|
|
მერისი (მდინარე)
მერისი , აკავრეთა, მდინარე აჭარაში ქედის რაიონში. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2236 მ. ერთვის მდინარე აჭარისწყალს დაბა ქედის მახლობლად. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 134 კმ2, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 6,86 მ3/წმ. [რედაქტირება] ლიტერატურა
|
|||||||||||||