|
|
აზერბაიჯანული ენა
აზერბაიჯანული ენა – აზერბაიჯანელთა ენა, მიეკუთვნება ალთაური ოჯახის თურქული ჯგუფის ოღუზურ ენებს. დამწერლობა ირანის აზერბაიჯანში - არაბულ გრაფიკაზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - ჯერ არაბული, 1929-39 წლებში - ლათინური, 1939-91 - სლავურ-კირილური, ამჟამად კვლავ ლათინური.
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 16 მლნ
- ენის კოდი: az
- სახელწოდება: az - Azərbaycanca; en - Azeri; eo - Azerbajghana
- დამწერლობა: ლათინური, სლავური
აზერბაიჯანული ენის დიალექტებია: აღმოსავლური - კუბის, ბაქოს, შემახის; დასავლური - ყაზახის, ყარაბაღის, განჯის; ჩრდილოური - ნუხის, ზაქათალა-კახის; სამხრეთული - ნახიჭევანის, ორდუბადის, თავრიზის. დიალექტებს შორის განსხვავები ძირითადად ფონეტიკას და ლექსიკას შეეხება. აზერბაიჯანულ ენაზე ლიტერატურა XIII ს-დან ვითარდება, მას საფუძვლად უდევს ბაქოს და შემახის დიალექტები.
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
გავრცელებულია აგრეთვე ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ოსთანებში, საქართველოში, რუსეთში.
…
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Salam; Salam əleyküm
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Xoş gəlmişsən
- გმადლობთ - Sağ ol; Çox sağ olun
- კი / არა - Hə; Bəli / Yox
- გეთაყვა - Xahiş edirəm; Zəhmət olmasa
- ნახვამდის - Xudahafiz; Sağ olun
რიცხვები
- 1 - bir, 2 - iki, 3 - üç, 4 - dörd, 5 - beş, 6 - altı, 7 - yeddi, 8 - səkkiz, 9 - doqquz, 10 - on
|