|
|
ესპანური ენა
ესპანური ენა – ესპანელების, ცენტრალური ამერიკის (მექსიკელების, კოსტა-რიკელების და ა.შ.), კარიბიელების (კუბანელების და ა.შ.), სამხრეთ ამერიკის ქვეყნების (ბრაზილიის, სურინამის, გაიანასა და ფრანგული გაიანას გარდა) მოსახლეობის ოფიციალური ენაა. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომანული ჯგუფის ენებს.
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 330 მლნ (მშობლიური ენა), 80 მლნ (მეორე ენა)
- ენის კოდი: es
- სახელწოდება: es - Español (Castellano); en - Spanish; eo - Hispana (Kastilia)
- დამწერლობა: ლათინური
ესპანური ენა შეიქმნა ხალხური ლათინურისა და იბერიის რომაული პროვინციების ადგილობრივი მოსახლეობის ენის შეჯვარების საფუძველზე. თავისი წარმოშობით იგი წარმოადგენს კანტაბრიის დიალექტს, რომელიც IX ს-ში გავრცელდა ძველი კასტილიის, ხოლო XI ს-დან მთელს ცენტრალურ ესპანეთში. XV ს-ში კასტილიური დიალექტი გახდა ესპანეთის ლიტერატურული ენა. დიალექტები: კასტილიური, ნავარული, არაგონული, ანდალუსიური, მურსიული, კანარული, ამერიკული.
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
მექსიკა (86,2 მლნ), კოლუმბია (34), არგენტინა (33), ესპანეთი (28.2), აშშ (22.4), ვენესუელა (21.5), პერუ (20), ჩილე (13.8), კუბა (10), ეკვადორი (9.5), დომინიკელთა რესპუბლიკა (6.9), სალვადორი (5.9), ჰონდურასი (5.6), გვატემალა (4.7), ნიკარაგუა (4.3), ბოლივია (3.5), პუერტო-რიკო (3.4), კოსტა-რიკა (3.3), ურუგვაი (3.0), პანამა (2.1)...
...
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Hola; Buenos días; Buen día
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Bienvenidos
- გმადლობთ - Gracias; Muchas gracias
- კი / არა - Sí / No
- გეთაყვა - Por favor
- ნახვამდის - Adiós; Hasta la vista; Hasta luego
რიცხვები
- 1 – uno, 2 – dos, 3 – tres, 4 – cuatro, 5 - cinco, 6 – seis, 7 – siete, 8 – ocho, 9 – nueve, 10 - diez
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|