და აგრეთვე როგორც ზევით ალსანდროს აღნიშნა ალექსანდრე პუშკინი და ალექსანდერ ჰამილტონი. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ რაც სსრკ-ს ეხებოდა იწერებოდა "ი" დაბოლოებით, ხოლო ზემოთ ხსენებული შენი მაგალითებიდან არა სსრკ-ისა "კომედი ფრანსეზ", "სპეის შატლ", "კომერცბანკ" (გერმანული ბანკი), "არმკო სტილ" (ამერიკული კომპანია), "ისთიკლალ" (მოროკოს პოლიტიკური პარტია) "ი"- გარეშე და აგრეთვე საკუთარი სახელებიც, როგორც ალექსანდერ ჰამილტონი. ალბათ ამჟამად ყველა "ი"-ს გარეშე უნდა იწერებოდეს, რადგან სსრკ აღარ არსებობს.
ერთ რამეში დამარწმუნე. სათაური უნდა იყოს აუცილებლად ბრჭყალების გარეშე (ძიება რომ მოხდეს) - ეს 100%-ით (ამაზე არც ვდაობ და ვიცი) და რადგანაც ბრჭყალების გარეშეა ითხოვს "ი"-ს (აი ამაში კი დამარწმუნე). ხოლო სტატიაში, როდესაც ვხმარობთ ბრჭყალებს მაშინ უკვე "ი" არ სჭირდება, მაგ. "კომედი ფრანსეზ", "სპეის შატლ", "კომერცბანკ" (გერმანული ბანკი), "არმკო სტილ" (ამერიკული კომპანია), "ისთიკლალ" (მოროკოს პოლიტიკური პარტია) - რადგან მათ "ი"-ს გარეშე ჰქვია. --ცანგალა () 17:25, 8 ნოემბერი 2007 (UTC)
kargia, rom ragac konsensusamde davdivart :). zemo paragrafshi rac zangalam axsena, aris gramatikuli cesi imis, tu brunebis formebi brchkals shignit unda daiceros tu garet (mag. "komedi fransezma" tu "komedi fransez"-ma - sasurvelia gadamocmdes). - ალ-ო / 20:02, 8 ნოემბერი 2007 (UTC)

ძალიან მიხარია რომ შევთანხმდით. ქსე-ს ტომების გადაქექვაში და წერილის წერაში ორი საათი მაინც დამჭირდა. ტყუილად არ გავრჯილვარ :))) რაც შეეხება იმას, "კომედი ფრანსეზმა" თუ "კომედი ფრანსეზ"-მა, რამე წყაროს მოვძებნი. - Island 04:00, 9 ნოემბერი 2007 (UTC)

ქსე-ში ჩავიხედე მაგ. სტატია "სრმკო სტილ" (ტ. 1, გვ. 581) ბრუნების ფორმა წერია ფრჩხილების შიგნით. შეიძლება თუ არა რომ წყაროთ ჩაითვალოს? --ცანგალა () 11:47, 9 ნოემბერი 2007 (UTC)

კარგია. მაშინ აქაც ეგრე დავწეროთ, ესე იგი, "არმკო სტილმა". - Island 16:53, 9 ნოემბერი 2007 (UTC)


[რედაქტირება] პორტალი

მე მგონი პორტალს ქართულად განყოფილება უნდა ერქვას, ან სულაც კარიპჭე? ჭანო 17:02, 12 იანვარი 2008 (UTC)

  • Portal - პორტალი, ბჭე (Deutsch-Georgisches Wörterbuch von Yolanda Marchev, Kaukasus-Verlag, 1999);
  • ბჭე(ბჭისა) (ძვ.) - 1. დიდი კარი, შესასვლელი. სასახლის ბჭენი. 2. გადატ. ზღუდე-გალავანი, რაშიც ასეთი შესასვლელია დატანებული ციხის ბჭე

აგრეთვე აქვს სხვა მნიშვნელობაც. (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 1, გვ. 139, თბ., 1990);

  • პორტალი (გერმ. Portal < ლათ. Porta - შესასვლელი, ჭიშკარი), არქიტექტურულად გაფორმებული ღიობი, რომელიც მეტწილად შენობაში შესასვლელად არის გამოყენებული. - ქსე, ტ. 8, გვ. 163, თბ., 1984 . ჩემი აზრით პორტალის გამოყენება შეცდომა არ უნდა იყოს. --ცანგალა () 17:37, 12 იანვარი 2008 (UTC)


Englisch-Deutsch por•tal [ˈpɔːtl] s Portal n, Tor n. მე მემაჩნია რომ იქნებ ქართული შესატყვისი გვეპოვა, თორემ ძალიან ბევრი უცხო სიტყვები შემოგვეჩვია ჭანო 17:53, 12 იანვარი 2008 (UTC)

[რედაქტირება] აპოსტროფი

საჭიროა თუ არა აპოსტროფის შენარჩუნება უცხოურ სახლებში? ქართულში მათ არანაირი დატვირთვა არ აქვთ.

მაგალითად, გოა'ულდი თუ გოაულდი? ტაუ'რი თუ ტაური? დ'არტანიანი სხვა რიგის მოვლენაა (აპოსტროფი არტიკლ de-ს შეკვეცის მანიშნებელია) თუმცა მასშიც კი აპოსტროფის დაწერა არაფერს ჰმატებს ქართულს.


wymiana linkami SEO Tools tanie kredyty gotówkowe kreatyna Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Sejm Tyk