ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
გერმანული ენა
გერმანული ენა — გერმანელთა, ავსტრიელთა, გერმანო-შვეიცარიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ჯგუფს .
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
სალიტერატურო გერმანული ენა ჩამოყალიბდა VIII-IX სს-ში ძველზემოგერმანული დიალექტის საფუძველზე, XIII-XV სს-ში - საშუალოზემოგერმანულის და XV ს-დან - ახალზემოგერმანულის საფუძველზე. უძველესი წერილობითი ძეგლებია: სენ-გალენის ლათინურ-გერმანული გლოსარიუმი (VIII ს.), შესრულებული ალემანურ დიალექტზე, ისიდორის ტრაქტატის თარგმანი რაინ-ფრანკონულ დიალექტზე (IX ს-ის დასაწყისი). [რედაქტირება] ანბანიგერმანული ანბანი დაფუძვნებულია ლათინური ანბანის საფუძველზე. ანბანში სულ 26 ასო-ნიშანია, რომელთაგან 6 ხმოვანია, 20 თანხმოვანი.
ხმოვნები: A a, E e, I i, O o, U u, Y y. გერმანულში, სხვა ევროპული ენებისგან განსხვავებით, ასო V იკითხება როგორც ჶ (Vater, Vier), ხოლო Z, როგორც ც. ასო-ბგერა r შეიძლება გამოითქვას როგორც რ, ან ღ. გარდა ამ ასოებისა, გერმანულში არის დამატებითი ნიშნები: ß-ს ნაცვლად ბოლო დროს ხშირად იხმარება ss, მაგალითად Groß - Gross. დიფტონგები და ასოთა კომბინაციები:
[რედაქტირება] გრამატიკა[რედაქტირება] მეტყველების ნაწილებიგერმანულ ენაში არის 11 მეტყველების ნაწილი:
[რედაქტირება] ზმნა (Das Verb)გერმანულ ენაში არის პირიანი და უპირო ზმნები. ზმნის პირიანი ფორმები იუღლება. მათ აქვთ პირის, რიცხვის, დროის, გვარისა და კილოს კატეგორიები. ზმნის უპირო ფორმებია: საწყისი (Der Infinitiv) და მიმღეობა (das Partizip). უმეტესი გერმანული ზმნა წინადადებაში იხმარება სამივე პირთან და ორივე რიცხვში. მათ პირიანი ზმნები ეწოდებათ. ზოგიერთი ზმნა მხოლოდ უპირო წინადადებებში გვხვდება მხოლობითი რიცხვის III პირში. ასეთი ზმნები უპირო ზმნებია. [რედაქტირება] ზმნის ძირითადი ფორმებიგერმანულ ზმნებს აქვთ სამი ძირითადი ფორმა:
Infinitiv-ი არის ზმნის საწყისი ფორმა. Präteritum-ს სუსტი უღლების ზმნები აწარმოებენ ფუძეზე -te ბოლოსართის დართვით:
ხოლო ძლიერი უღლების ზმნები Präteritum-ში დაბოლოებას არ იღებენ და ფუძისეულ ხმოვანს იცვლიენ:
Das Partizip II-ს სუსტი უღლების ზმნები აწარმოებენ ფუძეზე ge- თავსართისა და -t ბოლოსართის დართვით:
ძლიერი ზმნები Partizip II-ში ზოგჯერ კიდევ ერთხელ იცვლიან ფუძისეულ ხმოვანს და ge-en თავსართ ბოლოსართს დაირთავენ:
[რედაქტირება] ზმნის დროგერმანულ ზმნას აქვს 6 დრო: ახლანდელი (Präsens), ნამყო თხრობითი (Präteritum), ნამყო სასაუბრო (Perfekt), ნამყო წინარე (Plusquamperfekt), მყოფადი I (Futurum-I), მყოფადი II (Futurum-II) [რედაქტირება] ახლანდელი დრო (Präsens)ზმნა ახლანდელ დროში, გამოხატავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას, რომელიც საუბრის მომენტში, აწმყოში ხდება:
Präsens-ი იწარმოება ზმნის Infinitiv-ის ფუძეზე პირის ნიშნების დართვით. Infinitiv-ის ფუძე მივიღებთ, თუ ზმნას ჩამოვაცილებთ -n, ან -en დაბოლოებას:
უღლებისას ზმნა დაირთავს შემდეგ პირის ნიშნებს:
მაგალითად ზმნა machen (კეთება) იუღლება ასე:
[რედაქტირება] ნამყო თხრობითი (Präteritum)Präteritum-ი გამოიყენება წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად, მოსაყოლად. მისთვის დამახასიათებელია წარსულში დაუსრულებელი მოქმედების აღნიშვნა:
ზმნის პრეტერიტუმში უღლებისთვის მის მეორე ძირითად ფორმას (იხ. ზმნის სამი ძირითადი ფორმა) უნდა დავურთოთ პირის ნიშნები:
მაგალითად ზმნა wohnen (ცხოვრება):
[რედაქტირება] ნამყო სასაუბრო (Perfekt)Perfekt-ი გამოიყენება წარსულში მომხდარი, უკვე დასრულებული მოქმედების გადმოსაცემად.
