|
|
ბლუჩანიბლუჩანი, ხაზართს ხაკანის სპასალარი (VIII ს.) ქართველი მემატიანის ცნობით, დარუბანდიდან შემოჭრილმა ბლუჩანმა საქართველო დალაშქრა, ჯერ კახეთში შევიდა, შეიპყრო ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, სილამაზით განთქმული შუშანი, რომელიც ხაკანს ცოლად უნდოდა; შემდეგ თბილისი აიღო, ქართლი მოაოხრა და დარიალის გზით უკან გაბრუნდა. გზაში შუშანმა თავი მოიწამლა. ხალანმა ბლუჩანი სიკვდილით დასაჯა. |