ახალქალაქის ფაუნა

ახალქალაქის ფაუნა, მეოთხეულიპერიოდის დასაწყისის ნამარხ ძუძუმწოვართა კომპლექსი სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ახალქალაქის მიდამოებში). არსებობდა სტეპისა და ნახევრად სტეპის ლანდშაფტურ პირობებში. ამ დროს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თბილი ან ზომიერად ცხელი ჰავა უნდა ყოფილყო. ახალქალაქის ფაუნის ჩამოყალიბება და განვითარება განაპირობა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მეტნაკლებმა იზოლაციამ მცირე აზიისაგან და დროდადრო მათი ფაუნის ურთიერთკავშირის გაწყვეტამ. ამით აიხსნება ახალქალაქის ფაუნის შემადგენლობაში ენდემური ცხოველების საკმაო სიჭარბე. ახალქალაქის ფაუნაში მწერიჭამიებიდან აღნიშნულია ევროპული ზღარბი. მღრღნელებიდან - თრია, ზაზუნა; მტაცებლებიდან - მგელი, ხალებიანი აფთარი, დათვი, ჭრელტყავა, წავი, მაჩვი, ვეფხვი; ხორთუმიანებიდან - სამხრეთისა ზროგონთერიული სპილოები; კენტჩლიქოსნებიდან - ზუსენბორნული და ჰიპარიონისმაგვარი ცხენები, მარტორქა; წყვილჩლიქოსნებიდან - ჰიპოპოტამი, გიგანტური ირემი, ჯიხვი და პირველყოფილი ძროხა. გეოლოგიური ასაკითა და სახეობათა შედგენილობით ახალქალაქის ფაუნა უახლოვდება ტამანის (რუსეთი), ფორესტ-ბედის (ინგლისი), აბევილის (საფრანგეთი), ზუსენბორნისა (გერმანია) და ჯოუ-ქოუ-ტიანის (ჩინეთი) ნამარხ ძუძუმწოვართა ფაუნებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ვეკუა ა., ქსე, ტ. 2, გვ. 98, თბ., 1977

wymiana linkami SEO Tools wymiana linkami system wymiany linków tanie kredyty gotówkowe kreatyna Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Sejm Tyk