Perfekt-ი იწარმოება საუღლებელი ზმნის Partizip-II-ით (იხ. ზმნის სამი ძირითადი ფორმა)და დამხმარე ზმნის sein-ის ან haben-ის Präsens-ით. იუღლება მხოლოდ დამხმარე ზმნა, ხოლო საუღლებელი ზმნის Partizip-II უცვლელი რჩება და წინადადების ბოლოში გადადის:
მაგალითად sein-ით იწარმოება ზმნა kommen (მოსვლა):
ხოლო haben-ით იწარმოება ზმნა wollen (სურვილი):
ხოლო sein-ით იწარმოება:
[რედაქტირება] ნამყო წინარე (Plusquamperfekt)Plusquamperfeqt გამოიყენება წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად, რომელიც უკვე დასრულებული იყო, ვიდრე მეორე მოქმედება დაიწყებოდა წარსულშივე. მეორე მოქმედება Prateritum-ით გამოიხატება.
Plusquamperfeqt-ი იწარმოება დამხმარე ზმნების sein-ისა და haben-ის Prateritum-ით და საუღლებელი ზმნის Partizip-II-თი. haben-ისა და sein-ის შერჩევის წესი იგივეა, რაც Perfekt-ის შემთხვევაში:
[რედაქტირება] მყოფადი I (Futurum-I)Futurum-I იხმარება იმ ამბის გადმოსაცემად, რომელიც მომავალში რეალურად უნდა შესრულდეს. Futurum I იწარმოება დამხმარე ზმნის werden-ის Prasens-იტა და საუღლებელი ზმნის Infinitiv-I-ით. დამხმარე ზმნა იუღლება, საუღლებელი ზმნის Infinitiv-I კი უცვლელად წინადადების ბოლოსი გადადის.
[რედაქტირება] მყოფადი II (Futurum-II)Futurum-II იხმარება მომავალ დროში სავარაუდოდ შერულებული, დასრულებული მოქმედების აღსანისნავად. Futurum-II იწარმოება დამხმარე ზმნის werden-ის Prasens-ითა და საუღლებელი ზმნის Infinitiv-II-თი. (Infinitiv-II იწარმოება საუღლებელი ზმნის Partizip-II-ითა და დამხმარე ზმნებით haben ან sein. მაგ: lesen - gelesen haben; kommen - gekommen sein).
[რედაქტირება] არსებითი სახელიარსებითი სხელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს. გერმანულ ენაში არსებითი სახელები იყოფიან მამრობითი (maskulinum), მდედრობითი (femininum) საშუალო (neutrum) სქესიც სახელებად. არსებითი სახელის სქესი მხოლობით რიცხვში გამოიხატება სქესის შესაბამისი არტიკლით(der, die, das), ხოლო მრავლობითში სქესი არ ჩანს (die). [რედაქტირება] სტატუსიოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
[რედაქტირება] გრამატიკა[რედაქტირება] ლექსიკაფრაზები და სიტყვები
რიცხვები
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| kreatyna kreatyna www.activebody.pl | Gry Online Gry Online www.pozycjonarka.in… | Plaza 3 star hotel Los Angeles www.triptake.com | krynica noclegi krynica noclegi,ośrodek, wypoczynk… gornik.com.pl | Kredyty odnawialne Kredyty odnawialne www.eskarbiec.pl |