ახალი ბმულის შექმნა
ქართულ ვიკიპედიაში არის შინაარსის მიხედვით სტატიების კლასიფიცირების სხვადასხვა საშუალება: თემატური გვერდები (გეოგრაფია, მათემატიკა, ლიტერატურა), სიები (მსოფლიოს ქვეყნები, ცნობილი გერმანელები) და ა.შ., სადაც სავარაუდოდ ბევრი ცარიელი ბმული წინასწარ არის გამზადებული. თუ თქვენ აპირებთ რამდენიმე გვერდის შექმნას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, მოხერხებული იქნება, თუ ამოსავალ გვერდად გამოიყენებთ სიას მსოფლიოს ქვეყნები. ჯერ ერთი, აქ ყველა ქვეყანაა ჩამოთვლილი, და მეორე - მოცემულია მათი ზუსტი დასახელებები, რომლებიც შემოწმებული და შეჯერებულია ავტორიტეტულ წყაროებთან.
შესაძლოა ყველა სია არ იყოს სრულყოფილი, მაგალითად, საქართველოს მდინარეები და მასში ვერ ნახეთ არაგვის შესაბამისი ცარიელი ბმული, შეგიძლიათ ჯერ ცარიელი ბმული შექმნათ ამ გვერდზე (ამით სიაც შეივსება), შემდეგ კი - ახალი სტატია არაგვზე.
ამისათვის, გახსენით რედაქტირების რეჟიმი გვერდისა საქართველოს მდინარეები, მოძებნეთ მდინარეების სიაში შესაბამისი ადგილი, ჩაამატეთ ახალი სათაური არაგვი და ორივე მხრიდან ჩასვით ორმაგ კვადრატულ ფრჩხილებში. შემდეგ დააკლიკეთ ბმულზე წინასწარი გადახედვა და ნახეთ როგორ გამოიყურება თქვენი ნამოქმედარი. წესით უნდა გამოჩნდეს სიტყვა არაგვი ამგვარად ხაზგასმული და წითლად შეფერილი. დააკლიკეთ ბმულზე გვერდის შენახვა. სია, რომელშიც თქვენ ჩაამატეთ ახალი გვერდის სათაური, შენახულ იქნება ამ ცვლილების გათვალისწინებით.
ამის შემდეგ, წითელ არაგვზე დაკლიკებით გაიხსნება ახალი ცარიელი ფანჯარა, სადაც გამოჩნდება მხოლოდ სათაური და სადაც შეგიძლიათ შეიტანოთ სასურველი ტექსტი. რედაქტირების შემდეგ იგი აუცილებლად შეინახეთ.
N.B. სამივე ამ მეთოდის გამოყენებას ერთი საფრთხე აქვს: შესაძლოა ის სტატია, რომლის შექმნასაც თქვენ აპირებთ, სხვა მსგავსი ან ოდნავ მოდიცირებული სათაურით უკვე არსებობს. მაგალითად, აშშ-ს შემთხვევაში ამ ხერხის გამოყენებისას მიიღებთ პასუხს, რომ გვერდი ამ სათაურით არ არსებობს და დაიწყებთ მის შექმნას. მაგრამ აღმოჩნდება, რომ უკვე არსებობს სტატია ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ თავის დასაზღვევად, წინასწარ უნდა ჩაიხედოთ ანბანურ საძიებელში.