ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
ატომიატომი ( ბერძ. άτομον - ά: არა და τομον: გაყოფადი) - სუბმიკროსკოპული სტრუქტურა, ელემენტის უმცირესი ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს მისი ყველა ქიმიურ თვისებებს. იგი ქიმიურ ნაერთთა ძირითადი სტრუქტურული ერთეულია. ყველა ნივთიერება ატომებისაგან შედგება. დღეისათვის ცნობილია ასზე მეტი ელემენტი, რომელთა უმრავლესობას ბუნებაშიც ვხვდებით. ატომი ქიმიურად განუყოფელი ერთეულია (ანუ ქიმიურ რეაქციებში არ ხდება ატომთა გარდაქმნა). [რედაქტირება] ატომის აღნაგობაატომი შედგება სამი სახის ქვეატომური ნაწილაკებისაგან, რომელიც მის გარეგან თვისებებს განსაზღვრავს:
პროტონები და ნეიტრონები ერთად ქმნიან ატომის ბირთვს. ის გარშემორტყმულია დიფუზური ზონით, რომელიც შეიცავს ელექტრონებს. ქიმიური ბმის წარმოქმნას ელექტრონები უზრუნველყოფენ.
|